x
მეტი
  • 06.05.2024
  • სტატია:134637
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508828
განსაცვიფრებელი არსებები, რომლებიც ნამდვილად არსებობენ დედამიწაზე
საოცარია ჩვენი პლანეტა - დედამიწა, განსაცვიფრებელია მისი მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა. აქ შეიძლება შევხვდეთ ცხოველებს, რომელთა არსებობა ერთი შეხედვით დაუჯერებელი გვეჩვენება, მაგრამ ზღვის სიღრმეებში, მადაგასკარის ტყეებში და აფრიკის სავანაში უამრავი ეგზოტიკური და უცნაური ცხოველი ბინადრობს, რომლებიც ფოტოგრაფებისათვის აღმოჩენას წარმოადგენენ, ხოლო მათ მიერ გადაღებული ფოტოების მნახველთათვის ეს ცხოველები თავსატეხია-ეს რეალობაა თუ ფოტოშოპი?
მერწმუნეთ, ამ საოცარი ცხოველების შექმნაზე თავად ბუნებამ იზრუნა და ფოტოშოპი აქ არაფერ შუაშია.

დღეს მინდა გიამბოთ არსებებზე, რომელთაგან ზოგიერთი მითების და ლეგენდების პერსონაჟებს წარმოადგენდნენ, სხვების შესახებ მეცნიერებს მხოლოდ მწირი ინფორმაცია აქვთ და არიან ისეთებიც, რომლებიც ცნობილი მულტფილმების პროტოტიპებად მოგვევლინენ. სამწუხაროა, რომ უმეტესი მათგანის ნახვა ჩვენ მხოლოდ ფოტოსურათებზე შეგვიძლია, რადგან მათი უმრავლესობა გადაშენების ზღვარზეა მათ საცხოვრებელ გარემო - პირობებში ადამიანების უხეში ჩარევის გამო.


image





ქაშაყის მეფე


image


გიგანტური ზღვის გველები უძველესი დროიდან იყო მეზღვაურების კოშმარების მთავარი გმირი. არსება, რომელიც ყველაზე მეტად ჰგავს ლეგენდებსა და მითებში აღწერილ საშინელ მონსტრს, სინამდვილეში არსებობს და მას ქაშაყის მეფე ჰქვია. ეს სულაც არაა გველი, პირიქით, ზღვის ყველაზე დიდი თევზია.

ეს უიშვიათესი თევზი ცხოვრობს ტროპიკული და ზომიერი სარტყლის ღრმა წყლებში 900 მეტრ სიღრმეზე, აქვს მბრწყინავი, მოვერცხლისფრო სხეული, მკვეთრი წითელი ფერის ფარფლები და უკბილო პირი. მასზე მეცნიერებმა ძალიან ცოტა რამ იციან, რადგან ოკეანის ზედაპირზე ის მხოლოდ ტრავმის ან სიკვდილის შემთხვევაში ამოცურდება ხოლმე, ამიტომ ბიოლოგებისათვის ნამდვილი მონაპოვარი იყოი 2013 წელს კალიფორნიის ნაპირებთან ნაპოვნი ქაშაყის მეფის ლეში, რომელმაც მკვლევარებს საშუალება მისცა ცოტაოდენი რამ შეეტყოთ ამ იშვიათი ცხოველის შესახებ.



ტასმანიური ეშმაკი


imageimage
ზოგიერთი თვლის, რომ ტასმანიური ეშმაკი - ეს სტუდია Warner Brothers-ის ანიმატორების მიერ გამოგონებული არსებაა, მაგრამ ის სინამდვილეში მართლაც არსებობს. ამ ცხოველის ზომები დამოკიდებულია გარემოზე, სადაც იზრდება, კვებაზე და ასაკზე. ყველაზე დიდი მდედრი ეშმაკის ზომამ შესაძლებელია 80 სმ -ს მიაღწიოს და წონამ კი 12 კილოგრამს. ტასმანიური ეშმაკი-მოყავისფრო შეფერილობის ცხოველია თეთრი ლაქებით და დიდი თავით. მას საკმაოდ ძლიერი ყბები აქვს და შეუძლია მოინადიროს და შეჭამოს მასზე გაცილებით დიდი ზომის ცხოველები: ცხვარი, კენგურუ, კურდღელი, თუმცა არც ქვეწარმავლებს, მატლებსა და მცენარეებს იწუნებს. თავისი ანიმაციური კოლეგისაგან განსხვავებით, ტასმანიური ეშმაკი-საკმაოდ ზანტი და ზარმაცი ცხოველია, თუმცა ამავე დროს ძალიან ხმაურიანი.



