ისტორიული მოვლენების დიდი ნაწილილ ჩვენთვის ქრესტომატიული ფოტოებითაა ცნობილი, რომლებიც მყარად ჩაიბეჭდა ჩვენს მეხსიერებაში. მაგრამ ზოგჯერ საინტერესოა წარსულის ამა თუ იმ ეპიზოდს სხვა კუთხით შევხედოთ. წარმოგიდგენთ 20 უნიკალურ ფოტოს, რომლებიც საინტერესო კუთხით დაგვანახებს ყველასათვის კარგად ცნობილ ისტორიულ მოვლენებს.
1. "მე მაქვს ოცნება" - მარტინ ლუთერ კინგის გამოსვლა, 1963 წლის 28 აგვისტო.
2. აისბერგი, რომელთან შეჯახებისას, 1912 წლის 15 აპრილს ჩაიძირა "ტიტანიკი".
3. ლომის გადაღება 1929 წელს, Metro-Goldwyn-Mayer-ის ქუდისთვის.
4. 1909 წლის 4 ოქტომბერს, ნიუ-იორკში დღესასწაულის დროს უილბურნ რაიტმა განახორციელა 33 წუთიანი გაფრენა ქალაქის თავზე და გარშემო შემოუფრინა თავისუფლების ქანდაკება.
5. ჟაკლინ კენედი თვალს ადევნებს მეუღლის სატელევიზიო დებატებს ვიცე-პრემიერ რიჩარდ ნიქსონთან, 1960 წ.
6. მეორე მსოფლიო ომის დასასრული. ტაიმს სკვერზე, ნიუ-იორკში ხალხი ასე ხვდება ახალ ამბავს იაპონიის კაპიტულაციის შესახებ, 14 აგვისტო, 1945 წ.
7. ირანელი მეომრები უყურებენ როგორ იწვის სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომის დროს ერაყელი მებრძოლების მიერ გადამწვარი ნავთობის საბადოები, 1990 წ.
8. "ჰოლივუდი". ეს ნიშანი 1923 წელს ლოს-აჯელესში ჰოლივუდის გორებზე იქნა დადგმული სარეკლამო მიზნით. თუმცა შემდგომში იგი აშშ-ს კინოინდუსტრიის სიმბოლოდ იქცა.
9. 1963 წელს შონებერგის მერიის წინ გამოვიდა აშშ-ს პრეზიდენტი ჯონ ფ. კენედი თავისი ცნობილი სიტყვით - "მე ბერლინელი ვარ".
10. ვერსალის სამშვიდობო ხელშეკრულება. ხალხი დგას დივნებზე, სკამებზე, მაგიდებზე იმისათვის, რომ თვალი მოკრან ვერსალის ხელშეკრულების ხელმოწერას, რომლითაც ოფიციალურად დასრულდა პირველი მსოფლიო ომი 1919 წლის 28 ივნისს.
11. ნორვეგიაში პირველად ჩაიტანეს ბანანი, 1905 წელს.
12. ადოლფ ჰიტლერი, 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის გამოცხადების შეტყობისას.
13. ვუდსტოკის ფესტივალზე მისული უამრავი მაყურებელი, 1969 წ.
14. ბერლინის კედლის მცველი კედლის დანგრევის დღეს ყვავილს აწვდის ნაპრალიდან, 1989 წ.
15. ბრანდენბურგის ჭიშკარი.აღმოსავლეთ გერმანიიდან დასავლეთში მიმავალი ავტომობილების მიერ ბრანდენბურგის ჭიშკართან შექმნილი საცობი, ბერლინის კედლის დანგრევიდან ერთი კვირის თავზე, 1989 წ. ნოემბერი.
16. ინდიელი უყურებს ტრანსკონტინენტური რკინიგზის სულ რამდენიმე ხნის წინ დასრულებულ ნაწილს. ნევადა, აშშ, 1868 წ.
17. "ტიტანიკის" უკანასკნელი ფოტო. 1918 წლის აპრილი.
18. ჯონ კენედის დაკრძალვა. 1963 წლის 25 ნოემბერს ვაშინგტონში კაპიტოლიუმის შენობაში გარდაცვლილთან გამოსამშვიდობებლად 200 აათასზე მეტი ადამიანი მივიდა.
19. აბრაამ ლინკოლნი და გენერალი ჯორჯ მაკლელანი გენერალ ენტიტემის კარავში მოლაპარაკების დროს. 3 ოქტომბერი, 1862 წ.
20. ბავშვები თამაშობენ ფულის დასტებით გერმანიაში ჰიპერინფლაციის პეროდში, 1922 წ.