x
მეტი
  • 01.06.2024
  • სტატია:135029
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509391
Diamond Challenge-ის ფინალური პრეზენტაციებს EMT- განათლებისა და მართვის გუნდი მასპინძლობს!
პარასკევს 13 მარტს 16:00 საათზე EMT- განათლებისა და მართვის გუნდის ოფისში

image

გაიმართება საერთაშორისო კონკურსის Diamond Challenge-ის ფინალური პრეზენტაცია.
პროექტის ორგანიზატორია დელავერის უნივერსიტეტი და მას საქართველოში EMT- განათლებისა და მართვის გუნდი ასრულებს. Diamond Challenge-ის მიზანია უფროსკლასელ მოსწავლეებში სამეწარმოო კომპეტენციების განვითარება. მონაწილეებს უნიკალური შანსი ეძლევათ მოიპოვონ სოციალური გავლენის პრიზი, ფულადი ჯილდო $500-ის ოდენობით და ამერიკის შეერთებულ შტატებში ფინალურ პროექტში მონაწილეობის უფლება.

ამერიკის შეერთებულ შტატებში კონკურსი გაიმართება 30 აპრილს, დელავერის უნივერსიტეტში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ გამარჯვებული გუნდები მოლდავეთიდან, ტუნისიდან, კენიიდან, ამერიკიდან და საქართველოდან. კონკურსის შედეგად გამოვლინდება 3 გამარჯვებული გუნდი, რომლებსაც გადაეცემათ ფულადი პრიზები თავიანთი იდეის განსახორციელებლად: 1-ელი ადგილის მფლობელი გუნდი მიიღებს $7, 500, მათი წარმომადგენელი სკოლა კი - $1, 000, რათა დაინერგოს სამეწარმოო განათლების ინიციატივები. მე-2 ადგილზე გასულ ჯგუფს და მის სკოლად გადაეცემათ $5, 000 და $750. ხოლო მე-3 ადგილზე გასული მონაწილეები მიიღებენ $2, 500 და $500.





0
3
შეფასება არ არის
ავტორი:სოფო არაბული
სოფო არაბული
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0