x
მეტი
  • 06.05.2024
  • სტატია:134635
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508827
გთხოვთ, არ გამოიყენოთ ეს პაროლები: 2014 წლის სტატისტიკა

ფიქრობთ, რომ თქვენი პაროლები ვებ დავდასხმისგან გიცავენ? თუკი ჰაკერები თქვენს კომპიუტერზე ხელს მიაწვდენენ, ამას ძალიან დიდი პრობლემები შეიძლება მოჰყვეს. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ მათი მთავარი ბილეთები ჩვენივე შერჩეული საშინელი პაროლებია. SplashData ახლახანს გამოაქვეყნა თავისი ყოველწლიური სტატისტიკა მთელი წლის განმავლობაში გამოყენებული პაროლების შესახებ. წინა წელთან შედარებით, სურათი დადებითისაკენაა შეცვლილი, მაგრამ სიტუაცია ისევ ცუდია. ისევ გამოიყენება პაროლები, როგორიცაა "123456", "password", "batman", "qwerty" და სხვა მრავალი. ვებ-უსაფრთხოების ექსპერტი, ბარკ ბრარნეთი აცხადებს, რომ ქვემოთ წარმოდგენილი 25 პაროლი ძალიან თვალში მოსახვედრია ჰაკერებისათვის, რაც 2.2% ხდის სისტემას დაუცველს.


კარგი ამბავი ისაა, რომ 2014 წელს უფრო ნაკლები ადამიანი გამოიყენებს ასეთ მარტივ პაროლებს, ვიდრე 2013 წელს. ეს, სავარაუდოდ, კარგი რეკლამირების წყალობით განხორციელდა, რომელიც სონის, თარგეთის და სხვა ასეთი კომპანიების დამსახურებაა.


SplashData2014 წლის ცუდი პაროლების ტოპ 25 გვირჩევს, რომ გამოვიყენოთ საშუალოდ 8 სიმბოლოსგან შემდგარი პაროლები, რომელშიც აუცილებლად უნდა შედიოდეს ციფრები და სხვა იეროგლიფები, რომელიც არ უნდა იყოს მარტივი სიტყვებისა და ფრაზებისგან შემდგარი, მაგალითად ასე: "dr@mar1c". ასევე გვირჩევენ, რომ ერთი და იგივე პაროლი არ გამოვიყენოთ სხვადასხვა სისტემის დასაცავად (მაგალითად არ უნდა გვქონდეს ერთნაირი პაროლი ორ სხვადასხვა საიტზე).

0
76
2-ს მოსწონს
ავტორი:გიგი მანიჟაშვილი
გიგი მანიჟაშვილი
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0