x
რელიგიისა და ოჯახის,როგორც სოციალური ინსტიტუტის ურთიერთკავშირი

image საზოგადოებასა და რელიგიას შორის ურთიერთობას მრავალი განზომილება აქვს.როდესაც ვსაუბრობთ ამ განზომილებებზე ჩვენ შეგვიძლია, განვიხილოთ რელიგიასა და პოლიტიკას შორის ურთიერთმიმართების პრობლემა, ასევე, ვისაუბროთ რელიგიასა და ეკონომიკას შორის არსებულ მჭიდრო კავშირებსა და მათ შორის არსებულ წინააღმდეგობებზე.საინტერესოა, გენდერთან რელიგიის მიმართებაც მაშინ, როცა მასთან მიმართებაში თითქმის ყველა რელიგიას საკუთარი ხედვა და მიდგომა აქვს შემუშავებული.მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ რელიგიასა და საზოგადოებას შორის კავშირზე ზემოთ ნახსენებ განზომილებებთან ერთად მნიშვნელოვანია, ყურადღება გავამახვილოთ რელიგიასა და ოჯახის, როგორც სოციალური ინსტიტუტის ურთიერთკავშირზე.სწორედ, ამ უკანასკნელზე მინდა შევაჩერო ყურადღება და უფრო ვრცლად განვიხილო.

ოჯახი იმდენად ძველი და ტრადიციული სოციალური ინსტიტუტია, რომ გაჩნდა წარმოდგენა მისი როგორც რელიგიურობის მატარებელ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფენომენზე.შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოჯახი ადამიანების საკრალური ერთობაა. ამის საფუძველს ის ფაქტი იძლევა, რომ მთელ რიგ საზოგადოებებში რელიგიური რიტუალები ოჯახში სრულდებოდა და ეს ტრადიცია გარკვეულწილად დღემდეა შემორჩენილი. მართალია, რელიგიური რიტუალების გარკვეული ნაწილი დღესაც სახლში აღესრულება, მაგრამ ის რასაც დღეს ოჯახს ვეძახით დიდად განხვავდება იმისგან, რასაც ძველ დროში ერქვა იგივე სახელი.საზოგადოებრივი განვითარების კვალობაზე ოჯახმა დაკარგა საზოგადოებრივი დანიშნულება და კერძო სოციალურ ინტიტუტად ჩამოყალიბდა, თუმცა რელიგიის გავლენა მასზე მაინც ძალაში დარჩა.რელიგიის "პრივატიზაციის "პროცესმა რელიგია ადამიანის პირადი, კერძო არჩევანის სფეროს კუთვნილება გახადა და რელიგიის თავშესაფარი თანამედროვე საზოგადოებაში ოჯახი გახადა.ოჯახის, როგორც პირველადი სოციალური ინსტიტუტის გამყარებას ქრისტიანული კულტურის ქვეყნებში რელიგია უწყობს ხელს, კერძოდ ქორწინების საიდუმლოს შესრულებით, ამიტომ ოჯახსა და ეკლესიას შორის მჭიდრო კავშირი არსებობს.


ისეთი რიტუალების შესრულება როგორიცაა:ბავშვის მონათვლა, სახლის კურთხევა, დაბადების დღის აღნიშვნა, გარდაცვლილისთვის წესის აგება, საფლავის კურთხევა და მრავალი სხვა ნათლად აჩვენებს ოჯახსა და რელიგიას შორის კავშირს.აღსანიშნავია ისიც, რომ ოჯახი რელიგიურ განათლებასაც უწყობს ხელს, ამიტომ ოჯახი და რელიგია ურთიერთშემავსებელ დამოკიდებულებაში იმყოფება.ოჯახი, როგორც სოციალიზაციის აგენტი დიდ როლს ასრულებს საზოგადოების მომავალი წევრების მიერ რელიგიური ნორმებისა და ღირებულებების გათავისების საქმეში.რელიგიური ნორმები მთელი რიგი აკრძალვებითა და ქცევის მაკონტროლებელი მექნიზმებით გარკვეულ მიმართულებას აძლევენ ოჯახის განვითარებას. მაგ.მოძღვრება ქორწინებაზე, ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობაზე და სხვა თითქმის ყველა რელიგიაშია მოცემული.


დღეს, თანამედროვე საზოგადოება დიდ ცვლილებებს განიცდის და ამ სოციალური ინსტიტუტების პოსთანამედროვე ტრანსფორმაციების ეპოქაში ოჯახს იმდენი პრობლემა დაუგროვდა, რომ რელიგია იქცა მის ნამდვილ თავშესაფარად.მათ გააცნობიერეს თუ რა საფრთხის წინაშე დგანან და საშველად რელიგიასა და ღმერთის რწმენას მიუბრუნდნენ.შეგვიძლია ვთქვათ, რომ რელიგია და ოჯახი იმდენად არის გადაჯაჭვული ერთმანეთზე, რომ დღევანდელი სიტუაციის შესაფასებლად უმჯობესია ეს ორის საზოგადოებრივი ერთობა ერთმანეთთან მიმართებაში განვიხილოთ. ასეთი მიდგომა ანალიზის უკეთეს საშუალებას მოგვცემს.

სოფიკო წითლანაძე



0
246
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფიკო წითლანაძე
სოფიკო წითლანაძე
246
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0