x
image
Lady in blue
აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების დამატება და შეცვლა 8 აგვისტომდე შეეძლებათ

გამოცდების ეროვნული ცენტრიგამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტების საყურადღებოდ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ წელს მეორადი ჩარიცხვები აღარ იქნება.

"შეგახსენებთ, რომ წელს მეორადი ჩარიცხვები აღარ განხორციელდება, რადგან აბიტურიენტებს საშუალება აქვთ განუსაზღვრელი რაოდენობით მიუთითონ სასურველი საგანმანათლებლო პროგრამები, მათ შორის ყველა, სადაც მათ მიერ წარმატებით დაძლეული არჩევითი საგანი ან საგნები ბარდება.

აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების დამატება/შეცვლა 8 აგვისტოს 18:00 საათამდე შეეძლებათ. ეს პროცესი სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებასთან ერთად შეწყდება" - წერია განცხადებაში.

0
23
2-ს მოსწონს
ავტორი:Lady in blue
Lady in blue
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0