x
მეტი
  • 09.05.2024
  • სტატია:134680
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508881
ყავა "მარტო დალევა არაა საკმარისი"

ყავა ყავის მარცვალი მოვხალოთ ნელ ცეცხლზე, თან ხშირად ვურიოთ. ყავამ უნდა მიიღოს წაბლისფერი და არა შავი ფერი. ზედმეტად მოხალული ყავა დაკარგავს ეთეროვან ზეთებს და მომწარო გემოს მიიღებს. მოხალული ყავა იმავე ტაფაზე არ უნდა დავტოვოთ გასაციებლად, არამედ უნდა დავყაროთ საცერზე ან სუფთა ფიცარზე. კარგად გაციებული, მოხალული ყავის მარცვლები ჩავყაროთ ჰერმეტიულად დახურულ ყავის ჭურჭელში და შევინახოთ მშრალ ადგილას. დაფქვილი ყავა შენახვის დროს ნაწილობრივ კარგავს გემოს და არომატს. ამიტომ ყავა უნდა დავფქვათ საჭიროების მიხედვით. მისი დაფქვა წარმოებს სპესიალურ ყავის საფქვავში. რამდენად უფრო წვრილად დავფქვავთ ყავას, იმდენად უფრო მეტ ნაყენს მივიღებთ. დაფქულ, გამზადებულ ყავას ( ერთი-ერთნახევარი ჩაის კოვზი ერთ ჭიქა წყალზე-გემოვნების მიხედვით) დავასხათ ცხელი წყალი, დავდგათ ცეცხლზე და როგორც კი დაიწყებს ადუღებას, მაშინვე გადმოვდგათ, ცოტა ხანს გავაჩეროთ და დავასხათ ჭიქებში. შაქარი შეიძლება ყავასთან ერთად ჩავყაროთ ადუღებამდე, ან ცალკე მივიტანოთ სუფრაზე საშაქრით. ასევე ცალკე მივიტანოთ შესაფერისი ჭურჭლით რძე ან ნაღები.

0
37
3-ს მოსწონს
ავტორი:ონოფინტე
ონოფინტე
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0