x
მეტი
  • 09.05.2024
  • სტატია:134680
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508878
ლაზანია
imageშემადგენლობა:

პარმიზანის ყველი-400გრ.

ლაზანიის ფურცლები.


შიგთავსი(ხორცის სოუსი):


ლორი-200გრ.

გახეხილი პომიდორი-800გრ.

წიწაკა-გემოვნებით.

წითელი მშრალი ღვინო-2ჭ.

ზეითუნის ზეთი-8ს/კ

ხახვი-1თავი.

სტაფილო-1ც.

ნიახური-1კონა.

მარილი-გემოვნებით.

საქონლის ფარში 500-600გრ.

ნიორი-1კბილი.


"ბაჩამელის სოუსი"

რძე-1ლიტრა.

მარილი გემოვნებით.

ფქვილი-2-3ს/კ.

დაფნის ფოთოლი-1ცალი.

კარაქი-200გრ.


მომზადების წესი:ხორცის სოუსი.

ავიღოთ ცოტა ღრმა ტაფა გავაცხელოთ და დავასხათ ზეითუნის ზეთი.გაცხელების შემდეგ დავყაროთ ტაფაზე ხახვი და ნიორი წვრილად დაჭრილი და დაველოდოთ სანამ ხახვი არ გახდება გამჭირვალე.შემდეგ დავაყაროროთ სტაფილო და ნიახური ასევე წვრილად დაჭრილი და ვთუშოთ დაბალ ცეცხლზე 5წთ. განმავლობაში.როცა მოითუშება დავამატებთ საქონლის ფარშს და წვრილად დაჭრილ ლორს, და დაველოდებით სანამ ხორცი არ მიიღებს ღია ყავისფერ ფერს.დავასხავთ ღვინოს და მოვთუშავთ 10წთ. და ბოლოს დავამატებთ გახეხილ პომიდორს და დაბალ ცაცხლზე გავაგრძელებთ მის მოთუშვას საათ ნახევარი ან ორი საათი.


მომზადების წესი:ბაჩამელის სოუსი.

ავიღოთ ქვაბი ჩავასხათ რძე ჩავაგდოთ დაფნის ფოთოლი და დაბალ ცეცხლზე მოვადუღოთ. როგორც კი რძე ადუღდება გადავდგათ გვერდზე, ავიღოთ ტაფა გავადნოთ კარაქი და ნელ ნელა დავამატოთ ფვქვილი რომელიც ნელ ნელა გამოუშვებს მოხალული თხილის სუნს.ამიშ შემდეგ რძიდან ამოვიღოთ დაფნის ფოთოლი და ნელ ნელა დავუმატოთ ფქვილს, შემდეგ დავაყაროთ მარილი გემოვნებით და ვადუღოთ 2-3წუთი.


ავიღოთ მაღალი შუშის ჯამი და მივყვეთ, პირველ რიგში ვალაგებთ ლაზანიას ფოთლებს, ვასხავთ ხორცის სოუს ისე რომ ყველა ფენა დაიფაროს და ისევ ვაწყობთ ლაზანიას ფურცლებს, შემდეგ ვიმეორებთ იგივეს და ვასხავთ ხორცის სოუს, ბაჩამელის სოუს და ვახეხავთ პარმიზანის ყველს და ისევ ვაწყობთ ლაზანიის ფურცლებს.ასე ვიმეორებთ სანამ არ მივალთ ბოლო ფენამდე.ბოლო ფენას ვასხავთ ბაჩამელის სოუს, ვახეხავთ პარმიზანს ვფუთავთ ფოლგით და ვდებთ ღუმელში 40წუთი.


ჩვენი ლაზანია მზადაა.:)





1
68
შეფასება არ არის
ავტორი:N..22
N..22
68
  
2014, 23 ივნისი, 20:13
ამაზე გემრიელი არაფერი არ გამისინჯავს....ისე მეეჭვება სახლში ვინმეს გამოუვიდეს ისეთი ლაზანია როგორსაც რესტორანში აკეთებენ.
0 1 1