x
image
natia.a
ლგბტ აქტივისტების მოთხოვნით, თამარ ივერს ოპერიდან ათავისუფლებენ
imageლგბტ საზოგადოება ავსტრალიის ოპერისგან ითხოვს იქ მოღვაწე ქართველი სოპრანოს, თამარ ივერის გათავისუფლებას. ამის მიზეზია მომღერლის მიერ 2013 წლის მაისში ფეისბუქის პირად გვერდზე პრეზიდენტ მარგველაშვილისადმი გამოქვეყნებული მიმართვა, სახელწოდებით "ნუ ატენით ქართველ ხალხს პირში დასავლეთიდან წამოსულ ფეკალიებს".


აღნიშნული წერილით თამარ ივერი თბილისში 2013 წლის 7 მაისს განვითარებულ მოვლენებსა და ამ მოვლენებზე გიორგი მარგველაშვილის შეფასებას გამოეხმაურა. ცნობილმა მომღერალმა თავისი კრიტიკული დამოკიდებულება გამოთქვა ლგბტ საზოგადოების მიერ მოწყობილი აქციისადმი და პრეზიდენტს საკუთარი ერის გვერდით დგომისა და ეროვნული ღირსებების დაცვისაკენ მოუწოდა.



საერთაშორისო ლგბტ ასოციაციის წევრებმა პარიზის ოპერასაც მოთხოვეს თამარ ივერის გათავისუფლება, რის შედეგადაც ქართველი სოპრანოს გამოსვლები გაუქმდა.


ავსტრალიელი აქტივისტები იგივეს ითხოვენ ავსტრალიის ოპერისგანაც და მომღერლის პირად გვერზე შეურაცხმყოფელ კომენტარებს არ იშურებენ. თავად ადმინისტრაციას კი ამ მოთხოვნაზე ჯერ პასუხი არ აქვს.



P.S. გთავაზობთ პრეზიდენტისადმი თამარ ივერის მიმართვიდან ამონარიდებს .


"ერთს გთხოვთ... გამალებული ნუ ეწევით საქართველოს ხალხის მენტალიტეტში დასავლეთის "ფეკალური მასების" შემოტანა-პროპაგანდას. ნუ გსურთ ეს მასა ლამაზ პაკეტში შეფუთოთ, შანელის სუნამო მოაპკუროთ და ხალხს იგი სამკურნალო, გამაჯანსაღებელ ტალახად წარმოუჩინოთ. რაც არ უნდა ეწყინოს "მეგობარ დასავლეთს", საბედნიეროდ, ქართველმა ხალხმა გენიალურად იცის რა ხილი ჭამოს დასავლეთის მიერ შეთავაზებული მენიუდან და რა არა. ისევე, როგორც ამას ჩემი პატარა ძაღლი ხვდება."


