x
მცირე საოჯახო ტიპის სახლები საქართველოში
მცირე საოჯახო ტიპის სახლებთან დაკავშირებით ვესაუბრეთ ასოციაცია „ბავშვი და ოჯახის“ აღმასრულებელ დირექტორს ბატონ სულხან სახვაძეს.

- ბატონო სულხან, რას წარმოადგენს მცირე საოჯახო ტიპის სახლები, რომლებიც გაიხსნა მზრუნველობამოკლებული ბავშებისათვის?
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით გატარებული დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმის შედეგად განვითარდა მცირე საოჯახო ტიპის სახლების სისტემა, რომელიც ფუნქციონირებს ინდივიდუალური მიდგომის მეთოდზე დაყრდნობით 2011 წლიდან. აღნიშნულ სახლებში ცხოვრებენ მზრუნველობამოკლებული ბავშვები, რომელთა ოჯახებში არებობდა სხვადასხვა ფორმის კრიზისები. სახლების მიზანია ბავშვების ყოველმხრივი განვითარება, ემოციური კავშრების აღდგენა სოციუმთან, ვგულისხმობ ოჯახს, ახლობლებს და სხვა მასთან დაახლოებულ პირებს. პროექტს ახორციელებს ორი ორგანიზაცია, ქართულ მხარეს წარმოადგენს ასოციაცია „ბავშვი და ოჯახი“, ხოლო მეორე მხარეს წარმოადგენს პოლონეთი, ასოციაცია „ჩვენი სახლი“. პროექტის ფარგლებში ასოციაციები აქტიურად თანამშრომლობენ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან.

image

- რას ნიშნავს ინდივიდუალური მუშაობა ბავშებთან?
- ინდივიდუალური მუშაობის მეთოდით ხდება ბავშვთან, როგორც ინდივიდთან მის ძლიერ მხარეებზე დაყრდნობით, საჭიროებებზე მუშაობა შედგენილი გეგმის მიხედვით რასაც ახორციელებს მისი ინდივიდუალური აღმზრდელი, სოციალური მუშაკის ჩართულობით.

- რა სერვისს სთავაზობს თქვენი ორგანიზაცია ამ სახლებს?
- აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სერვისის მიწოდება სახლებისთვის რეგულირდება სოციალური მომსახურების სააგენტოსთან გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში. ჩვენი მუშაობის ძირითადი ამოსავალი წერტილი არის ინდივიდუალური მიდგომის მეთოდი, ამდენად სახლებს ჩვენი მხრიდან ვაწვდით კონსულტაციურ სერვისს, რომელიც გულისხმობს სახლების მხარდაჭერას აღნიშნული მეთოდის მხრივ. ასევე სახლებს მიეწოდებათ ფსიქოლოგიური სერვისი. ასევე ასოციაციამ პროექტის ფარგლებში დაიწყო ფსიქოთერაპიის და ნეიროფსიქოლოგიური კვლევის დაფინანსება. სერვისის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ტრენინგები, რომელიც გულისხმობს მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომუშავე ყველა სპეციალისტის გადამზადებას ინდივიდუალური მიდგომის მეთოდით. ასევე, გამაძლიერებელი სატრენინგო კურსები აღმზრდელებისათვის და სოციალური მუშაკებისათვის.


- ზოგადად რეფორმამ რამდენად გაამართლა მოლოდინი?
- აღსანიშნავია რომ აღნიშნული ცვლილება ნამდვილად პოზიტიური აღმოჩნდა, სრულად მოიშალა ის მანკიერი გამოცდილება, რასაც დიდი ზომის ბავშვთა სახლებთან ასოცირებოდა. რა თქმა უნდა მეტნაკლებად არის სირთულეები, თუმცა დაუძლეველი არაფერია. მნიშვნელოვანია იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წვლილი, რომლებიც მუხლჩაუხრელად მუშაობენ აღნიშნულ სისტემაში. თითოეული ადამიანის მინიმალური შენატანიც კი ამ პროცესს პოზიტიურად წაადგება მომავალში. რაც შეეხება მოლოდინებს, ვფიქრობ რომ ჯერ კიდევ ნაადრევია ამაზე საუბარი, რადგან სისტემას სრულყოფისათვის კიდევ ესაჭიროება განვითარება და დახვეწა, თუმცა ამ გადასახედიდან ნამდვილად


image

- როდემე გრძელდება აღნიშნული პროექტი? დიდი სამუშაო არის გატარებული.

- პროექტი გრძელდება დეკემბრის ბოლომდე, თუმცა ვიმედოვნებთ მომავალ წელსაც მივაწვდით აღნიშნულ სერვისს მცირე საოჯახო სახლებს საჭიროების შემთხვევაში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

- მადლობა!

0
267
1-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი მამულაშვილი
გიორგი მამულაშვილი
267