x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ესტუმრება თუ არა წელს ანაკლიას 16 000 უკრაინელი გოგო

image

რამოდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში, კერძოდ ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის პოპულარული ფესტივალი "კაზანტიპი" გაიმართება. ფესტივალი 1992 წლიდან უკრაინაში, ყირიმის ნახევარკუნძულზე იმართებოდა. თუმცა, რუსეთის ფედერაციის მიერ, ყირიმის ოკუპაციის შემდეგ ე.წ "ნარინჯისფერი რესპუბლიკის" (იგივე კაზანტიპის) პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ფესტივალი ანაკლიაში გადმოეტანა. წელს ის მხოლოდ 20-30 აგვისტომდე გაგრძელდება. ბევრი მუსიკა, გართობა, თავისუფლებით ტკბობა, უამრავი ლამაზი ნახევრად ან მთლიანად შიშველი გოგონა, ასეთია "კაზანტიპის" რეალობა. მოკლედ, "სრული სამოთხე", რომელსაც წლების განმავლობაში ევროპიდან მრავალი ტურისტი სტუმრობდა, ახლა საქართველოში იქნება? ეს ჯერ კიდევ დაუზუსტებელი ინფორმაციაა, რადგან "კაზანტიპის" ოფიციალური საიტის მთავარ გვერდზე წერია, რომ ფესტივალი წელს time-out-ს იღებს. ამის მიუხედავად საიტი, აქვეყნებს ინფორმაციას ანაკლიის შესახებ. ტურისტებს აცნობს მის მდებარეობას, პირობებსა და მოუთხრობს აქაური მცხოვრებლების სტუმართმოყვარეობაზე. როგორც საიტზეა აღნიშნული საქართველოში უვიზო რეჟიმი აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსის, ტაჯიკეთის, ყაზახეთის, მოლდოვის, უზბეკეთის, ყირგიზეთისა და უკრაინის მოქალაქეებისათვის მოქმედებს. ანაკლიაში იგეგმება კარვების გაშლა, რომელიც დღე-ღამის განმავლობაში 5 დოლარი ეღირება. საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ახლო მომავალში გაირკვევა. იქნება ეს "ერის გარყვნის" პროპაგანდა თუ უბრალოდ უკრაინასთან ურთიერთობის და საქართველოს ეკონომიკის გამყარება? საინტერესოა თქვენი აზრიც. როგორ მიიღებს ან საერთოდ, მიიღებს თუ არა ქართველი ხალხი ასეთი ტიპის "აღვირახსნილ" ფესტივალს. ახლა კი წარმოგიდგენთ ფოტოებს "კაზანტიპიდან":

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage





















1
148
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
148
  
2014, 27 ივნისი, 21:03
სტატიაში არ არის დაცული ობიექტურობა და ალბათ არც იბრალებს ავტორი. :)))
0 1 1