"ასეთი აქციების თქვენს და თქვენი გუნდის მიერ კბილით დაცვას, არ ჯობია, ისეთი აღლუმები და ღონისძიებები მოიფიქროთ რაც ხალხს პირიქით განტვირთავს და განწმენდს? ევროპისგან რაღაც კარგი გადმოიტანეთ, თქვე დალოცვილებო, მაგალითად, ჯანმრთელობის დღე, სადაც მოეწყობა ხალხის რბოლა მარათონი, გადაიკეტება მთელი რუსთაველი და თავისუფლების მოედანი და დახლებზე გაიყიდება მხოლოდ ჯანსაღი საკვები და სპორტული ინვენტარი. ბავშვთა დღე, სადაც ასევე გამოტანილი იქნება დახლებზე უამრავი სათამაშო, საჭმელები სანახაობები, ატრაქციონები... ბავშვთა გასართობად მოარული მიკი მაუსის თუ სხვათა დიდი თოჯინები, ღია საბავშვო სპექტაკლები. თეატრში მოეწყოს გრანდიოზული OPERNBALL-ები როგორებიც არის ევროპაში, სადაც ხალხი მთელი წელიწადი ემზადება და ულამაზეს გრძელ საღამოს კაბებს ყიდულობენ, მამაკაცები კი სმოკინგებს და ფრაკებს, რომ ოპერის თეატრში ამ გრანდიოზულ ღონისძიებაზე შტრაუსის ვალსების და გალა კონცერტის თანხლებით... ცხენების ეტლებით, წითელი ხალიჩით შებრძანდნენ თეატრში და დატკბნენ ცეკვით, კონცერტით, ერთმანეთის ნახვით, ბუფეტით. ასევე შესანიშნავი იქნებოდა, წელიწადში ერთხელ "რეტრო დღე", სადაც ყველა, ქალაქის გადაკეტილ ცენტრში ქართული ჩოხებით და ქართული კაბებით ივლიდა, იქნებოდნენ ყარაჩოხელები, კინტოები რეტრო სუფრები, ცხენები, ეტლები, ტელევიზიით მხოლოდ ძველი ისტორიული გადაცემები, რომ რაღაცით ხალხს და ახალგაზრდობას ერთი დღით აი, იმ ილიას და აკაკის ეპოქაში გვერგძნო თავი. ასევე ცხოველთა გამოფენები, შეჯიბრებები, ატრაქციონები. შეიძლება ბევრისთვის უკვე სულელურ ოცნებებში გადავედი მაგრამ, მოდით რა ეგ მილიონები ხალხის ცხოვრების გასამრავალფეროვნებლად და მათი უბადრუკი ცხოვრების ოდნავ მაინც გასალამაზებლად დახარჯეთ და არა მხოლოდ რაღაც პეპელასავით 2-დღიან და მერე მტვერში ჩაგდებულ პროექტებზე ან ასეთ აქციების ხელშეწყობაზე. მაგრამ... კეთილი პროექტი ხალხს აერთიანებს და, რა თქმა უნდა, უფრო სარფიანია რაღაც ისეთი ინტრიგა, რაც ხალხს ააწრიალებს და აგრესიას შობს."


"ჩემს გეი მეგობრებს საქართველოში ჩემგანაც და ხალხისგანაც სრული კომფორტი აქვთ. მათ არავინ არ ზღუდავთ, უფრო მეტიც, ბევრად უფრო დახვეწილი, რაფინირებული გემოვნება და ხასიათი და მანერები აქვთ, ვიდრე ქართველ ბიჭებს მაგრამ... ეს ყოველივე ხომ მაინც სექსუალური გადახრაა და ძალიან ღრმა და დიდი ისტორიის მართლმადიდებლურ საქართველოში მას არ სჭირდება პარადები, ფეიერვერკები, ბუშტები, აგიტაცია/პროპაგანდა და ძახილი, რომ რა მაგარი, უფრო მეტად ცივილიზებული, გამოსული COOL ხალხი ვართო. ეს ყოველივე ბავშვების ფაქიზ ბუნებაზე დამანგრევლად მოქმედებს, მით უმეტეს, რომ სამედიცინო თვალსაზრისით გეი-დ 50 ადამიანიდან დიდი დიდი 3 იბადება, დანარჩენებს იგი სწორედ მოდის აყოლის და რაღაც გარკვეულ ასეთ წრეში შესვლის შემდეგ უბრალოდ შეძენილი აქვს."




2
364
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
364
  
2014, 22 ივნისი, 10:58
ვაიმე მომწონს ეს ქალი.......რა კარგად და სწორედ მსჯელობს. ევროპაში ნაცხოვრები ცოტა ქართველი თუ ფიქრობს ასე....ეტყობა არ გაევროპელებულა და მასში კვლავ ცოცხლობს ქართული სული
2014, 21 ივნისი, 21:09
აი ეგ ხართ ე. გ არატრადიციული ორიენტაციის ხალხი დაგეშილები რასაც გინდა ლანძღავთ აფურთხებთ რას იცავთ თქვენც არ იცით, და ჩვენ ნატურალების თავისუფლებას ვინ დაიცავს, ეგ ხართ ავადმყიფები და სიმართლეს რომ გეუბნებიან არა ჯანმრთელები ვართო, აბსოლიტურად ყველა გეის ბავშვობაში სტრესი აქვს გადსტანილი, ზოგი გააუპატიურეს და ა.შ. რა გინდათ ვერ გავიგე იცხოვრეთ არავინ გეხებათ, ნატურალებსაც ცემენ და ამცირებენ და რა ვქნათ აქცუები მივაწყოთ ყოველ შეურაცყოფაზე. ფაქტია უკვე გადაი... ვეს არ ვიყავი და თქვენ თვითონ გამხადეთ გეებო ჰომოფობი!!
0 1 2