x
image
მანჩო 777
საინტერესო, მაგრამ უცნობი ფაქტები ცნობილი ფილმების გადასაღები მოედნებიდან
ფილმების გადაღების დროს ხშირად აქვს ადგილი კურიოზულ, სახალისო შემთხვევებს, რომლებიც მაყურებელთათვის უცნობია ხოლმე. ამ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ საინტერესო, მაგრამ ნაკლებადცნობილი მომენტები სხვადასხვა დროის პოპულარული ფილმების გადასაღები მოედნებიდან.



"შავი რაინდი-ლეგენდის დაბრუნება"


image


ფილმის გადაღების დროს ენ ჰეტუეის დუბლიორი მთელი ძალით შეასკდა IMAX-კამერას. მართალია, მსახიობს სერიოზულად არაფერი დაშავებია, მაგრამ უძვირფასესი კამერა მთლიანად განადგურდა.



"გაუჩინარებული"


image

სურათის პროდიუსერების თქმით, ფილმის რეჟისორი დევიდ პინჩერი თითოეული სცენისათვის 50 კადრს იღებდა, რასაც მსახიობების უკმაყოფილება და წუწუნი მოსდევდა.



"გრავიტაცია"


image

წყალქვეშა სცენის გადაღების დროს რეჟისორმა ალფონსო კუარონმა მთავარი როლის შემსრულებელ სანდრა ბალოკთან ერთად შეიკავა სუნთქვა, რათა დარწმუნებულიყო, ძალიან ბევრს ხომ არ ითხოვდა ის მსახიობისაგან, თუმცა რეჟისორი მალე მიხვდა, რომ მისი ფილტვები კონკურენციას ვერ გაუწევდა სანდრა ბალოკის ფილტვებს.



"მულენ რუჟი"


image

ფილმის გადაღების დროს ნიკოლ კიდმანი ატარებდა ყველაზე ძვირფას სამკაულს კინემატოგრაფიის ისტორიაში. გვირგვინი ინკრუსტრირებული იყო 1308 ბრილიანტით და საერთო ჯამში 134 კარატს იწონიდა, ხოლო მის ფასი მილიონ დოლარს შეადგენდა.



"ქვეყნის დასასრული 2013-აპოკალიპსი ჰოლივუდურად"


image

ჯეიმს ფრანკომ რეჟისორს შესთავაზა წვეულების სცენაში მისი ძმა დეივ ფრანკო გადაეღოთ, მაგრამ სეტ როგენმა უარი თქვა ამ იდეაზე იმ მოსაზრებით, რომ საბოლოო ჯამში მას მოუწევდა ფრანკოს მოკვლა, რაც მასში დეპრესიას გამოიწვევდა.



"უოლ-სტრიტის მგლები"


image

მსახიობ ჯონ ჰილს გადაღების მიმდინარეობის მთელი 7 თვის განმავლობაში გადაუხადეს მხოლოდ და მხოლოდ 60 ათასი დოლარი, ამასთანავე ამ თანხიდან მას დაექვითა საშემოსავლო, მაგრამ მსახიობის უდიდესი სურვილი იყო გადაეღოთ მარტინ სკორსეზეს ფილმში, ასე რომ ამ მიზერულმა ჰონორარმაც კი ამ ოცნებაზე მას უარი ვერ ათქმევინა.



"შიმშილის თამაშები"


image

ფილმის გადაღების დროს ჯენიფერ ლოურენსი რამოდენიმე დღით ცალი ყურით დაყრუვდა მას შემდეგ, რაც შეასრულა ურთულესი ტრიუკი: გადახტა აუზში დიდი სიმაღლიდან, სადაც მას დაარტყა წყლის ტალღამ.



