x
სატელიტური კომპანია SES-ის 2014 წლის პირველი ნახევრის დინამიური ფინანსური მაჩვენებელი

სატელიტური კომპანია SES-ი 2014 წლის პირველი ნახევრის image
ფინანსურ
ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, კომპანიის მკვეთრი პროგრესია ასახული. SES ევროპის ყველაზე დიდი სატელიტური კომპანიაა, რომელმაც სულ ახლახან კიდევ ერთი, რიგით 56-ე თანამგზავრი განათავსა კოსმოსურ სივრცეში. კომპანიის ამ თანამგზავრის გაშვება კი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგანაც სწორედ ეს უკანასკნელი თანამგზავრი მთელს აღმოსავლეთ ევროპას, მათ შორის საქართველოს, ციფრულ სიგნალს მიაწვდის. საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე კი 2015 წლის ზაფხულიდან გადადის.

თბილისი, 7 აგვისტო, 2014 წელი. SES S.A - გლობალური სატელიტური ოპერატორი (კოტირდება პარიზის და ლუქსემბურგის Euronext–ის საფონდო ბირჟაზე: SESG) წლის პირველი ნახევრის ფინანსური შედეგების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.

სატელიტური კომპანია SES-ის წლევანდელი წლის პირველი ნახევრის შემოსავალი წინა წელთან შედარებით 28, 4 მილიონი ევროთია გაზრდილი და 910, 5 მილიონი ევროდან 938, 9 მილიონ ევროს აღწევს. ეს მონაცემი კი გასული წლის მონაცემებთან შედარებით, კომპანიისთვის 6, 3%-იან ზრდას განაპირობებს მყარი სავლურო კურსის პირობებში. ხოლო რაც შეეხება პირობით წმინდა მოგებას, იგი 9, 4 პროცენტით გაიზარდა და 437, 5 მილიონ ევროს მიაღწია. ყველაზე დიდი სატელიტური ოპერატორის საკონტრაქტო ვალდებულებები 2014 წლის ივნისის ბოლოსთვის 7, 2 მილიარდ ევროს შეადგენს.

შედეგებზე კომენტარს აკეთებს კომპანია SES-ის პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი კარიმ მიშელ საბაღი:

“2014 წელს SES-მა განაგრძო წარმატებული განვითარება, რამაც უზრუნველყო სტაბილური ფინანსური შედეგების მიღება პირველი ნახევარი წლისათვის. ამას ადასტრურებს ჩვენი კომპანიის ძირითადი რეგიონებისა და საბაზრო ვერტიკალის განვითარების სტრატეგიაც. მიმდინარე წელს ევროპულმა ბაზარმა და საერთაშორისო სეგმენტმა მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა, თუმცა ამის ფონზე ჩრდილოამერიკული ბაზარი კვლავაც ექვემდებარება სეკვესტრირებას ამერიკის მთავრობის მიერ: ფინანსური რეგულაციები 2014 წელს განახლდა.

მოცემული საანგარიშო პერიოდისათვის ჩვენმა კომპანიამ ჩაუშვა სამი (3) თანამგზავრი, რამაც გაზარდა ჩვენი სიმძლავრე ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. კიდევ ოთხი (4) თანამგზავრი შემუშავების სტადიაზეა, მათ შორის უკანასკნელ პერიოდში წარმოდგენილი თანამგზავრო SES-12
– იგი წარმოადგენს ჰიბრიდულ აპარატს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონისათვის და აღჭურვილია HTS სასარგებლო დატვირთვითა და ელექტროპლაზმური ძრავის სისტემით. მოცემული პროგრამები წარმოადგენს ჩვენი საშუალოვადიანი გეგმის CapEx –ის კომპონენტებს და აძლიერებს ჩვენს პოზიციებს მიზნობრივ ბაზრებზე.