იხვნისკარტა


imageimage
ეს ნახევრად წყლის და ნახევრად ხმელეთის ძუძუმწოვარი, რომელიც ამავე დროს კვერცხისმდებელიცაა, ფაფუკი ბეწვითაა დაფარული და აქვს იხვის ნისკარტი. ერთი შეხედვით გვეჩვენება, რომ ის სხვადასხვა ცხოველების ნაწილებით არის აწყობილი. იხვნისკარტა ძირითადად ავსტრალიაში ბინადრობს, მისი სიგრძე 60 სანტიმეტრს აღწევს, ხოლო წონა სულ რაღაც 1, 5 კილოგრამს. ეს ცხოველი იმდენად უცნაური შესახედაობისაა, რომ როცა 1799 წელს მეცნიერებს პირველად აჩვენეს გამოსაკვლევად, მათ გაიფიქრეს, რომ უბრალოდ დასცინოდნენ. იხვნისკარტა იკვებება მწერებით, მატლებით, მოლუსკებით და ჭიებით, რომლებსაც მდინარეების ფსკერზე პოულობს. ნაპოვნ საკვებს იხვნისკარტები ჩანთებში აწყობენ, ამოაქვთ მიწაზე და შემდეგ ნისკარტით აქუცმაცებენ და ისე მიირთმევენ, რადგან, თქვენ წარმოიდგიენთ, მათ არ აქვთ კბილები.



ნეპალური ბუ


image


კუნძულ შრი - ლანკაზე არსებული ერთი ძველი ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ქალი, რომელსაც ქმარმა შვილი მოუკლა, ჭკუიდან შეიშალა და თავი მოიკლა. სიკვდილის შემდეგ ღმერთებმა ის გადაქციეს არსებად, რომელსაც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა "ეშმაკის ფრინველი" უწოდეს, რადგან მისი შემზარავი ძახილი უსათუოდ რაიმე უბედურების მომასწავებელი იყო. მაგრამ იყო თუ არა ეს არსება რეალური ცხოველი ან ფრინველი? - 1950 წელს ორნიტოლოგმა ჯორჯ ჰენრიმ ივარაუდა, რომ "ეშმაკის ფრინველი" ნეპალური ბუ უნდა ყოფილიყო. ესაა მტაცებელი ფრინველი, რომელიც სამხრეთ აზიაში ბინადროს და მისი სიგრძე ნახევარ მეტრს საღწევს. ბუს მეტად შემზარავ იერს აძლევს ყურებიდან გამოჩრილი შავ-თეთრი ბუმბულის ბღუჯები და გულისმაგვარი ლაქები სხეულზე, მაგრამ ადამიანებისათვის ეს ფრინველი, მიუხედავად ცრურწმენისა, არაა საშიში: ის მხოლოდ პატარა ჩიტებით, თევზებით და მწერებით იკვებება.



ოქროსფერი ლომისმაგვარი ტამარინი


imageimage
ოქროსფერი ლომისმაგვარი ტამარინი-ამაზონის ტროპიკული ტყეების ნამდვილი როკ-ვარსკვლავია. ეს მინიატურული არსება, რომლის სიგრძე სულ 20 სანტიმეტრია, თავის სხეულზე ორჯერ დიდი კუდის მფლობელია. გასაოცრად სიმპათიურს მას ხდის მბრწყინავი ოქროსფერი ბეწვი და მონაცრისფრო-მოშავო სახე ანტროპომორფული ხაზებით. ეს პრიმატები თავიანთი სიცოცხლის ძირითად ნაწილს ხეებზე ატარებენ, ეჭიდებიან რა გრძელი ბრჭყალებით ხის ტოტებს და ხაფანგში იტყუებენ ჩიტებს, ხვლიკებსა და სხვა საკბილოს. სამწუხაროდ, ამ მშვენიერ არსებებს გადაშენება ემუქრებათ ხეების მასობრივი გაჩეხვის გამო.



აქსოლოტლი


imageimage
აქსოლოტლი, რომელიც ასევე ცნობილია "წყლის ურჩხულის" სახელწოდებით - 30 სმ სიგრძის ძალიან უცნაური წყლის არსებაა. ის იყენებს თავის ძალიან მოკლე ოთხ თათს ტბის ან მდინარის ფსკერზე გადასაადგილებლად. აქსოლოტლს ძალიან უცნაური შესახედაობა აქვს: ხვლიკივით გამოწეული თავი, ყბები და პირი, რომლითაც გვეჩვენება, რომ გამუდმებით იღიმის. მაგრამ ეს ცხოველი, რომელიც წყალმცენარეებით, თევზებით და მწერებით იკვებება, ყოველთვის როდია ისეთი ბედნიერი, როგორი გამომეტყველებაც მას აქვს. ის ბინადრობს მეხიკოს გარეუბნებში არსებულ ტბებსა და არხებში, რომლებიც ამ ბოლო დროს საშინლადაა დაბინძურებული. 2013 წელს ჩატარებული ოთხთვიანი ძებნის მიუხედავად ეს ცხოველი ვერა და ვერ იპოვნეს, რაც იძლევა იმის ვარაუდს, რომ ის გადაშენების პირსაა ან უკვე სავსებით გამქრალია ველურ ბუნებაში. არსებობს მხოლოდ მისი რამოდენიმე ეგზემპლარი სამეცნიერო ლაბორატორიებსა და აკვარიუმებში.



