x
image
natia.a
რატომ დაედო +18 ცენზი "აბა დამაცადეს", "ვინი პუჰს", "ჩიბურაშკასა" და ბევრ სხვა მულტფილმს
imageუკვე 2 წელიწადია, რაც რუსეთში მოქმედებს სკანდალური კანონი "ბავშვთა დაცვაზე ისეთი ინფორმაციისგან, რომელიც მათ ჯანმრთელობასა და განვითარებას ზიანს აყენებს". სწორედ ამ კანონის გამო აიკრძალა ქვეყანაში ბევრი ისეთი საბჭოთა მულტფილმი, რომლებიც ჩვენ სრულიად უწყინარი გვეგონა. აბა ვის წარმოედგინა, რომ ყველასათვის საყვარელი "ვინი პუჰი", "აბა დამაცადე", "ბრემენელი მუსიკოსები" და კიდევ ძალიან ბევრი მულტფილმი +18 ცენზის ქვეშ მოხვდებოდა და ტელევიზიით მათი ჩვენება მხოლოდ ღამის საათებში იქნებოდა დაშვებული?!


ანდა, ვინ უნდა უყუროს ღამით "ვინი პუჰს"...


ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე მულტფილმს, რომელიც კანონით აიკრძალა და ამ აკრძალვის მიზეზებს:


1. "აბა დამაცადე" («Ну погоди»), 1969 წ. ხულიგნობის, არაჯანსაღი ცხოვრების წესის, ცხოველთა შეურაცხჰყოფის პროპაგანდა.



2. "ჩიბურაშკა და ნიანგი გენა" 1969 -1971 წწ. თამბაქოს წევისა და ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის პროპაგანდა.


3. "სახურავის ბინადარი კარლსონი", 1955 წ. ღორმუცელობის, თამბაქოს წევის, ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობისა და არასრულწლოვანთა გარყვნის პროპაგანდა.


4. "ვინი პუჰი", 1969 წ. ისევ ღორმუცელობის და ამორალური საქციელის პროპაგანდა.


5. "ბრემენელი მუსიკოსები", 1969 წ. პროსტიტუციის, ხულიგნობის, მაწანწალობის, აზარტული თამაშების პროპაგანდა.


7. "გოჭუნა ფუნტიკის თავგადასავალი", 1986 წ. ბავშვების მოტაცება, ბავშვების მონური შრომის გამოყენება (ამ შემთხვევაში ცირკში მუშაობა), ასევე ცეცხლსასროლი იარაღის არაკანონიერი გამოყენება.


8. "მაიმუნები", 1987 წ. ეს პატარა პროვოკატორები კი ნამდვილად ვერ ასწავლიან პატარებს ვერაფერს კარგს.


აი ასე, რა საშინელებებს ვუყურებდით თურმე ბავშვობაში, ბეწვზე ვართ გადარჩენილები!


სტატიას კი დავასრულებ ისევ და ისევ ჩემი საყვარელი "მაიმუნებიდან" სიმღერის სიტყვებით, რომელსაც ამჯერად არ გადავთარგმნი:


«в каждом маленьком ребенке, и мальчишке, и девчонке есть по двести грамм взрывчатки или даже полкило» - აი ეს კი ალბათ, სულ მცირე, ტერორიზმის პროპაგანდად უნდა მივიჩნიოთ!


imageimageimageimage




0
167
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0