x
მეტი
  • 06.05.2024
  • სტატია:134641
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508836
Apple-მა წარმოადინა iPhone-ის ორი, ახალი მოდელი

image


















image















10 სექტემბერს კომპანია Apple-მაჩაატარა პრეს-კონფერენცია, სადაც წარმოადგინა iPhone-ების ორი ახალი მოდელი. ჭორების უმეტესი ნაწილი სიმართლე აღმოჩნდა, მიუხედავად ამისა, მოდი უფრო დეტალურად ვნახოთ სიახლეები.

პირველ რიგში, iPhone 5S. ახალი, ფლაგმანული სმარტფონი კიდევ უფრო აჩქარდა. რამდენად? პრეზენტაციაზე მიღებული ინფორმაციით, ახალი მოდელი ძველზე ორჯერუფრო სწრაფია. . ასევე სერიოზული მატებაა გრაფიკულ ქვე-სისტემაში. ახალი პროცესორი, 64-ბიტიანი A7, ასევე ახალი iOS, მე-7 ვერსიის. სმარტფონის ფერთა გამაც გაიზარდ ადა ახლა არის შემდეგი: ვერცხლისფერი, ნაცრისფერიდა ოქროსფერი.

მოწყობილობაში ახალი კამერაა, რომელსაც ორფეროვანი ციმციმა უყენია. ეს საშულებას მოგვცემს ფოტო-სურათების ხარისხის კიდევ უფრო მატებას. ასევე ახალი კამერა საშუალებას იძლევა გადავიღოთ ვიდეო 120 კადრი/წამში სიჩქარითანუ შენელებულ რეჟიმში. მოიმატა აპერტურამ, დაემატა უახლესი ტექნოლოგიები.

ახალ iPhone 5S-ში ალბათ ყველაზე საინტერესო გახლავთ თითის ანაბეჭდების წამკითხველი, რომელიც „Home“-ღილაკში არის ჩამონტაჟებული. ეკრანის განბლოკვის გარდა, თითის ანაბეჭდი საშუალებას იძლევა Apple-ის ციფრულ მაღაზიაში მოვახდინოთ ავტორიზაცია.

ახლა გადავიდეთ მეორე მოდელზე — iPhone 5C. მის შესახებაც ადრევე თითქმის ყველაფერი იყო ცნობილი. აპარატურულად ის გახლავთ მცირედმოდიფიცირებული iPhone 5, მოთავსებულია პოლიკარბონატის კორპუსში და რამდენიმე ფერშია გადაწყვეტილი. ფასიარააქვსძლიერდაბალი, მიუხედავადმოლოდინებისა.

რისთვის სჭირდება Apple- iPhone 5C? ის მათ საშუალებას მისცემს დიფერენცირება მოახდინონ გასული წლის მოდელსა და აქტუალურ მოდელს შორის.ასევე მკვეთრი, ფერადი ფერის მოყვარული საკმაოდ ბევრი მომხმარებელი არსებობს, რომლებსაც უსათუოდ მოეწონებათ ასეთი გადაწყვეტილება. ასევე უნდა ვახსენოთ, რომ მოწყობილობის ავტონომიურად მუშაობის დრომ იმატა.


კომპანიამ გვიჩვენა ის, რისი მოლოდინიც იყო. კარგია ეს, თუ ცუდიმომხმარებლები გადაწყვეტენ საკუთარი ფინანსებით.

0
15
2-ს მოსწონს
ავტორი:გიო სტურუა
გიო სტურუა
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0