x
მეტი
  • 01.06.2024
  • სტატია:135029
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509392
ადამიანური ქაოსი დღეს ! ლექსად

''ადამიანური ქაოსი """
სახეში ჩაძირული ფერების ანარეკლი,
ქუჩაში ტირიფების ჩრდილი,
სიჩუმის არენაზე მოხუცი კომიკოსი
ცხოვრების ცინიკური ჯინი.
ბაგეზე შეყინული ბოროტი ღიმილები
სუნთქვებში დამალული შური
სცენისკენ შემართული თეთრი გვირილები
უგრძნო გაყინული გული.
ადამიანური გრძნობების ლაბირინთი
მასში ღრმად ჩაკლული კილვები
გაცვეთილი და მრავალჯერ ნახმარი
უაზროდ ნათქვამი სიტყვები.
სწორად შერჩეული მელანქოლია
ზურგს უკან ნაცნობი სარკაზმი
ხალხში ჩაყინული ჰეგემონია
დღევანდელობა რაც არის.
სასტიკი ბრძოლები და განურჩევლობა
თვალებში ჩაღვენთილი მტრობა
ცეცხლმოკიდებული ჩვენი ერთობა
დასრულდა მეგობრობა..
დრონი მეფობენო და არა მეფენი
წასულა რაც იყო მშვიდი
წასულა გრძნობები თუ ემოციები
გამხდარა დღეს ყველა ფლიდი.
ორგულთა თარეშით დაღლილ კომიკოსს
ცრემლებით აუვსია სცენა
მისი მაკიაჯი სახეზე ჩამოსული
სპეკტაკლის მხატვრული ენა.
ცრემლი მოჰყვებოდა მოხუცის სახეზე
ურღვევდა საბრალოს ვიზაჯს
ყველას შეეყინა ღიმილი ბაგეზე
ელოდნენ ეშმაკის ნიშანს.
ყველას რომ მიუხვდა მოხუცი ჩანაფიქრს
კულისებს მიაპო თითქოს,
გულის გამთელების არ არის წამალი
ის მხოლოს სიყვარულს ითხოვს.
ტაში რომ დაუკრეს, ის მხოლოდ ზიზღს გრძნობდა
ადამიანური პათოსიც გაქრა
დაბნეულია მოხუცი კომიკოსი
ფიქრობს სად წავიდეს ახლა..
ცხოვრებაც თეატრია ზღაპრულად დადგმული
არ უნდა დაეცე არსად
ყველა შენ შეგდგება თუკი თავს დაუხრი
ყველა დაგისახავს მზაკვრად.
ურეჟისოროდ დარჩენილ ბრბოში ვართ
სიძულვილს და ბოღმას ვიტევთ
ვერ გამოვფხიზლდებით, ვეღარ გავცოცხლდებით
სიყვარულს ვისწავლით ვიდრე.
ახლაც მახსენდება საბრალო არტისტი
ქუჩაში ტირიფების ჩრდილი,
სიჩუმის არენაზე მოხუცი კომიკოსი
ცხოვრების ცინიკური ჯინი.
ადამიანური გრძნობების მიღმა ვართ
სატირა გამეფდაო ირგვლივ
იქნებ გავიხსენოთ ქართველნო ვინა ვართ
ჩვენ გამოვსწორებით, ვიცი !

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:მაგდა უსტიაშვილი
მაგდა უსტიაშვილი
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0