ოკაპი


imageimage
წარმოიდგინეთ არსება, რომელიც ერთდროულად ვირსაც ჰგავს და ზებრასაც, თან ჟირაფივით დადის. წარმოიდგინეთ? მაშინ იცოდეთ, რომ თქვენს წარმოსახვაში დახატული ცხოველი ოკაპია. ამ ცხოველს მეტად უცნაური შეფერილობა აქვს: სხეული ღია ყავისფერი, ფეხებსა და უკანა ტანზე კი ჰორიზონტალური შავ-თეთრი ზოლები, რაც საშუალებას აძლევს შესანიშნავად შეეხამოს ფოთლოვანი ტყეების და ნეშომპალიანი ნიადაგის ფონს. ოკაპებს აქვთ გრძელი შავი ხაოიანი ენა, რომლის საშუალებითაც ხეებიდან და ბუჩქებიდან ფოთლებს წყვეტენ და ჭამენ. სამწუხაროდ, ეს ეგზოტიკური ცხოველი გადაშენების გზაზეა: ზოოლოგებმა მისი მხოლოდ 2000 ეგზემპლარის დათვლა მოახერხეს



მოლოხი


image


სამხრეთ ამერიკის უდაბნოებში გავრცელებულმა ამ ხვლიკმა სახელი მიიღო ღვთაება მოლოხის საპატივცემულოდ, რომელსაც საუკუნეების წინ ადამიანებს სწირავდნენ მსხვერპლად.


გველი-პენისი


imageimage
არსების სახელწოდებაც კი კარგად მეტყველებს მის გარეგნულ იერსახეზე. ეს გახლავთ წყლის გველების ოჯახის Atretochoana eiselti-ის წარმომადგენელი.



ზვიგენი-გობლინი


image


ერთი შეხედვით ეს ცხოველი ზღაპრიდან გადმოსულ პერსონაჟს ჰგავს. მას ძალიან უცნაური, უფრო მეტიც, ამაზრზენი შესახედაობა აქვს : ზვიგენი-გობლინის თავი ბოლოვდება რქისმაგვარი წამონაზარდით, ხოლო ყბები არანორმალურად დიდი და წინ წამოწეულია. საშინელი, საოცრად ბასრი გრძელი კბილები ანადგურებს ყველაფერს, რაც კი პირში მოხვდება. ალბათ არასოდეს ისურებდით ამ არცთუ სასიამოვნო არსებასთან შეხვედრას.



ზოლებიანი ზღარბი


image


წარმოიდგინეთ ზღარბი, რომელსაც ზებრასავით ზოლები აქვს და გამოსცემს ხმებს, რომელიც ძალიან ჰგავს გველის სისინს. აი ზუსტად ეს არსებაა გამოსახული ამ ფოტოზე. შემზარავი შეხედულების და არასასიამოვნო ხმების მიუხედავად, ეს ცხოველი აბსოლუტურად უწყინარია და მხოლოდ ბალახეულობით და ხილით იკვებება. სამწუხაროდ, ის უკვე გადაშენების პირასაა.



ლურჯი დრაკონი


imageimage
ლურჯი დრაკონი ზღაპრული, არაჩვეულებრივი სილამაზის, მაგრამ საოცრად შხამიანი არსებაა. Glaucus atlanticus- ეს არის უნიჟარო ზღვის მოლუსკი, რომელიც ძალიან პატარაა და ლურჯად ანათებს. მიუხედავად ამ ლამაზი, ეგზოტიკური შესახედაობის მოლუსკისა, მეტსახელად " ლურჯი ანგელოზი", ის საერთოდ არ არის ანგელოზივით უმწიკვლო. მისი შხამი მომაკვდინებელია და შეუძლია 30 წამში მოკლას ადამიანი. სწორედ ამიტომ შეარქვეს მას "ლურჯი დრაკონი" .


11
1028
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1028
  
2015, 7 მარტი, 19:42
საინტერესო იყო
2015, 2 თებერვალი, 17:35
ოჰ კი ულამაზესი :D :D
2015, 2 თებერვალი, 17:35
მაგარი ლამაზია :დ
2015, 2 თებერვალი, 17:32
გველზე ვიკაიფე მაგრად :D
2015, 2 თებერვალი, 17:30
ეს გველი რაღა ჯანდაბაა :D
2015, 2 თებერვალი, 17:29
ოკაპი
2015, 2 თებერვალი, 17:28
ყველა :D ზღარბი მომეწონა
2015, 2 თებერვალი, 17:26
რომელი?
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10