x
image
Ezhichok
რომელი ქვეყნები შეეფერებათ ზოდიაქოს ნიშნებს?

image
სტატიაში განხილული იქნება, რომელ ზოდიაქოს რომელი ქვეყანა შეეფერება თავისი ხასიათის
და ტემპერამენტის მიხედვით.


ვერძი თავს კარგად იგრძნობს არაბულ ქვეყნებში: ეგვიპტეში, მაროკოში, საუდის არაბეთში
და ასე შემდეგ. მისი ყოვლისმომცველი ენერგია შესანიშნავად შეეწყობა ამ ქვეყნების მხურვალე
მზეს, უდაბნოს და თავისებურ საზოგადოებას. ქალი ვერძი უპირატესობას ანიჭებს აფრიკას,
მაგრამ არა არაბულს, არამედ კენიას ან ტანზანიას...
დაიპყრობს კილიმანჯაროს მთას და ასე შემდეგ. ყველაზე მეტად აღიზიანებთ მოწყენილობა,
ამიტომ მათი შეფასებით ყველაზე მოსაწყენ ქვეყნებში ვერ იცხოვრებდნენ, მაგალითად ბელგია
და ჩეხეთი მათთვის უინტერესო იქნება.


კუროს ერთის მხრივ სწყურია თავგადასავლები, მეორეს მხრივ კი კომფორტი და სიწყნარე უნდა.
ამიტომ, დიდი ალბათობით ის აირჩევს არაჩვეულებრივ ნორვეგიას, უმაგრესი ბუნებით, კომფორტით
და დაცულობის შეგრძნებით. შესაძლოა არჩევანი ინგლისზეც შეარჩიოს. აფრიკა - ეს არის
ადგილი, რომელიც ყველაზე ნაკლებად მიიზიდავს კუროს.



ჰაეროვანი ტყუპებისთვის იდეალურია ამერიკა - აზრების ქვეყანა, ახალი ტექნოლოგიის, ფულის
ნაკადითა და აქტიურობით. აქ ისინი თავს იგრძნობენ, როგორც თევზები წყალში. ტყუპებისთვის
ასევე მიმზიდველია ისლანდია და ახალი ზელანდია. ყველაზე ნაკლებად მათ შეეფერებათ კონსერვატული
ენერგიის ქვეყნები: გერმანია, შვეიცარია, ინგლისი, იაპონია.

მგრძნობიარე კირჩხიბს ყველაზე მეტად მოსწონს
ინდოეთი(განსაკუთრებით ჰიმალაი და გოას შტატი), ჩინეთი, ტაილანდი, ინდონეზია და ვიეტნამი
- ქვეყნები უძველესი ტრადიციებით და უძველესი კულტურით. ნაკლებ კომფორტულად თავს იგრძნობს
ისეთ ქვეყნებში, რომელშიც ახლახანს გაიღვიძა კულტურამ: ამერიკა, ახალი ზელანდია, დომინიკელთა
რესპუბლიკა. კირჩხიბი იქ სიცარიელეს იგრძნობს.

ლომს, როგორც ვერძს იზიდავს ცეცხლოვანი
ქვეყნები, განსაკუთრებით იტალია და ესპანეთი. მწველი ვნებები, კორიდა, ღვინო და დამაბრმავებელი
სილამაზის ლამაზმანები - აი, რა აღვიძებს ლომში ცხოვრების გემოს! ლომს უყვარს ლამაზი
ცხოვრება, კომფორტის უმაღლესი ხარისხით, ამიტომ სიამოვნებით იმოგზაურებდა მონაკოში
- ამ პატარა ხმელთაშუაზღვის ქვეყანას აქვს ყველაფერი, რათა ლომის გემოვნება დააკმაყოფილოს.
თუ ლომს მოუნდება თავგადასავლები, მისთვის კარგი იქნება მადაგასკარზე გამგზავრება.
მათთვის ყველაზე ნაკლებად განკუთვნილია ცივი, სკანდინავიური ქვეყნები.

