x
image
ვიზა კოხაძე
ყვითელი პრესა ჰოლივუდის ვარსკვლავის ფეხმძიმობაზე ალაპარაკდა

imageჭორი თუ სინამდვილე? ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ბრიტანული საიტი და ჰოლივუდის ბრწყინვალე ვარსკვლავის შარლიზ ტერონის უახლოეს დამაჯერებელ ფოტოებს აქვეყნებს.მოგეხსენებათ, რომ 38 წლის მოკაშკაშე ქალბატონმა ბოლო ერთი წელია რომანტიკული ურთიერთობა მასზე 19 წლით უფროს შონ პენთან დაამყარა. მიუხედავად იმისა, რომ შარლიზ ტერონი არა ერთი მამაკაცის გულს იპყრობდა, მსახიობმა საკუთარი გულის ძახილს მოუსმინა და მათ ერთი დღეც კი არ შეუძლიათ ერთმანეთის გარეშე - წერს წყარო.

ამჯერად კი საქმე სხვაგვარადაა. მუდამ ყურადღების ცენტრში მყოფი მსახიობი პაპარაცებმა მალიბუზე უცნაურ სტილზე ჩაცმული დააფიქსირეს და ფოტოები სოციალურ ქსელში განათავსეს, სადაც მსახიობი კარგად მოსუქებულია.სწორედ ეს გახდა მიზეზი მასზე გავრცელებული ჭორისა, რომ თითქოს ის ფეხმძიმედაა.image

გარდა ამისა, მსახიობმა ერთ - ერთ სუპერმარკეტში საჭიროზე მეტი რაოდენობის თანხა გადაიხადა, ( მას მხოლო 3, 75დოლარი უნდა გადაეხადა და გამყიდველს 100 დოლარიანი დაუტოვა) ისე ეჩქარებოდა, რომ ტკბილეული და სასუსნავები ჩქარა მიერთვა და რაც შეიძლება სასწრაფოდ დაეტოვებინა მაღაზია. როდესაც გამყიდველმა შარლზს ხურდა შესთავაზა, მსახიობი უკან მოუბრუნებლად გაშორდა იქაურობას. image

ფოტოებზე ნათლად ჩანს, რომ მუდამ ფორმაში მყოფ მსახიობს ცოტა თეძოები აქვს გადიდებული.გამორიცხული არაფერია, მაგრამ საინტერესოა, რატომ უკვირს ვინმეს მსახიობის ფეხმძიმობა - ის ხომ უზომოდ შეყვარებულია შონ პენზე.

image

0
89
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0