x
image
პერსეპოლისი
მაღვიძარა, რომელიც ცხელ-ცხელი ყავით გაგაღვიძებთ
დილით ადრე გაღვიძება მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობის
პრობლემაა, რომლის მოგვარებაც არც ისეთი მარტივია. ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალება მაღვიძარა არის, მაგრამ ნებისმიერი მაღვიძარა შეგიძლია გამორთო და ძილი განაგრძო. არაფერი არ გვაძლევს გაღვიძების სრულ გარანტიას. ძილის სიყვარულმა უამრავი რამ შეიძლება მოგაფიქრებინოთ და გაგაკეთებინოთ ძილის გახანგრძლივების მიზნით.
გაღვიძებისას მაღვიძარა ნამდვილად უცვლელი ელემენტია,
რომლის შემდეგაც თითოეულ ადამიანს გამოფხიზლების საკუთარი მეთოდი აქვს. ეს მეთოდი როგორც წესი, უმეტეს შემთხვევაში ჩაის ან ყავას უკავშირდება. მაგრამ როდესაც უნივერსიტეტში, სამსახურში ან სხვა დანიშნულების ადგილას გაგვიანდებათ, ყველაზე მარტივი ყავის მოდუღებაც კი დროს გართმევთ, რაც იძულებულს გხდით, ნახევრად ფხიზელი შეუერთდეთ აქტიურ ცხოვრებას.
სწორედ ამიტომ, ბრიტანელმა დიზაინერმა ჯოშ რენუფმა ისეთი რამ შექმნა, რომ თავისუფლად შეგვიძლია, მას მაღვიძარების მეფე ვუწოდოთ. მან ყველა შესაძლო პრობლემა გაითვალისწინა და შეეცადა
მსოფლიო მნიშვნელობის გამოგონება რეალობად ექცია. მის მიერ შექმნილი და დაპროექტებული მაღვიძარა თქვენი გაღვიძების მომენტში პარალელურად ცხელ-ცხელ ყავას მოგიდუღებთ, რომლის სურნელსაც შეუძლია უფრო მალე გაგაღვიძოთ.

image


image


image


image



image


3
33
5-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
33
  
2014, 5 სექტემბერი, 23:43
რა კარგია, დილით ადრე არსად მეჩქარება, მაგრამ 12 საათზე დავაყენებდი მაღვიძარას და ყავას გეახლებოდით :)))
2014, 5 სექტემბერი, 23:11
მე ისეთი ბედი მაქვს ყოველ დილით დავიდუღრები...
0 1 3