ვარსკვლავები ვარსკვლავები ჰოლივუდის მსახიობთა გილდიის SAG Awards 2015-წითელ ხალიჩაზე 2015, 27 იანვარი, 16:47 წლის დასაწყისი დატვირთულია ხმაურიანი კინო-დაჯილდოების ცერემონიებით. ვარსკვლავი-ქალბატონები ძლივს ასწრებენ წითელ ხალიჩებს შორის მიმოსვლას.
ამ ორომტრიალში ვარსკვლავ-ქალბატონებს უბრალოდ არ აქვთ მოდური შეცდომის დაშვების უფლება.
ლოს-ანჟელესში Shrine Auditorium გამართულ მსახიობთა გილდიის დაჯილდოების ცერემონიაზე ნამდვილი "ბრძოლა" გაჩაღდა ჯილდოს მისაღებად.
ცერემონიის მთავარი გმირები გახდნენ ედი რედმეინი-მამაკაცის საუკეთესო როლი, ჯულიანა მური-ქალის საუკეთესო როლი..გასულ წელს გილდიის შედეგებმა ზუსტად იწინასწარმეტყველა ოსკარის ლაურეატების ვინაობა.
როგორც ყოველთვის ცერემონიის შედეგების გამოცხადების გარდა მნიშვნელოვანი მოვლენა ვარსკვლავების წითელ ხალიჩაზე გამოსვლა გახდა. წელს დაჯილდოების ცერემონიებზე ვარსკვლავი-ქალბატონები უზადოდ ჩაცმულები გამოცხადნენ. მათი სამოსი ყველაზე მკაცრ კრიტიკასაც კი გაუძლებდა. ჯენიფერ ენისტონი John Galliano-ს ოქროსფერ კაბაში კირა ნაითლი Erdem-ის კაბაში ჯულია რობერტსი Givenchy-ის ანსამბლში ემა სტოუნი Dior-ის კაბაში როზამუნდ პაიკი Christian Dior Couture-ის კაბაში ლუპიტა ნიონგო Elie Saab-ის კაბაში კლერ დენსი Marc Jacobs-ის კაბაში ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის ჯილდოს მფლობელი ჯულიანა მური Givenchy Couture-ის კაბაში სოფია ვერგარა Donna Karan Atelier-ის კაბაში კამილა ალვესი Donna Karan Atelier-ს კაბაში რიზ უიზერსპუნი Giorgio Armani-ის კაბაში 94 2-ს მოსწონს
|