ქალწული ავანტიურიზმის დიდი მოტრფიალე არ არის, მას იზიდავს ნაცნობი ევროპული ქვეყნები:
წნარი, კომფორტული და მზიანი საბერძნედი, ლუდით განთქმული ჩეხეთი, ფინეთი თავისი საუნებით.
ყველაზე არამიმზიდველი ქალწულისთვის იქნება ლათინო ამერიკა, არაბეთი და ინდოეთი.

სასწორებს უყვართ იმის შეგრძნება, რომ
ცხოვრება დღესასწაულია. ამიტომ ისინი კარგად გრძნობენ თავს ქვეყნებში, სადაც სითბოა,
კარგი ბუნებაა და ხალხი კმაყოფილი ღიმილით დადის ქუჩებში, მღერიან და ცეკვავენ. ესეთი
კი კუბა, ინდონეზია(ბალის კუნძული) და დომინიკელთა რესპუბლიკაა. სულისა და სხეულის
სრული განტვირთა! - ეს სასწორების დევიზია. მათ არ მოეწონებათ უხეში კლიმატის ქვეყნები,
როგორებიცაა მექსიკა, კამბოჯა, არაბული ქვეყნები.

ღრიანკალს იზიდავს არაორდინალური ადგილები,
ამიტომ მისთვის განკუთვნილია ტიბეტი, ჩინეთი, პერუ, ინდოეთი, ნეპალი და სხვა ყველა
ანომალიური ადგილი, იქ მისი სული სიმშვიდეს იპოვის. ასევე კარგად გაატარებს დროს ავსტრალიაში
და საფრანგეთში. მას არ მოსწონს გერმანია, ბელგია და ჰოლანდია.

მშვილდოსანისთვის და მისი მოგზაურობის
სურვილისთვის უამრავი ქვეყანაა განკუთვნილი. თითქმის ყველგან იგრძნობს თავს კარგად,
იქნება ეს ავროპა, აზია თუ ამერიკა. თუმცა, განსაკუთრებით მოიხიბლება ამაზონის ჯუნგლებით:
პერუ, ჩილე, ეკვადორი, ავსტრალია, ახალი ზელანდია. ყველაზე ნაკლებად შეეფერება ადგილები,
სადაც ვერ იმოგზაურებს და მოუწევს ერთ ადგილას ჯდომა.

თხის რქას უყვარს
კომფორტი, ტრადიციები და თვითდაჯერებულობა, ამიტომ მას ძალიან იზიდავს ევროპა, განსაკუთრებით
კი სკანდინავიური ქვეყნები, გერმანია, საფრანგეთი, იტალია.. ცხოვრება მაგარ სახლში, მაგარი ხელფასით და პარალელურად
მაგარ კულტურაში, ეს არის თხის რქის სამოთხე, რომელიც მას არასდროს მობეზრდება...
ყველაზე ნაკლებად კი მას მოეწონება ქვეყნები, რომელშიც ქაოსი და ხმაურია. მაგალითად,
ინდოეთი.

მერწყული ფაქტობრივად ყველგან იგრძნობს თავს კარგად. მას შეუძლია შეეჩვიოს ნებისმიერ
გარემოს. თუმცა ყველაზე შესაფერისი ამ ნიშნისთვის იქნება კანადა, თუმცა ყველაზე მეტად
მაინც რუსეთი იზიდავს. ტყუილად ხომ არაა ეს ქვეყანა მერწყულის ნიშნის ქვეშ? მთლიანობაში,
შეიძლება ითქვას, რომ მერწყული ყველა ქვეყნის მოქალაქეა.

მგრძნობიარე თევზები თავს შესანიშნავად
გრძნობენ საფრანგეთსი, იტალიასა და ესპანეთში - გრძნობების, ხელოვნებისა და ვნების
ქვეყნებში. თანაც იქ გამორჩეული სამზარეულოა, არაჩვეულებრივი ყავა და ღვინო უმაღლესი
ხარისხის! არსებობს ასევე თევზების კატეგორია, რომელთაც იზიდავს მისტიური ტიბეტი -
მათი სული ითხოვს ამ ენერგიას, რომელიც ტიბეტური მიწიდან მოდის. ყველაზე ნაკლებად კი
მათ შეეფერებათ - ამერიკა.

0
622
2-ს მოსწონს
ავტორი:Ezhichok
Ezhichok
622
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0