x
image
რუსუდან ბერიძე
უგემრიელესი და ფაფუკი ტორტი "კრემ–ბრულე".(მაშას რეცეპტებიდან) ფოტო–რეცეპტი
image


ამ ტორტს ჩემს ოჯახში პატივს ვცემთ, რადგან ძალიან გემრიელი, ნაზი და არომატული გამოდის იმ რეცეპტით, რომელსაც ახლა გაგანდობთ, ჩემო ძვირფასო მკითხველებო!ის შედგება ფაფუკი და თხელი შოკოლადის ფენებისგან, როელიც გაჟღენთილია გემრიელი მოხარშული კრემით.

მოამზადეთ ტორტი "კრემ–ბრულე"და გააოცეთ თქვენი მომზადებული დელიკატესით თქვენი ოჯახის წევრები და ახლობელი ადამიანები.

ამ ტორტის მოსამზადებლათ ჩვენ დაგვჭირდება:


ცომისთვის:


200გრ.–არაჟანი

200გრ.–შაქარი

600გრ.–ფქვილი

50გრ.–კარაქი

2ს.კ.–კაკაო

1/2ჩ.კ.–სოდა

კრემისთვის:


750გრ–რძე

200გრ–ნაღების კარაქი

300გრ–შაქარი

2–კვერცხი

5ს.კ–ფქვილი

1შეკვრა–ვანილი.


მოსართავად:

200გრ.–შოკოლადი


მ ო მ ზ ა დ ე ბ ა:

ღრმა თასზე დავასხათ არაჟანი დავაყაროთ შაქარი და კარგად ავურიოთ.

image

შემდეგ დავამატოთ გამდნარი შეგრილებული კარაქი და ისევ მოვურიოთ

image

დავაყაროთ კაკაოს ფხვნილი და კარგად ავთქვიფოთ, რომ კაკაოს ნამცეცები ცალკე არ დარჩეს.

image

შემდეგ დავაყაროთ გაცრილი ფქვილი და ძმართან ან ლიმონის წვენთან ამოყვანილი სოდა.

image


მოვზილოთ რბილი და ელასტიური ცომი.

image

მიღებული ცომი გავყოთ 8 ტოლ ნაწილად.

image

თითოეული გუნდა გავაბრტყელოდ ძალიან თხელ ფენებად "კალკის"ფურცელზე და წინასწარ გახურებულ ღუმელში ვაცხოთ 180 გრადუს ტემპერატურაზე, 8–10 წუთის განმავლობაში და ცხელივე გადმოვიღოთ, მოვაცილოთ ქაღალდი და მივცეთ სასურველი დიამეტრის ფორმა ვიდრე თბილია და ადვილად იჭრება.

image

კრემისთვის შევდგათ რძე გაზქურაზე, ჩავასხათ მასში კვერცხის გულებით და შაქრით გაკეთებული გოგლიმოგლი, დავაყაროთ ფქვილი და მუდმივი რევით მივიყვანოთ ადუღებამდე(არ ვადუღებთ თორემ აიჭრება), რომ გასქელდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაგრილოთ, შემდეგ დავაყაროთ ვანილი და შევურიოთ წინასწარ ათქვეფილ კარაქი.მივიღებთ გემრიელ და ჰაეროვან კრემს.

ახლა დავიწყოთ ტორტის აწყობა:ავიღოთ პირველი ფირფიტა და გადავუსვათ კრემი, შემდეგ მეორე ფირფიტა დ.ა.შ.image

ასეთი წესით ავაწყოთ ტორტი "კრემ–ბრულე".სასურველია კრემი კარგად წავუსვათ გვერდებზეც და ზემოდან.შემდეგ კი ერთი ღამე შევდგათ მაცივარში.

image

ტორტის მორთვა შეიძლება თქვენი სურვილისამებრ.მე მოვრთე შოკოლადის დეკორით.სხვათაშორის ამის მომზადება თავადაც შეგიძლიათ.თუ შოკოლადს ცხელი წყლის აბაზანაზე გავადნობთ, მას შეგვიძლია სასურველი ფორმა მივცეთ თუ "კალკაზე"დავასხამთ და გვაქვს ფანტაზიის უნარი, ნებისმიერ გამოსახულებას მივიღებთ.image

აი დეტალურად გადმოგეცით ფოტოების დახმარებით ეს რეცეპტი, მომზადება კი უკვე თქვენზეა.იმედია მოგეწონებათ.ველოდები თქვენს შეფასებას!

image


გემრიელად მიირთვით!


თქვენი მაშა!



















0
372
3-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
372
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0