x
მეტი
  • 22.05.2024
  • სტატია:134802
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509172
12 ფაქტი ყველზე, რომელიც უნდა იცოდეთ
12 ფაქტი ყველზე
ყველი არის პროდუქტი, რომელსაც ადამიანების უმრავლესობა, ყოველდღიურად

მიირთმევს. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ:

1. ყველი, ჩვენს ერამდე III ათასწლეულში უკვე არსებობდა. ის აღმოჩენილია

ეგვიპტის პირამიდებში.



12 ფაქტი ყველზე


2. ძველი რომაელები თვლიდნენ, რომ ყველი აუმჯობესებს საჭმლის მონელების

პროცესს და მას შხამსაწინააღმდეგო საშუალებათაც იყენებდნენ, მოწამვლის

შემთხვევაში.


12 ფაქტი ყველზე


3. ერთი კილოგრამი ყველის წარმოებისთვის, 10 ლ. რძე არის საჭირო.


12 ფაქტი ყველზე


4. ყველს რომელიც კავკასიაში იწარმოება, აქვს მძაფრი სუნი. ბევრი ფიქრობს, რომ ეს

ყველი აფროდიზიაკია (ნივთიერება, რომელიც ასტიმულირებს და აძლიერებს სქესობრივ ლტოლვას).


12 ფაქტი ყველზე


5. ადამიანს, რომელიც ყველის ეტიკეტებს აგროვებს, ტიროსემიოფილისტს (ბერძ. ყველის ნიშნების შემგროვებელი) ეძახიან.


12 ფაქტი ყველზე


6. ყოველწლიურად, დიდ ბრიტანეთში, ტარდება კონკურსი ყველის გორაობაში.


12 ფაქტი ყველზე


7. დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ვიქტორიამ (1837-1901 წწ.) ქორწილში საჩუქრქდ

500 კილოგრამიანი, ჩედერის სახეობის, ყველი მიიღო.


12 ფაქტი ყველზე


8. ბევრი თვლის, რომ თაგვებს ყველი უყვართ. სინამდვილეში, მღრღნელებს არ

მოსწონთ მძაფრი სუნის მქონე პროდუქტები. ისინი მარცვლეულს და ხილს ანიჭებენ

უპირატესობას.


12 ფაქტი ყველზე


9. ლეგენდის მიხედვით, ზარატუსტრა (ზოროასტრიზმის დამფუძნებელი), რომელიც 20 წლის მანძილზე, საზოგადოებისგან მოშორებით, უდაბნოში ცხოვრობდა, მხოლოდ

ყველით იკვებებოდა.


12 ფაქტი ყველზე


10. ყველის ზოგიერთ სახეობას ღებავენ. მაგ., ჩედერს ანატოს თესლს უმატებენ,

ხოლო უფრო იაფიანი სახეობების ყველი, კალენდულის ყვავილით და სტაფილოს წვენით იღებება.


12 ფაქტი ყველზე


11. ემილია-რომანიაში (ოლქი იტალიაში) არის 4 ბანკი, რომელიც გირაოდ, ძვირადღირებულ, მაგარი ყველს სახეობებს იღებს. ერთმა ბანკმა, კლიენტისგან, შესანახად, 400 000 თავი პარმეზანი ჩაიბარა.


12 ფაქტი ყველზე


12. სალვადორ დალიმ, თავისი ერთ-ერთი შედევრი - “რბილი სააღები", რბილი ყველის სახეობის, კამამბერეს დაგემოვნების შემდეგ, ამ ყველის გემოთი შთაგონებულმა შექმნა.


12 ფაქტი ყველზე



9
1772
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1772
  
2015, 20 ივნისი, 11:23
10 ლიტრი რძისაგან 1კგ ყველი გამოდის. 1 კილოგრამიანი სულუგუნის დამზადებას კი 2კგ ჭყინტი ყველი სჭირდება.
2015, 19 ივნისი, 12:19
მადლობ. სტატიაში არ დამიწერია, რადგან ამის წერილობითი მტკიცებულება არა მაქვს, მაგრამ გამიგია, რომ ყველი ისე მოქმედებს ადამიანზე, როგორც ნარკოტიკი. მე რომ ერთ-ორი დღე ყველი არა ვჭამო, ,,ლომკები" დამეწყება. :)
2015, 19 ივნისი, 10:44
ჩემი უსაყვარლესი პროდუქტია. სხვათა შორის გამახსენდა ამ კომენტარებზე, ამასწინათ ვკითხე ერთ ახლობელს რამდენი ლიტრი რძე სჭირდება-მეთქი 1 კილოს გაკეთებას და პირღია დავრჩი, რომ მითხრა 10 ლიტრამდეო, ის სოფელში თვითნ ამზადებს ყველს. ასე რომ, მართალი ყოფილა. გავაზიარე სტატია :)
2015, 18 ივნისი, 21:10
კარგი სტატიაა
2015, 18 ივნისი, 20:33
ათი ლიტრი რძე უნდა ერთ კილო ყველს
2015, 18 ივნისი, 20:00
10 მაინც ძალიან ბევრია
2015, 18 ივნისი, 19:56
ყველს გააჩნია, იმერულს არ ჭირდება. მაგარი სახეობის ქარხნულ ყველს, ალბათ, სჭირდება. ქარხნული ყველი ყოველთვის უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ოჯახში დამზადებული.
2015, 18 ივნისი, 19:32
ერთ კილოგრამ ყველს 10 ლიტრი რძე არ ჭირდება, 5 იც საკმარისია :)
0 1 9