x
image
პერსეპოლისი
პარიზული მოდის პირველი ჩვენება საბჭოთა კავშირში

1959 წელს, საბჭოთა კავშირის დედაქალაქ მოსკოვში პარიზული მოდის პირველი ჩვენება გამართა, სადაც უდიდესი ნოვატორის, ფრანგი დიზაინერის, კრისტიან დიორის მოდის სახლის კოლექცია იყო წარდგენილი.
1946 წლის 16 დეკემბერს, კრისტიან დიორმა პარიზში საკუთარი
მოდის სახლი გახსნა, სადაც 85 თანამშრომელი იყო დასაქმებული. მალევე, 1947 წელს მოხდა მისი შედევრების საზოგადოებისათვის და მოდის კრიტიკოსებისათვის ჩვენება, ხოლო 1959 წელს დიორის მოდის სახლის წარმომადგენლები მოდელებთან ერთად საბჭოთა კავშირში პირველი დეფილეს გასამართად გაემგზავრნენ. ცნობილი ფრანგი მოდელების ქალაქში საჯაროდ სეირნობა და ხალხისათვის კაბების ჩვენებას ჟურნალი „LIFE“ იღებდა.
დღესდღეობით დიორი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანია მოდის
ინდუსტრიაში, რომელიც მოდის ტენდეციებს ქმნის. მოდელებისათვის კი მისი ტანსაცმლის მორგება და ჩვენებაზე გამოსვლა დიდი პატივია, რაც მათთვის უდიდესი პოპულარობის მომტანიც არის და მათ ფასს ერთი ორად ზრდის. დიორის მოდის სახლის ბუტიკები გახსნილია პარიზში, მილანში, ლონდონში, ნიუ-იორკში, ტოკიოში, ჰონგ კონგში, სან პაულუში, სეულში, მადრიდში, ნიუ დელიში, შანხაიში და მსოფლიოს სხვა ქალაქებში.
ამ სტატიაში გთავაზობთ ჟურნალ „LIFE“-ის მიერ გადაღებულ
ფოტოებს, რომლებზედაც საბჭოთა კავშირის მოსახლეობა გაოცებული აკვირდება პარიზელ მოდელებს.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


0
130
2-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0