"გალაქტიკის მცველები"


image

რეჟისორი ჯეიმს განი დიდხანს ეძებდა ვარსკვლავური ლორდის როლის შემსრულებელს. მას უნდოდა, რომ მსახიობს ისევე შეესისხლხორცებინა ეს როლი, როგორ რობერტ დაუნი უმცროსმა შეითვისა ტონი სტარკის როლი. რეჟისორს ასჯერ მაინც შესთავაზეს ამ როლზე კრის პეტი გაესინჯა, მაგრამ მან პრინციპულად ასჯერვე უარი თქვა ამ მსახიობზე. უშედეგო ძებნის შემდეგ განი იძულებული გახდა პრეტი გაესინჯა. ზუსტად 30 წამში ის მიხვდა, რომ ეს იყო ზუსტად ის, რასაც ის თვეების განმავლობაში ეძებდა.



"ნაცრისფერის 50 ელფერი"


image

მსახიობი ჯეიმი დორნანი გამოტყდა, რომ ემზადებოდა რა კრისტიან გრეის როლისათვის, ის რამოდენიმეჯერმე ესტუმრა კერძო სექს-დაწესებულებას.



"კუზიანი მთა"


image


გადაღების დაწყებამდე ერთი თვით ადრე ჯეიკ ჯილენჰოლი იძულებული გახდა მოენახულებინა "კოვბოების სავარჯიშო ბანაკი", რათა შეეგრძნო სოფლის ცხოვრების მთელი ხიბლი. რაც შეეხება ჰიტ ლეჯერს, მას არ დასჭირვებია ამის გაკეთება, რადგან მთელი ბავშვობა დასავლეთ ავსტრალიაში მდებარე ფერმაში გატარა და შესანიშნავად ესმოდა სოფლის მეურნეობა.



"ტიტანიკი"


image

ფილმის გადაღების დროს ვიღაც ცუღლუტებმა 50 მსახიობის და გადამღები ჯგუფის წევრების სადილში ჩუმად შეურიეს ფენციკლიდინი ანუ "ანგელოზის მტვერი ", რის შედეგადაც რამოდენიმე ადამიანის ჰოსპიტალიზირებაც კი გახდა საჭირო ჰალუცინაციის ნიშნებით.



"ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა"


image

ფილმის გადაღებისას ჯოან როულონგის შვიდი წიგნიდან გამოსული იყო მხოლოდ ოთხი. ავტორი მიწვეული იქნა გადასაღებ მოედანზე არამარტო გადაღების პროცესის თვალყურის სადევნებლად, არამედ იმისათვისაც, რომ ფილმში შესული რომელიმე კადრი წინააღმდეგობაში არ ყოფილიყო რომანის გაგრძელებასთან.



"ბინდი"


image

ფილმის რეჟისორმა კეტრინ ჰარდვიკმა გადაღებების დაწყების წინ რობერტ პატინსონი აიძულა დაეფიცა ბიბლიაზე, რომ არავითარ შემთხვევაში არ გაააბამდა რომანს კრისტენ სტიუარტთან, რომელიც ამ დროს არასრულწლოვანი იყო (როგორც ჩანს, პატინსონი ათეისტია ან ვამპირები ბიბლიას არ ემორჩილებიან - ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით ).




8
522
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
522
  
2015, 3 აგვისტო, 23:53
ახლა წავაწყ დი
კარგი იყო
2015, 7 მარტი, 18:24
სულ ახალი გამოსულია ეგ ფილმი ეკრანებზე?:)
2015, 7 მარტი, 18:21
მიყვარს ფილმები, მაგრამ აქედან რატომღაც "ნაცრისფერის 50 ელფერი" გამომრჩენია.
2015, 20 თებერვალი, 15:42
ამ ფილმების 99% ბოლო 10 წელიწადშია გადაღებული:)
2015, 20 თებერვალი, 15:35
სიმართლე რომ გითხრა არ მიყვარს ფილმების ყურება...ეს ბოლო დაახლოებით 15 წელიწადია.....ეტყობა ამოვწურე უკვე მთელი" კინოფილოსოფია"...და აღარ მაინტერესებს
2015, 20 თებერვალი, 15:33
ეგ როგორ დაგემართა?:)
2015, 20 თებერვალი, 15:33
ღმერთო მომკალი ალბათ ჩამოვრჩი კაცობრიობას და ცივლიზაცია.... "ტიტანიკის " გარდა არცერთ ფილმისვის არ მიყურებია აზრზე არ ვარ..
0 1 8