x
მეტი
  • 06.05.2024
  • სტატია:134648
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508845
Kingston HyperX Cloud - ინოვაციური ყურსასმენი ქინგსტონისაგან
imageქინგსტონის HyperX ბრენდი უფრო და უფრო პოპულარული ხდება ბაზარზე, რომელიც კომპიუტერული თამაშის მოყვარულებს განსაკუთრებულად ახარებს.
კომპანია ქიგსტონი, რომელიც პირველ რიგში თავისი ხარისხიანი და მაღალსიჩქარიანი პროდუქციით, სწრაფი SSD-ით და USB-დისკებითაა ცნობილი, აქტიურად თანამშრომლობს „გეიმერებთან“, კერძოდ უკრაინულ მოთამაშეთა ჯგუფთან Na’Vi-სთან. სწორედ ამიტომ კომპანიამ გადაწყვიტა გაეფართოვებინა მისი სამომხმარებლო არეალი და მოთამაშეებისთვის HyperX ბრენდის ყურსასმენი გამოუშვა. მთავარი მიზანი იყო ხარისხიანი მდიდარი კომპლექტაციისა და ფასის იდეალური შეფარდება.



შეფუთვა და დაკომპლექტება


imageKingston HyperX Cloud ყურსასმენებს აქვს შთამბეჭდავი დიზაინი და პრემიუმ კლასის დაკომპლექტება. გარდა ყურსასმენი აპარატისა ყუთში თქვენ აღმოაჩენთ: მიკროფონს, დისტანციური მართვის პულტს, გადამყვანს მობილური ტელეფონისთვის, შალითას, დამაგრძელებელს, დამატებით ქსოვილისზედაპირიან ბალიშებს და გადამყვანს თვითვრინავში არსებული ტექნიკისათვის.
გარნიტურა ისეა დაკომპლექტებული და შეფუთული, რომ ტრანსპორტირებისას არ დაზიანდეს და მწყობრიდან არ გამოვიდეს კომპლექტის არც ერთი შემადგენელი ნაწილი.




ხარისხი და დიზაინი
imageპირველს, რასაც მოწყობილობის ხელში აღებისას შეამჩნევთ ეს არის მაღალი ხარისხი. ნიჟარები დამზადებულია მყარი ხარისხიანი მეტალისგან. მას შეუძლია გაუძლოს ნებისმიერ დატვირთვას მოგზაურობისა თუ აქტიური დასვენებისას. იგი მთლიანობას ინარჩუნებს ძირს დავარდნისასაც კი. გარნიტურის კაბელი დაცულია ქსოვილის გარსით.
გარნიტურის დიზაინი Beyerdynamic-ის დიზაინს ჩამოგავს. ყურსასმენის ნიჟარები ოვალის ფორმისაა, ისინი შეკრულია მეტალის შემაერთებლებით, რომელიც ტყავითაა დაფარული.
რაც შეეხება ყურსასმენის ბალიშებს, ორნაირია - ტყავისშემცვლელით და ხავერდით დაფარული. ტყავისშემცვლელიანი ბალიშები აღჭურვილია ხმის იზოლაციის თვისებებით. მათში გათვალისწინებულია სპეციალური დამახსოვრების ეფექტი, რომელიც ძალიან კომფორტულია გამოყენებისას. ასეთი ბალიშებით არ იგრძნობა წნევა.
ხავერდით დაფარული ბალიშები კი ძალიან კარგია ცხელი სეზონისთვის. ჩვეულებრივი შემავსებლის წყალობით, ხავერდის ყურსასმენის მოდელი ძალიან მყარად არ ეკვრის ყურს, მაგრამ ამავდროულად კარგად ატარებეს ჰაერს და ძალიან კომფორტულია.
კომპანიამ მოსახერხებელი კონსტრუქციის შემუშავებისას მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტზე იზრუნა და ყურსასმენის სრული კომპლექტის ჩასადები შალითა შექმნა. შალითაში არის განყოფილება სადენებისთვის, გადამყვანების, მიკროფონისა და ბალიშებისთვის.
ქინგსტონის ყურსასმენი გარნიტურა Kingston HyperX Cloud - ეს არის ხარისხიანი მოწყობილობა, რომლის ყოველი შემადგენელი ნაწილი მეტყველებს მის სრულყოფილებაზე.




ხმის მონაცემები


იმის გათვალისწინებით, რომ HyperX Cloud ყურსასმენი სულ რაღაც 100$ ღირს და მდიდარი კომპლექტაცია აქვს, მისი მუსიკალური მონაცემებიც საკმაოდ ღირსეულად გამოიყურება, მისი დონე Creative Aurvana Live დონეზეა - ეს კი საუკეთესო ყურსასმენი მოწყობილობაა ამ ფასით.
ქინგსტონის ყურსასმენი მოწყობილობის 53 მილიმეტრიანი დიამეტრის მქონე ნიჟარების წყალობით გარნიტურის ბასები ინტენსიური და გამომხატველია. საშუალო სიხშირეც კარგია და არ ახასიათებს მოულოდნელი ცვლილებები. საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას რომ ყურსასმენების ხმის საკითხი საკმაოდ კარგ დონეზეა. იგრძნობა, რომ გარნიტურას შეუძლია კარგად გადმოსცეს, როგორც როკ მუსიკა, ასევე პოპი და კლასიკური კომპოზიციებიც კი. თუმცა მისი მთავარი დანიშნულება მაინც თამაშების ხმის ეფექტების კარგად გადმოცემაა, ვინაიდან ქინგსტონის გარნიტურა HyperX Cloud სპეციალურად კომპიუტერული თამაშის მოყვარულებისთვისაა შექმნილი.



შეჯამება


აღნიშნულ მოდელს აქვს უამრავი დადებითი და პრაქტიკულად არ აქვს უარყოფითი მხარეები. ასეთი ხარისხიანი ყურსასმენისთვის, ქინგსტონის HyperX Cloud აქვს საკმაოდ ხელმისაწვდომი ღირებულება, რითაც სხვა ბრენდების მსგავს პროდუქციას ღირსეულ კონკურენციას უწევს.

0
36
3-ს მოსწონს
ავტორი:მაია გოგიტიძე
მაია გოგიტიძე
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0