x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
ამერიკული ფილმების კლიშეები,რომელიც ღიმილის მომგვრელია(ნაწილი 2)
1-ყველა ნომერი ამერიკაში 555-ზე იწყება.

image2-ფილმში ყველა ინგლისურად ლაპარაკობს, მნიშვნელობა არა აქვს საიდან არის, თუ გინდათ უცხოპლანეტელი იყოს.

image3-ბოროტებს ისეთი ბოროტი გამოხედვა აქვთ, რომ ისინი მარტო გარეგნობის გამო უნდა დაიჭირო.

image4-ფილმში არის მეორეხარისხოვანი გმირი, რომელიც რაღაც საშიშ სარდაფს იპოვის და აუცილებლად უნდა ჩავიდეს იქ, თან დასვას იდიოტური კითხვა :"რა არის შიგნით?"..რა თქმა უნდა იგი რამდენიმე წამის შემდეგ ცოცხალი აღარ იქნება.


image5-მნიშვნელობა არა აქვს რამდენი მტერია ფილმის გმირის გარშემო, ისინი მოთბინებით ელოდებიან სანამ მათ წინაშე ტრიალებს და შეტევისთვის ემზადება, რომ ერთი დარტყმით ყველა მიაწვინოს.

image6-ხელოვანი ხალხი:ყველა მწერალი მდიდარია, ყველა გამომცემლობა გლამურია, ყველა მხატვარს მიმზიდველი და კარგად განათებული სტუდია აქვს მაღალ სართულზე.

image7-სავენტილაციო სისტემა შესანიშნავი სამალავია, იქ არავინ მოძებნის მას და ფილმის გმირს აძლევს იმის საშუალებას, რომ მიაღწიოს საჭირო ადგილამდე.

image8-ყველა ბომბზე დიდი ელექტრონული ტაბლოა დამონტაჟებული, რომ ზუსტად იცოდეთ რა დროს აფეთქდება ბომბი.

image9-როდესაც აფეთქება ხდება "კაი ბიჭები" არ შედრკებიან, ლამაზად მისეირნობენ და უკან არც იყურებიან.

image10-სანამ ფილმის მთავარ გმირს მოკლავენ, ანტიგმირი ანუ "ცუდი ბიჭი" ეგრევე ტყვიას არ ესვრის, იგი რამდენიმე ხანი ნოტაციას კითხულობს, საბოლოოდ კი...

image11- ისევ ბომბებზე. პირველ ნაწილში გვქონდა საუბარი, თუ როგორ ბჭობს ხმამაღლა ფილმის გმირი რომელი ფერის მავთული გადაჭრას მწვანე თუ წითელი(ან სხვა ფერი სულ ერთია)...იმიტომაცაა სხვადასხვა ფერის, რომ გაარკვიოს რომელი გადაჭრას.

image12-რაც უფრო ვერ იტანენ ბიჭი და გოგო ერთმანეთს მთელი ფილმის განმავლობაში, მით უფრო დიდი ალბათობაა, რომ ფილმის ბოლოს მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ.

image13- შეყვარებული, რომელიც ფილმის ბოლოს ხვდება, რომ " ეს ის არის, ერთადერთი და განუმეორებელი", როგორ წესი ამ დროს ქალი აეროპორტშია და სამუდამოდ მიდის უცხო ქალაქში ...ფილმის გმირი მეგობრების დაჟინებული მოთხოვნით და დახმარებით გარბის აეროპორტში, რომ თვითმფრინავს მიასწროს.

image14-კომპიუტერში მონაცემები რომ წაშალო საკმარისია ტყვია ესროლო.

image15-აფეთქების შემდეგ დაჭრილს აუცილებლად ეკითხებიან:"კარგადა ხარ?"

image


2
252
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
252
  
2015, 2 თებერვალი, 16:03
ძალიან სახალისო იყო
0 1 2