x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134617
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508782
მტრის ხატი..

***




-იქნებ მტერია, იქნებ კი არა ჩვენი მტერია გიორგი ეგ და რომ ნახოს ვინმე არ გვაპატიებენ. -შესჩივლა ქალმა მაგიდასთან მჯდარ გიორგის, . მის წინ ყმაწვილები მოკალათებულიყვნენ და ელოდნენ როდის წაიკითხავდა.
-მტერი? -თვა დინჯად გიორგიმ და ქალს თვალი თვალში გაუყარა.
-ხო მტერი. მტერიი. ვინ იცის რამდენი ჩვენიანი ყავს მოკლული. რამდენი ქართველი. -ქალმა უცნაური ხმით ამოიგმინა და საქსოვი რგოლი მუხლებში ჩაიდო.
-ნუ აგონებ ბავშვებს ასეთ რამეს! – უპასუხა გიორგიმ გამწყრალი ხმით, შემდეგ წამით შეჩერდა, ნიკაპი მოისრისა ორი თითით და განაგრძო. - მტერი არ არსებობს, ორი ცნობიერი არსება არ შეილება ერთმანეთს მტრობდნენ, ბუნებრივად ეს დაუშვებელია, ჩვენ ყველა ერთი ორგანიზმივით ვატარებთ ცნობიერი სიცოცხლის სამარადჟამო აქტს. ცხოველმა და ნადირმა არ იცის რას ნიშნავს ეს, სამყარო მტრობაზე არ არის შექმნილი, ხოლო ურთიერთ საწინააღმდეგო მტრობას სულაც არ ნიშნავს. ბოროტებაც და სიკეთეც ადამიანის ნაწილია და ისეა შერეული ერთმანეთში, ისეა გადახლართული და ქმნის ერთს, რომ იგი ორ საპირისპირო ძალად ადამიანშივე წარმოდგება. მართალია შური, ბოღმა, ჩაგვრა ადამიანს აქცევს უღირს არსებად, მაგრამ ვისში არ არის ესს, ვინ იტყვის რომ სულის სიღრმებში არ ატარებს ამ მთელი რიგი უღირსობების ფრაგმენტებს, ამიტომაც არის რომ მტერი ილუზიაა და მას რეალური ქმნილებები ეწირებიან. მტრობა თავის თავთან ჭიდილი უფროა და მე ვფიქრობ საერთოდაც არ არსებობს ასეთი რამ რასაც ადამიანების მტრობა ქვია. ბოლოს და ბოლოს თუ სიღრმისეულად ვიმსჯელებთ ადამიანი თავის თავის ყველაზე დიდი მტერი გამოდის მაშინ და აბსურდამდე ორი ნაბიჯია.
-მტერი როგორ არ არსებობს მამა?? განა ქისტები, თურქები, სპარსელები და ვინც გვაოხრებდა, სახლში გვივარდებოდა მტერი არ არის?? -გაკვირვება და წყენა ეტყობოდა ერეკლეს სიტყვებს.- განა უფალი არ ამბობს გიყვარდეს შენი მტერიო? თუ არ არსებობს როგორ უნდა გიყვარდეს?
გიორგი შეფიქრდა და ალერსიანი თვალები მიაბპყრო ერეკლეს, ეტყობოდა კმაყოფილი რომ იყო მისი საზრიანობით.
-უფალი მიგვანიშნებს მტრის სიყვარულს, რადგან ჩვენთვის იოლი გასაგები ყოფილიყო ყველა მსგავსის სიყვარული მიუხედავად მათი ცხოვრებისეული საქმიანობისა., თორემ ჩემზე უკეთ უწყის, რომ მტერი საერთოდ არ არსებობს როგორც მცნება და როგორც რეალური ქმედება, ან მოვლენა. ბევრს სამწუხაროდ გონია ღმერთის ხატი ფიზიკურად ვართ, არადა მისი ხატი ვართ სიყვარულით, უზომო გლობალური სიყვარულით და როგორც მას უყვარს ყველა, დაჩაგრულიც და მჩაგვრელიც, მოკლულიც და მკვლელიც ასევე უნდა ვიყოთ ჩვენ მის ხატად. ესაა შვილო ჩვენი მსგავსება და საფუძველიც, ჩვენი შექმისა. ხოლო რაც შეეხება მომხუდურს ის იმ წუთში აქვს ამ ქვეყნიური სახე დაკარგული თორემ გაიზდებით და მიხვდებით რომ გუშინდელი მტერი დღეს შეილება მეგობარი გახდეს. გაკმაყოფილებს ჩემი პასუხი? -ერეკლემ მხრები აიჩეჩა, რაღა თქმა უნდა ნახევარიც ვერ გაიგო მაგრამ აღარაფერი უკითხავს. გიორგის გაეღიმა და პატარას კითხა-აბა სად გავჩერდი, მათ წამსვე მიუთითეს ადგილი და გაირიდნენ.


