x
მარტოობა
მარტოობისგანცდა 21- საუკუნეშიერთ-ერთყველაზეაქტუალური, გავრცელებულიდა ჯერჯერობითგადაუჭრელი პრობლემაა. ასეგანიმარტება მარტოობა მეცნიერულენაზე:სუბიექტური დისკომფორტის გრძნობა, რომელსაც განვიცდით, როდესაც ჩვენი სოციალური ურთიერთობები მოკლებულია რომელიღაც მნიშვნელოვან თვისებას. ასეთდეფიციტსშეიძლებარაოდენობრივი და ხარისხობრივიხასიათიჰქონდეს: ჩვენშეიძლებაგვყავდესიმაზენაკლებიმეგობრები, ვიდრეჩვენგვინდა ანშეიძლებავგრძნობდეთ, რომჩვენიურთიერთობებიხელოვნური დაიმაზენაკლებადდამაკმაყოფილებელია, ვიდრევისურვებდით.

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ადამიანები ზოგჯერ ერთმანეთში ურევენ მარტოობისა და განმარტოების ტერმინებს, თუმცა ისინი პრინციპულად განსხვავდებიან ერთმანეთისგან: მარტოობა "ჩამალულია" ადამიანისშიგნითდამისიდანახვაშეუძლებელიავიღაცისგარედანდაკვირვებისგზით. გამნარტოებაკიპირიქით, სხვაადამიანებისგანგანზედგომის, სხვებისაგანგანცალკევებულადყოფნას გულისხმობს. აგრეთვე მარტოობის სხვადასხვა ტიპი არსებობს: ემოციური და სოციალური. ემოციურიმარტოობაჩნდებაუახლოესიადამიანისარარსებობისპირობებში, როდესაცადამიანიმოკლებულიაისეთურთიერთობას, რომელსაცბავშვებსმშობლებიმიანიჭებენ, ხოლოუფროსებს - მეუღლეანახლომეგობარი. სოციალურიმარტოობაჩნდებამაშინ, როდესაცადამიანიგძნობს, რომაკლიასოციალურიინტეგრაციაანსაზოგადოებასთანკავშირი, ჩართულობა, რასაცმეგობრებისანთანამშრომლების წრეუზრუნველყოფს. ამორისახისმარტოობასადამიანიშეიძლებაცალ-ცალკეგანიცდიდეს.

მარტოობის მეცნიერულ ჭრილში მიმოხილვის შემდეგ, ალბათ, საინტერესოაგანვიხილოთისმიზეზებითურაიწვევსმარტოობას, რატომგანიცდისზოგიერთიადამიანიმას მთელიცხოვრება დაყველზეხშირადვინარისმარტოობისგანცდისმსხვერპლი". მარტოობის მიზეზი მრავალგვარია, ფსიკოლოგებმა დაადგინეს რომ ზოგჯერ ეს შეიძლება ისეთი ცხოვრებისეული ცვლილებები გახდეს, როგორიცაა მეგობრების ან ახლობლების დაკარგვა, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, სხვა სკოლაში გადასვლა, ახალი სამსახურის დაწყება, განშორება მეგობრებთან და შეყვარებულთან, მნიშვნელოვანი ურთიერთობების შეწყვეტა. მარტოობა ასევე შეიძლება წარმოიშვას ფიზიკური ავადმყოფობის ან უბედური შემთხვევის შედეგად, როდესაც ადამიანი ლოგინად ვარდება ან ეზღუდება ფიზიკური შესაძლებლობები, რაც დაბრკოლებას უქმნის მის სოციალურ ურთიერთობებს. ასეათუისე ცხადია, რომ მარტოობის ძირითადი გამომწვევი მიზეზი, მკვეთრი ცხოვრებისეული ცვლილებაა, რომელიც, ერთგვარად, გვკეტავს საკუთარ თავში, გვმიჯნავს სოციუმისგან ან თუნდაც ფიზიკურად გვაკარგვინებს იმის უნარს რომ ადეკვატურად ვიფუნქიონიროთ საზოგადოებაში. ალბათ ლოგიკური გადასვლა იქნება, თუ ვიტყვით რომ მარტოობის რისკ ჯგუფს წარმოადგენენ ადამიანები რომლებმაც ბავშობაში გარკვეული გამოცდილება შეიძინეს, თუნდაც დაკარგეს ოჯახის წევრი ან გამოიცვალეს სკოლა...

მარტოობა უფრო გავრცელებულია ღარიბებს შორის, ვიდრე მდიდრებში. კარგი ურთიერთობების შენარჩუნება უფრო ადვილია, როდესაც ადამიანს აქვს დრო და ფული დასასვენებლად. მარტოობა ასევე დაკავშირებულია ასაკთან. გავრცელებული წარმოდგენების მიხედვით, სიბერე დიდი მარტოობის დროა. თუმცა, გამოკვლევები ადასტურებს, რომ სინამდვილეში, მარტოობა ყველაზემეტად გავრცელებულია მოზარდებსა და ახალგაზრდებში და ყველაზე ნაკლებად - ხანდაზმულ ადამიანებში (Perlman, 1990).


როგორც უკვე აღვნიშნე, არსებობენ ადამიანები, რომლებიც, მრავალი წლის განმავლობაში განიცდიან მარტოობას, და ეს თითქმის არ არის დამოკიდებული ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებებზე. ისინი ქრონიკულ მარტოობას განიცდიან. ასეთი ინდივიდი საკუთარ თავს უფრო"მარტოსულად" აღიქვამს, ვიდრე როგორც ადამიანად, რომელიც, უბრალოდ, მარტოობის პერიოდს გადის. გამოკვლევებით დადგინდა, რომ ასეთი ძლიერი მარტოობის განცდა სხვადასხვა პირად პრობლემასთან არის დაკავშირებული, ისეთთან როგორიცაა, დეპრესია, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება, დაბალი აკადემიური მოსწრება (Hawkley, Burleson, Berntson, &Cacioppo, 2003).

ამგვარად, ცხოვრების გზაზე დაბადებიდან სიკვდილამდე ვინმეს იშვიათად თუ შეუძლია

თავიდან აიცილოს მარტოობის მტანჯველი გრძნობა. თუმცა, უფრო სამართლიანი იქნება, თუ მარტოობას განვიხილავთ არა როგორც სისუსტის გამოვლინებას, არამედ როგორც სოციალური ურთიერთობების ადამიანური მოთხოვნილების გამოხატულებას. აი რატომ წარმოადგენს მარტოობის დაძლევის ერთადერთ ეფექტურ საშუალებას ურთიერთობების

დამყარება, რაც ურთიერთობის ჩვენს ბაზისურ ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებას აკმაყოფილებს.




0
88
შეფასება არ არის
ავტორი:მმმარიამი
მმმარიამი
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0