x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134619
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508793
ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილის, მარიამ გეგუჩაძის დიდი წარმატება: "კარგი შვილია, სწორად გამოიყენა დრო და შესაძლებლობები"

image
ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილს, მარიამ გეგუჩაძეს მთელი საქართველო იცნობს. გოგონა ერთი პერიოდი დედის თანაწამყვანი გახლდათ, ის "ნანუკას შოუში" ერთ-ერთ რუბრიკას უძღვებოდა. ნანუკა ქალიშვილის განათლებაში დიდ ინვესტიციას დებდა, 8 მასწავლებელთან დაჰყავდა. მოგვიანებით მარიამმა სწავლა საზღვარგარეთ განაგრძო: "ირაკლიმ თავისთან წაიყვანა უფროსი შვილი, გიორგი კოდუა. გიორგიც იქ სწავლობს და ჩემი მარიამიც ირაკლისთან გავგზავნე. ახლა ორივე ბუდაპეშტში არიან, ირაკლიმ მარიამის გამო ქალაქი შეიცვალა, მარიამი მასთანაა, ძალიან მაგარ ამერიკულ სკოლაში სწავლობს"-გვიამბობდა ნანუკა. (ირაკლი კოდუა ნანუკ ჟორჟოლიანის მეუღლე და მარიამის მამინაცვალია.)

გასულ ზაფხულს გოგონამ ჰარვარდში საზაფხულო კურსიც გაიარა, რის შესახებაც ნანუკამ გვამცნო: "დღეს დილით, მარიამის სკოლიდან მივიღე წერილები! ვიდრე ბოლომდე ჩავიკითხე ნერვიულობისგან მთავარი გამომრჩენია და თავიდან გადავიკითხე! მეუბნებიან რომ გამორჩეული ბავშვია და .... მერიდება დავწერო კიდევ რას მწერენ მაგრამ მთავარი ის არის რომ სკოლამ ის წარადგინა Leadership Ambassador კურსებზე! Harvard, Johns Hopkins, Standford, George Washington University, or University of Chicago, Tulane უნივერსიტეტებში! ვინაიდან ყველასგან მოვიდა პასუხი მიღებაზე მისი არჩევანის დროა და ის ირჩევს Harvard-ს! ეს ის შემთხვევაა როდესაც კითხვა რას ვგრძნობ? დროულია! ეს რა მაგარი შეგრძნება ყოფილა". image

მარიამის წარმატებები აქ არ მთავრდება. გოგონა წელს სკოლას ამთავრებს. სანრვიულოდ საქმე უკვე აღარ აქვს, რადგან რამდენიმე უნივერსიტეტში უკვე ჩაირიცხა. "მარიამი დადგა არჩევანის წინაშე. ბარდის კოლეჯი ნიუ-იორკში თუ ქინგს კოლეჯი ლონდონში. ორივემ უთხრა გელოდებითო. აღარ ჩამოვთვლი სხვა უნივერსიტეტებს სადაც უკვე მიღებულია. ეს ორი მისთვის მთავარია როგორც ვატყობ. ველოდები მის არჩევანს"-წერდა ნანუკა რამდენიმე დღის წინ.

მარიამ გეგუჩაძემ არჩევანი უკვე გააკეთა. ის ამერიკაში ისწავლის. გოგონას ჟურნალისტობა ნამდვილად მოსწონდა, მაგრამ დედის ჩრდილქვეშ ყოფნა არ სურდა და მომავალს პოლიტიკას დაუკავშირებს.

"მარიამმა აირჩია ამერიკა.

ბარდში ისწავლის. წარმატებები და მადლობა მას. კარგი შვილია. ბარდში მოხვედრას ბევრი მეცადიონეობა სჭირდებოდა. ამიტომ ვარ მადლიერი. სწორად გამოიყენა დრო და შესაძლებლობები. მინდა ყველას შვილი წარმატებული იყოს! ყველამ მიიღოს სრულფასოვანი განათლება! ესაა ჩვენი გადარჩენა. მხოლოდ განათლებული თაობა თუ გადაარჩენს ამ ქვეყანას!"-წერს ნანუკა სოციალურ ქსელში.

მარიამის წარმატებამ ბევრი გაახარა, თუმცა ზოგერთებს იმ ნიჭიერ ბავშვებზეც შესტკივათ გული, რომლებმაც საზღვარგარეთ სწავლის გარძელება უსახსრობის გამო ვერ შეძლეს. "დამიჯერეთ. ბევრი მეცადინეიბის შედეგად თითქმის ყველა ხვდება. ბევრს ვიცნობ ასეთს. უამრავი პრაქტიკაზე დადის ჩემთან. ერთი მხოლოდ იმიტომ ავიყვანეთ რომ კარგად სწავლობს და ამით წავახალისეთ"-ამტკიცებს ნანუკა.

imageimage

2
855
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
855
  
2015, 14 მაისი, 22:07
ამის ქალიშვილიღა აკლია საქართველოს პოლიტიკურ წრეს , მოკლედ როგორ დაიწყონ ამ ქვყნის ''მოძოვა'' ყველა ამას ფიქრობს . ყველას უნდა რომ საქართველოს გაღატაკებით გამდიდრდეს ! ნანუკას ქალიშვილსაც მოუნდა მილონების გატანა საქართველოს სახელმწიფ ხაზინიდან :D
2015, 14 მაისი, 16:14
ამდენ მასწავლებლებთან სიარულის შემდეგ სირცხვილიც იყო რომ არ ჩაებარებინა. წარმატებები მარიამ
0 1 2