x
image
თამუნა გეწაძე
"მე ვეძებ ერთგულ მამაკაცს"ირინა შეიკმა კრიშტიანუ რონალდუსთან დაშორების შემდეგ პირველი ინტერვიუ მისცა
image

ცნობილმა მოდელმა ირინა შეიკმა კრიშტიანუ რონალდუსთან ხმაურიანი დაშორების შემდეგ პირველი ინტერვიუ მისცა.მოდელმა აღიარა "მე ვაფასებ მამაკაცებს, რომლებიც ერთგულები არიან თავიანთი ქალბატონების, პატიოსნება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რაც სრულყოფილი მამაკაცისთვის აუცილებელია." ჟურნალისტის კითხვას კი როგორი გეგმები აქვს მას სიყვარულის დღესთან დაკავშირებით ირინამ უპასუხა:

"ჯერჯერობით არაფერი, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ შეიძლება ყველაფერი ახალი სწორედ სიყვარულის დღეს დაიწყოს, წინასწარ არავინ არაფერი არ იცის თუ რა მოხდება შემდგომში."

შეგახსენებთ, რომ მოდელი ოფიციალური ვერსიით თავისუფალია. მაგრამ მიუხედავად ამისა ცოტა ხნის წინ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია მისი რომანის შესახებ მსახიობ დუეინ ჯონსონთან.ზოგიერთი ჯურნალისტი კი მათი დაშორების მიზეზად სწორედ ამ ურთიერთობას ასახელებს.


ინტერვიუს ბოლოს კი მოდელმა აღიარა"მე რუსი ვარ და ძალიან მიყვარს ძვირადღირებული შამპანური, მიყვარს ტკბილეულობა და აგრეთვე კარგი ფილმი, მაგალითად მე გუშინ ვუყურე ფილმს "ლამაზმანი" და მომეჩვენა, რომ უკვე ჩემს ცხოვრებაშიც დადგა სიყვარულის დრო."


imageimageimageimageimageimage





0
91
1-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0