2014 წლის 10 ივლისს სატელიტურმა კომპანიამ O3b Networks, რომელშიც SES აქციების მნიშვნელოვან პაკეტს ფლობს და რომელმაც დააფუძნა პროგრამა 'Fibre in the Sky’ (ოპტიკური ბოჭკო ზეცაში) წარმატებით ჩაუშვა ოთხი თანამგზავრისაგან შემდგარი მეორე ჯგუფი. O3b კვლავაც გააგრძელებს კომერციული მომსახურებების მთლიანი პაკეტის მიწოდებას ორბიტალური ტესტირებების დასასრულებლად. მოუთმენლად ველით O3b-ს კომერციული მომსახურებების დაწყებას კლიენტებისათის, რომლებიც მუშაობენ ბაზრებზე ინფრასტრუქტურის არასაკმარისი დონით”.

კომპანია SES საკუთარი ფლოტილიის განვითარება-გამოყენების გეგმის შესურლებასაც აგრძელებს. SES 8 და ASTRA 2E ექსპლუატაციაში 2014 წლის თებერვალში შევიდა. ივნისის დასაწყისში კი დანერგილ იქნა და მუშაობა დაიწყო თანამგზავრმა ASTRA 5B, ხოლო მანამდე, ცოტა ხნით ადრე, 2014 წლის მაისში თანამგზავრი AMC-5 ორბიტიდან იქნა გაყვანილი. ახალი თანამგზავრების მეშვეობით კი ტრანსპონდერების სიმძლავრე 6, 5 პროცენტით გაიზარდა.

კომპანია SES-ის ფინანსური მაჩვენებლის ზრდა ბრაზილიის საფეხბურთო ჩემპიონატმა მნიშვნელოვნად გაზარდა, რადგანაც მიმდინარე მატჩების გასაშუქებლად მოთხოვნამ თანამგზავრულ ტევადობაზე 39 000 საათს გადააჭარბა, რისთვისაც 450MHz სიმძლავრე გახდა საჭირო დროებითი გამოყენებისათვის.

HD+ პლატფორმა აგრძელებს განვითარებას გერმანიაში და 2014 წლის ივნისის ბოლოსათვის უკვე 1.5 მილიონ აქტიურ აბონენტს ითვლის, რაც წარმოადგენს 29%-იან ზრდას წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით. ამას გარდა, 1.3 მილიონი ოჯახი მოიხმარს უფასო საცდელ ვერსიას. ამასთან, HD+ მაყურებელს 20 HD ტელეარხს სთავაზობს.


SES–ის შესახებ

SES თანამგზავრული მაუწყებლობის წამყვანი ოპერატორია, რომელსაც 56 გეოსტაციონარული თანამგზავრი აქვს. კომპანია სატელიტურ საკომუნიკაციო სერვისს აწვდის ტელემაუწყებლებს, ინტერნეტპროვაიდერებს, მობილურ და ფიქსირებულ ოპერატორებს, ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

SES-ისათვის პრიორიტეტულია ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობა, მაღალხარისხიანი მომსახურება და პროფესიონალიზმი მსოფლიოს სამაუწყებლო ინდუსტრიაში. კომპანიის რეგიონალურ ჯგუფებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში მუშაობენ, მჭიდრო ურთიერთობა აქვთ მომხმარებელთან, რათა გაითვალისწინონ და მაქსიმალურად დააკმაყოფილონ მათი მოთხოვნები.

SES (Euronext პარიზის და ლუქსემბურგის საფონდო ბირჟაზე: SESG) ფლობს და მართავს ASTRA Satellite System-ს. ის ფლობს წილს კანადისა („Ciel“) და მექსიკის („QuetzSat“) თანამგზავრულ კომპანიებში, ასევე - სტრატეგიულ წილს O3b Networks-ის თანამგზავრული ინფრასტრუქტურის გაშვებაში.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.ses.com

0
17
1-ს მოსწონს
ავტორი:SES Astra
SES Astra
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0