x
მეტი
  • 06.05.2024
  • სტატია:134635
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508827
LG-მ გამოუშვა Chromebase – all-in-one კომპიუტერი Chrome OS ოპერაციული სისტემით







imageLG-პირველი Chrome OS ოპერაციული სისტემით აღჭურვილი all-in-one დესკტოპ-კომპიუტერი წარმოგვიდგინა. მოწყობილობა საჯაროდ მომდევნო თვეში, CES 2014 ღონისძიებაზე გახდება ხელმისაწვდომი.

Chromebase აღჭურვილია Google-ის Chrome OS ოპერაციული სისტემით, რომელიც აქამდე მხოლოდ Chromebook ლეპტოპებში გვხვდებოდა.

დესკტოპ-კომპიუტერი აღჭურვილია 21.5 დიუმიანი IPS FullHD ეკრანით, Intel Celeron პროცესორით, 2GB RAM ოპერატიული და16GB SSD შიდა მეხსიერებით. გარდა ამისა, მას გააჩნია HDMI, USB 3.0 და 2x USB 2.0 პორტები, 5W-იანი დინამიკები და 1.3MP გაფართოების მქონევებ-კამერა.

დიზაინით მოწყობილობა ძალიან ჰგავს Apple-ის iMac-და ამ უკანასკნელის მსგავსად, კომპლექტში მოჰყვება უკაბელო კლავიატურა და მაუსი.


LG-ჯერჯერობით არაფერი უთქვამს მოწყობილობის გამოსვლის ზუსტ თარიღსა და ფასებზე, თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას სავარაუდოდ CES ღონისძიებაზე შევიტყობთ.


image










0
20
4-ს მოსწონს
ავტორი:გიო სტურუა
გიო სტურუა
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0