ალუდას თოფი არ უნდა,
ატირდა როგორც ქალიო,
არა ყრის იარაღებსა,
არ ეხარბება თვალიო,
თავით დაუდვა ხაჯარი,
ზედ ეკრა სპილოს ძვალიო
მარჯვენას არ სჭრის მუცალსა,
იტყოდა :ცოდვა არიო;
ვაჟკაცო, ჩემგან მოკლულო
ღმერთმა გაცხონო...


კარის ხმამ შეაწყვეტინა ლექსი გიორგის, რომელმაც წიგნი მუხლზე დაიდო და მშვიდად გახედა უცნობს, ციალამ ქსოვა შეწყვიტა ხოლო ბიჭები ხმის მხარეს მოტრიალდნენ. მათ წინ სამიოდე დღის წინ ნაპოვნი უცნობი იდგა, ოღონ ეხლა არც ტალახი ეცხო სადმე და არც სისხლი, თვალებში ცნობისმოყვარეობა და შიში ერთროულად უთამაშებდა. უნებურად ამოიოხრა და ხელი მხარისკენ წაიღო. გიორგი ადგა და მისკენ წავიდა.
-ქართული იცით?- უცნობმა ხმა არ გასცა. მაშინ რუსულად უთხრა - ჯერ ისევ სუსტად იქნები მოდი დაჯექი - და მისკენ წავიდა, სტუმარი ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა თითქმის ოთახის ცენტრში მდგარ მაგიდას და სულ განაპირა სკამზე დაჯდა.მასპინძელმა ქალს საჭმლის მოტანა დაავალა რაზეც უცნობმა ხელი აწია მის ნიშნად, რომ არ შეწუხებულიყვნენ. გაუკვირდა ბავშვებს როგორ მიხვდაო უცხო ადამიანი, რომელმაც ქართული არ იცის რა უთხრა მამამ დედასო, ეს არ გამოპარვია გიორგის და სანამ თავის ადგილს დაუვბრუნდებოდა დაბალი ხმით შეახსენა მათ, კავკასიელ ხალხთა წესი და ადათი, რომელიც ბავშობიდან იცოდა ყველა იქ მაცხოვრებელმა. ცოტნეს თავში სტუმარ მასპინძლის ფრაგმენტი ამოტივტივდა, როცა ზვიადაურს ფეხზე დაუდგა ქისტი, მიუხედავად მისი სიძულვვილისა. ხშირად ავიწყდებათ მტრის ხატის შექმქმნელებს, თუ რამდენი რამ აქვთ საერთო და ნაცნობი მოპირისპირე მხარეებს და რაოდენ დიდია ადამიანის გული როცა მასში ღმერთის მოსიყვარული მარცვალი ღვივა.
-სად ვარ?? -იკითხა უცნობმა რუსულად და ფანჯრისკენ გააპარა თვალი.
-ნუ გეშინია აქ არავინ არაფერს გავნებს და როცა მოისურვებ წახვალ. -უპასუხა გიორგიმ და თან ხელი გაუწოდა - მე გიორგი ვარ, ეს ჩემი მეუღლე ციალაა, ესენი - გიორგი ბიჭებისკენ შემოტრიალდა - ესენი ჩემი ვაჟკაცებია. უცნობმა ბავშვები შეათვალიერა, გაიღიმა და გიორგის გაწვდილ ხელს ხელი შეაგება -მე იგორი მქვია. სიჩუმე ჩამოვარდა, მხოლოდ შეშის ტკაცუნი არღვევდა მას. ბოლოს უცნობმა თავის ნივთები მოიკითხა. გიორგიმ აუხსნა რომ შენახული ქონდა უკლებლივ ყველაფერი და წასვლის წინ მისცემდა. ისევ სამარისებური სიჩუმე სანამ ციალამ საჭმელი და არაყი არ შემოიტანა. ორიოდე ჭიქის შემდეგ იგორმა მოყოლა დაიწყო, ის წარმოშვებით ოსი იყო, ამჟამად რუსეთში ცხოვრობდა კავკასიასთან ახლოს, ორი გოგო ყოლია მასაც ხოლო ცოლი მოკვდომია სიმსივნით. ომში პირველად იყო და ბევრი რამ არ იცოდა, შემდეგ ისიც კი თქვა ფულისთვის რომ ყოფილიყო წამოსული და ცრემლებიც გადმოცვივდა, რომ არა თქვენ ორი გოგო უპატრონოდ დამრჩებოდაო. კედელზე დაკიდებული ფანდური მოითხოვა სტუმარმა, უმალ მოუტანა ცოტნემ, მანაც დაუკრა და თან ისე რომ გაკვირვება ვერ დამალა გიორგიმ და კაი გრძელი სიტყვით შეაქო. მოკლედ ბევრი ისაუბრეს, იმღერეს და აზრები გაცვალეს, თითქოს დიდი ხნის უნახავები ყოფილიყვნენ. ვერც ვერვინ გაიგო როგორ შეეპარა ცას ყორნისფერი და ჩამოთოვა მთვარემაც თავისი ვერცხლის სხივებით.

0
37
1-ს მოსწონს
ავტორი:აკაკი79
აკაკი79
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0