x
პატარა გოგონა მწვანე ვაშლით

მინდა ერთი ისტორია მოგითხროთ“, ამასწინათ სამარშრუტო ტაქსით მგზავრობისას რომ შევესწარი“, ეს ისტორია თითქოს არაფრითაა ისეთი საინტერესო, მაგრამ მაინც მინდა გოხრათ, რომ არ შემეძლო ამ ფაქტზე თქვენთვის არ მომეთხრო, სანამ ტრადიციულად "მარშუტკა გაივსება, მოგეხსენებათ, თითქმის ერთი საათი დგას და მძღოლი შორიდან აკვირდება შეივსო თუ არა ტრანსპორტი იმ დონემდე, რომ ადგილიდან დაძვრა ღირდეს, ჯერ სულ რამდენიმე ადამიანი ვისხედი რომ მოგვიახლოვდა ერთი ახალგაზრდა ქალი და 3-4 წლის ბავშვი..გოგონას არც ისე სუფთად ეცვა და ჭუჭყიან ხელებში მწვანე ვაშლი ეჭირა, რომელსაც დიდი მონდომებით ჭამდა, მარშუტკაში ქალი არ ამოსულა, ბავშვი ამოსვა, გოგონა პიდაპირ ქვემოთ, ჩემს ფეხებთან ჩაჯდა და ვაშლის ჭამა განაგრძო, თან მეორე ხელით შუბლზე ჩამოშლილი თმის გადაწევა სცადა, დედას რეაქცია არ ჰქონდა ბავშვის საქციელზე და სადღაც სივრცეში იყურებოდა, დედას რეზინის ჩუსტები და წითელი წინდები ეცვა.... არ ვიცი რა დრო გავიდა, ქალი უცებ გამოერკა და შვილს შესძახა:-" ადექი დედა, ბინძურია მანდ, დაგესვრება შარვალი".ბავშვი წამოდგა, თან გამეტებით მოკბიჩა ვაშლის ყუნწი, ეს დედას არ შეუნიშნავს, ისევ სივრცეს მიაპყრო მზერა. ბავშვი ჩემს უკან მჯდომ ქალს მიადგა და ახლა იქ განაგრძო ვაშლისგან დარჩენილი ნაწილის ჭამა, ქალბატონი შეიშმუშნა და გადმომხედა. ცოტა ხანში დედა-შვილი ჩავიდა და ბაზრის წინ მაღაზიასთან შეჩერდა, გოგონას უკვე მობეზრდა მწვანე ვაშლი და სახაჭაპურის დახლს მიადგა““გული დამწყდა“, ვფიქრობდი ხომ შეიძლებოდა ამ პატარა გოგოსაც ჰქონოდა ფერადი ბუშტები, ბევრი სათამაშო და ლაღი ბავშვობა“, მაგრამ მის დედას ვერ ვპატიობდი გოგონას ჭუჭყიან ხელებს და გაჩეჩილ თმას““ამას ხომ ბევრი არ სჭირდება““ეეჰ“, მე რომ გოგონა მყოლოდა....ჰო მართლა, გოგონას ვერიკო ერქვა....imageimage

0
25
2-ს მოსწონს
ავტორი:ელო.ევა
ელო.ევა
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0