x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134629
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508794
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების განათლება

image დღეს, საქართველოში, ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას ინკლუზიური ბავშვების ინტეგრაციისთვის საჭირო პირობების არ არსებობა და მათი საზოგადოებიდან გარიყვა წარმოადგენს.ინკლუზიური განათლება გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების ინდივიდუალურ და მოდიფიცირებული სასწავლო გეგმით სწავლებას, ხოლო ინკლუზიური ბავშვები არიან ისინი, ვინც იღებენ ინკლუზიურ განათლებას.

ინკლუზიური განათლების უმიშვნელოვანესი შედეგი ბავშვის სოციალური ინტეგრაციის, მეტყველების, ქცევის გაუმჯობესებასთან ერთად თვითშეფასების ამაღლებაცაა.ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ ჯანმრთელი ბავშვები ეჩვევიან განსხვავების პატივისცემასა და მის მიღებას, უფრო ემპათიურები ხდებიან, უჩნდებათ სურვილი, დაეხმარონ ერთმანეთს.სირთულეები, რომლებიც ინკლუზიურ განათლებას ახლავს თან არც თუ უმნიშვნელოა. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები მკვეთრად განსხვავდებიან ნორმისაგან და შესაბამისად მათ განსაკუთრებული მიდგომა სჭირდებათ.სჭირდებათ სპეციალურად გადამზადებული მასწავლებელი, რომელიც შეძლებს და ისე ააწყობს სასწავლო პროგრამას, რომ ყველა მოსწავლის უფლება თანაბრად იყოს დაცული.თითოეულ მოსწავლეს დაეთმობა თანაბარი დრო და თანაბრად მიეცემათ საშუალება საკუთარი შესაძლებლობების განსავითარებლად.თეორია ინკლუზიის შესახებ, რომ კარგია ამაზე ცალსახად შეიძლება შევთანხმდეთ და ისიც უდავოა, რომ ყველა სკოლა ვალდებულია, მიმართვის შემთხვევაში მიიღოს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვი.თუმცა, პრობლემის მოგვარების იდეალური საშუალების არსებობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ პრობლემა აღარ არსებობს.ერთია რა უნდა იყოს და მეორე -რეალურად რა ხდება ამ მხრივ საქართველოში.


თუ ამ საკითხს მხოლოდ ერთი მხრიდან განვიხილავთ პრობლემის მოსაგვარებლად ეს საკმარისი არ იქნება.განვიხილავ იმ მიმართულებებს, რომლების ურთიერთთანამშრომლობისა და დახმარების შედეგად აუცილებლად შეძლებენ სერიოზული ნაბიჯების გადადგმას და რეალური დახმარების გაწევას ინკლუზიური ბავშვების დასახმარებლად.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების განათლების სფერომ მრავლი ცვლილება განიცადა, რაც გამოწვეულია მათი განსხვავებული სოციალური, ეკონომიკური, კულტურულ- პოლიტიკური მდგომარეობითა და შეზღუდული შესაძლებლობებით.ეს ცვლილებებია: ბავშვების განვითარებისა, მათი პრობლემებისა და სწავლების მეთოდოლოგიის გაცნობიერების დონე; დემოკრატიის განვითარების მიზნით განათლებისა და მრავალფეროვნების აღიარება და დაფასება;ბავშვებისთვის განკუთვნილი სწავლების მეთოდოლოგიის, მიდგომისა და შეფასების სისტემის შემუშავება ბავშვების განვითარებისა და მათი პრობლემის ერთობლივი გაცნობიერების საფუძველზე...ეს ცვლილებები უკავშირდება სამოქალაქო საზოგადოებაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს და შეიძლება ითქვას, რომ ამ კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯები სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი კოალიციების ადვოკატირებისა და ლობირების შედეგია.სამწუხაროდ, იშვიათად ხდება მათ მიერ ჩატარებული პროექტების ნათლად, მკაფიოდ გაშუქება, საზოგადოებისთვის გაცნობა.


სხვა სირთულეებთან ერთად ყველაზე ძნელად მოსაგვარებელი პრობლემაა, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს საზოგადოებრივი მზაობა უნარშეზღუდული ბავშვების ჩვეულებრივ სასკოლო სისტემაში ჩართვისა.არც სკოლები და მასწავლებლები, არც უნარშეზღუდული თუ ჯანმრთელი ბავშვების მშობლები არ არიან მზად, რომ უნარშეზღუდული ბავშვი საკუთარი შესაძლებლობების შესაბამისად ჩაერთოს სასკოლო ცხოვრებაში და ამით საფუძველი ჩაეყაროს საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას.ამისთვის აუცილებელია ქართული საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რაც განაპირობებს ამ სფეროში პრობლემის ადვილად მოგვარებას.


დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა, რომ ინკლუზია არ გულისხმობს მხოლოდ ბავშვების განაწილებას იმ სკოლებში, სადაც ხორციელდება ინკლუზიური განათლება.დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხარისხიანი განათლების მიღებას მეგობრულ გარემოში, სადაც არსებობს მრავალფეროვნება და იგი აღიარებულია, როგორც თითოეული მოსწავლის სულიერი გამდიდრების წყაროდ.მასწავლებლები უნდა გრძნობდნენ ბავშვების მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს.მოსწავლეებს შორის უნდა არსებობდეს თანადგომის და არა მეტოქეობის პრინციპი.ყველა ბავშვს აქვს უფლება სწავლობდეს ისეთ სკოლაში, რომელიც მათ მისცემს უნარ-ჩვევების გამოვლენის შესაძლებლობას.უნარშეზღუდული ბავშვების საზოგადოებასთან ინტეგრაციისთვის აუცილებელია მთავრობამ გაატაროს სხვადასხვა რეფორმა.ასეთი ნაბიჯები უფრო დააჩქარებს ამ პრობლემის მოგვარებას და უნარშეზღუდული ბავშვები აღარ იგრძნობენ თავს გარიყულად.ამ მხრივ რეფორმების გატარება უკვე დაწყებულია.საჯარო სკოლებში (თუმცა ყველაში არა) იღებენ უნარშეზღუდულ ბავშვებს და მათ დამატებით გაკვეთილებსაც უტარებენ . ახლა მთავარია ეს პროცესი არ შეჩერდეს და პირიქით, უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს მათ განათლებას, ეს ხომ მათი უფლებაა.

0
1851
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფიკო წითლანაძე
სოფიკო წითლანაძე
1851
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0