ვარსკვლავები ყველაზე მოდურად ჩაცმული ვარსკვლავები გასულ კვირაში 2014, 8 ოქტომბერი, 17:21 დასრულდა მოდის კვირეულები მსოფლიო მოდის დედაქალაქებში და ვარსკვლავი ქალბატონები დაუბრუნდნენ ჩვეულ რეჟიმს. გასული კვირის საუკეთესოდ ჩაცმულ ქალბატონებს შორის ლიდერობს ჯორჯ კლუნის მეუღლე ლონდონელი ადვოკატი ლიბანური წარმოშობის ამალ ალამუდინი, რომელმაც ყველა გააოცა ვენეციაში დაგეგმილ ხელისმოწერის ცერემონიაზე თავისი ჩაცმულობით.
საპატარძლომ Stella McCarntey-ის რძისფერი თეთრი კომპლექტი აირჩია.
როგორც ყოველთვის მოდურად და საუცხოოდ ჩაცმულები იყვნენ ქეით ბლანშეტი, მარიონ კოტიიარი, ჯენიფერ კონელი, დიანა კრიუგერი, რომლებიც ნებისმიერ სიტუაციაში შესაფერის სამოსს არჩევენ. დიანა კრიუგერი Elie Saab-ის კაბაში, Sophia Webster-ის ფეხსაცმელებში გამოწყობილი სტუმრობდა ლოს-ანჟელესში გამართულ წვეულებას. ყოველთვის დახვეწილი და მოდური გვინეტ პელტროუ Monique Lhuillier -ის ულტრა თანამედროვე სამოსში გამოწყობილი გამოცხადდა ნიუ-იორკში გამართულ წვეულებაზე. ქეით ბლანშეტი Giambattista Valli Couture-ს კაბაში ციურიხში გამართულ საღამოზე მარიონ კოტიარი Christian Dior -ის ანსამბლში ნიუ-იორკში კინოფესტივალზე ჯენიფერ კონელი Louis Vuitton-ის კოსტუმსა და შარვალში მოდურ ჩვენებაზე ჰილარი სუონკი Peter Pilotto-ს კაბაში კალიფორნიაში გამართულ Mill Valley-ის კინოფესტივალზე ახალგაზრდა მსახიობი დაკოტა ფენინგი Valentino-ის წითელი ფერის კაბაში იწონებდა თავს ლონდონში გამართულ ფილმის პრემიერაზე. ვერა ფარმიგა Elie Saab-ის კაბაში ლოს-ანჟელესში გამართულ ფილმის პრემიერაზე მიშელ მონაჰანი Dolce & Gabbana -ს გასაღებებიან კაბაში ლოს-ანჟელესში გამართულ წვეულებაზე 475 3-ს მოსწონს 1-ს არა
|