x
მეტი
  • 09.05.2024
  • სტატია:134680
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508881
ნამცხვარი შოკოლადის მუსით - დესერტი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს!
image

ეს უგემრიელესი, მარტივად მოსამზადებელი, გრილი და მსუბუქი ნამცხვარი გულგრილს ვერავის დატოვებს, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც შოკოლადი უყვარს.


ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, გთავაზობთ შოკოლადის მუსის ნამცხვრის მომზადების რეცეპტს.


ბისკვიტი:



100 გ. შავი შოკოლადი

70 გ. შაქარი

2 ცალი კვერცხი,

70 გ. კარაქი

30 გ. ფქვილი

1 ს.კ. რომი ან კონიაკი


შოკოლადი და კარაქი დავჭრათ კუბიკებად და გავალღოთ ორთქლის აბაზანაზე. ცალკე ავთქვიფოთ შაქარი და კვერცხები და დავამატოთ ჯერ კიდევ თბილ შოკოლადის მასას. დავამატოთ ფქვილი და რომი. ყველაფერი კარგად ავურიოთ და ჩავასხათ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ ყალიბში. უმჯობესია, თუ გამოვიყენებთ გასახსნელ მრგვალ ფორმას. გამოვაცხოთ 160 გრადუსზე 20 წთ-ით.


მუსი:


300 გ. შავი შოკოლადი

75 გ. კარაქი

400 მლ. ნაღები

3 ცალი კვერცხი

2 ს.კ. შაქარი


შოკოლადი და კარაქი გავალღოთ ორთქლის აბაზანაზე. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხები და შაქარი, ჩავასხათ თბილ შოკოლადის მასაში და კარგად ავურიოთ.


ავთქვიფოთ წინასწარ გაცივებული ნაღები. ფრთხილად შევურიოთ შოკოლადის მასაში, სათქვეფის წრიული მოძრაობით. მიღებული მასა გადავანაწილოთ გაგრილებულ ბისკვიტზე და შევდგათ მაცივარში მინიმუმ 5 საათით.


ამის შემდეგ შეგიძლიათ მორთოთ სურვილისამებრ: ხილის ნაჭრებით, გახეხილი შოკოლადით და ა.შ.


image






2
349
2-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
349
  
2014, 19 ივნისი, 14:17
ალბათ:) მაგრამ ვფიქრობ, უფრო მსუბუქია, ვიდრე კრემებიანი ტორტებია.
2014, 18 ივნისი, 22:46
ეს ძაან ნოყიერი იქნება :)
0 1 2