x
image
ვიზა კოხაძე
ბრაზილიის ნაკრებმა ძლიერი გამარჯვება მოიპოვა პირველივე მატჩზე ( + ბევრი ფოტო და ვიდეო )

imageბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელებმა, რომლებმაც პირველივე წუთებში მარცხი განიცადეს, ( რაც მარსელოს ატოგოლით აიხსნება) შემართება და რწმენა არ დაკარგეს და ხორვატიის საკმაოდ ძლიერ ნაკრებს კლასიკური თამაში აჩვენეს.

მოგეხსენებათ, გუნდების შეხვედრა მოხდა სან პაულოში «Коринтианс»

სტადიონზე, სადაც 70 ათასამდე გულშემატკივარი ესწრებოდა მსოფლიო ჩემპიონატის გახსნას.მატჩი ბრაზილიელმა მარსელომ საკუთარ კარში " ავტოგოლით" გახსნა მე - 11 წუთზე

.image

ამ წარუმატებელი სვლის შემდეგ დუბლი შექმნა ნეიმარმა, რომელმაც 29 - წუთზე ორიგინალური გოლი შეაგდო ხორვატიის კარში. იყო დაძაბული და ძალიან საინტერესო მატჩი ორივე გუნდის მხრიდან. ხორვატიელებმა არა ერთი საგოლე მომენტი შექმნეს ბრაზილიის კართან, მაგრამ მატჩის ბედი მაინც ბრაზილიელი ბომბარდირის - ნეიმარის დაუღალავმა და მუხლჩაუხრელმა თამაშმა გადაწყვიტა. 71 - ე წუთზე მან კიდევ ერთი გოლი შეაგდო მოწინააღმდეგის კარში.( ზუსტად 71 - ე წუთზე დანიშნა საჯარიმო იაპონელმა არბიტრმა იუიტი ნისიმურმა. გამარჯვებას წერტილი დაუსვა ბრაზილიელმა ოსკარმა და ანგარიში გახდა 3:1.( უნდა გენახათ მარსელოს ემოციური და ბედნიერი სახე, რომელმაც ოსკარის გოლზე გულიანად ამოისუნთქა).imageimage
მომდევნო მატჩს ბრაზილიის ნაკრები 17 ივნისს გამართავს მექსიკის ნაკრებთან, ხოლო რაც შეეხება ხორვატიას, ის დღეს ითამაშებს კამერუნთან.


0
22
7-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0