x
მეტი
  • 12.05.2024
  • სტატია:134722
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508932
გია უდესიანის დები პროკურატურაში განცხადების შეტანას აპირებენ

გია უდესიანის დები პროკურატურაში განცხადების შეტანას აპირებენ. გია უდესიანის დამ ნატო უდესიანმა “იმედის კვირასთან“ განაცხადა, რომ 20 აპრილს მას და მის დისშვილს დაუკავშირდა ბესიკ ხარძიანის მეუღლე ეკა ნონიკაშვილი, რომელიც მათ ემუქრებოდა და უდესიანის დები გეგმავენ, რომ უახლოეს დღეებში მიმართონ პროკურატურას განცხადებით, რათა დაცული იყოს მათი უსაფრთხოება

“ერთ-ერთ დას, რომელსაც სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს 20 აპრილს დაურეკა ეკა ნონიკაშვილმა, ჯერ მის მცირეწლოვან შვილთან დარეკა, გამოკითხა თუ ვინ იყო და გამოკითხა ჩემი დის სამსახურეობრივი ტელეფონის ნომერი. როგორც კი დაიწყო მუქარის ტონით საუბარი, ამან სასწრაფოდ გაუთიშა ტელეფონი“ - აცხადებს ნატო უდესიანია.

თავთ გია უდესიანი ასევე აპირებს სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინ მას ბესიკ ხარძიანსი მკვლელობაში სდებს ბრალს.

0
5
1-ს მოსწონს
ავტორი:ნანა კუკულავა
ნანა კუკულავა
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0