x
image
Lady in blue
ღარიბაშვილი 23 სექტემბერს აშშ-ს ეწვევა

imageსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 23 სექტემბერს ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას და პირველი ლედის მიშელ ობამას სახელით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრება, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიასთან დაკავშირებით გაიმართება.
საქართველოს მთავრობის მეთაური მიღებაზე მიწვეულია მეუღლესთან ერთად.
საზეიმო საღამოს გაერო-ს გენერალური ასამბლეის მონაწილე ქვეყნების დელეგაციების ხელძღვანელები და მათი მეუღლეები დაესწრებიან.
უკვე ცნობილია, რომ 26 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.
გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

0
7
3-ს მოსწონს
ავტორი:Lady in blue
Lady in blue
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0