x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მსოფლიო ჩემპიონატის 10 ყველაზე არაჩვეულებრივი მონაწილე
მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში, რომელიც სტარტს 12 ივნისს აიღებს ბრაზილიაში 32 გუნდი მონაწილეობს..


ქვემოთ მოგითხრობთ მონაწილე გუნდებიდან ზოგიერთ არაჩვეულებრივ და საინტერესო ფეხბურთელზე.


1-ირანის ნაკრებში თამაშობს ერთადერთი ქრისტიანი, სხვათა შორის ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ირანის ეროვნულ გუნდში ქრისტიანია.

იგი გახლავთ სომხური წარმოშობის ფეხბურთელი ანდრანიკ თეიმურიანი, იგი თეირანში დაიბადა, ბავშვობიდანვე თამაშობდა ფეხბურთს და ამასთანავე შეინარჩუნა ქრისტიანული რწმენა.


image




















2-ბოსნია-ჰერცოგოვინიას ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი ადრეული ბავშვობიდან ლუქსემბურგში გადასახლდა, რადგან იმ დროს მის ქვეყანაში ომი იყო...გამოდიოდა ამ ქვეყნის სახელით..2008 წელს მან დაიბრუნა ბოსნიის მოქალაქეობა, აიღო პასპორტი და ახლა უკვე საკუთარი სამშობლოს ღირსებას დაიცავს.

image



















3-20 წლის ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი რაჰიმ სტერლინგი უკვე ბევრჯერ მოექცა ადგილობრივი პრესის ყურადღების ქვეშ..17 წლის იყო, როდესაც შემთხვევითი სქესობრივი კავშირის შედეგად 6 წლით უფროსმა ქალმა მას ქალიშვილი გაუჩინა.

image

















4-რუსეთის ნაკრების ნახევარმცველი ოლეგ შატოვი ვერასოდეს მოხვდებოდა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომ არა ერთი იღბლიანი გარემოება:მან 16 წლის ასაკში გამოიცვალა სპორტის სახეობა და დიდ ფეხბურთში გადაინაცვლა.

image






















5-ბრაზილიელი ჟივანილდ ვიეირა დე სოუზა "ჰალკის" სახელით გამოდის...."ზენიტის" ფორვარდმა ეს მეტსახელი იმიტომ აირჩია, რომ ბავშვობაში უზომოდ უყვარდა ამ მულტფილმის ყურება.

image6-მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი კოლუმბიის მეკარე ფარიდ მონდრაგონია, მას 21 ივნისს 42 წელი შეუსრულდება.

image




















7-კოსტა-რიკის ნაკრებში თამაშობს ფეხბურთელი, რომლის სახელია ელცინი.....არა ეს არაა დამთხვევა, მშობლებმა ბიჭს რუსეთის პირველი პრეზიდენტის საპატივცემლოდ დაარქვეს ასე.

image




















8-21 წლის ნახევარმცველი გრანიტ ჯაკა კოსოვოდან არის, თამაშობს გერმანიაში მიუნჰენგლადბახის "ბორუსიაში" და შვეიცარიის ნაკრების ღირსებას დაიცავს.

image9-აშშ-ს ნაკრებში თამაშობს აარონ იოჰანსონი, დაიბადა ისლანდიაში, შემდეგ გადაბარგდა აშშ-ში..ფეხბურთელი დიდხანს ჭოჭმანობდა, რომელი ქვეყნის მაისური მოერგო, ისლანდიის თუ ამერიკის..საბოლოოდ ზოლიანი ვარსკვლავებით გაწყობილი დროშა არჩია.

image



















10-მექსიკის ნაკრების ნახევარმცველი ისააკ ბრისუელა დაიბადა ამერიკაში, კალიფორნიაში ემიგრანტების ოჯახში..2 წლის ასაკში იგი "ისტორიულ სამშობლოში" გაამგზავრეს, მშობლები კი ამერიკაში მუშაობდნენ, რომ მათ შვილს ნათელი მომავალი ჰქონოდა...ამასობაში ყმაწვილმა თვითონ შეიქმნა კარიერა და ნათელი მომავალი, თამაშობდა ფეხბურთს ისე კარგად, რომ ახლა მექსიკის ნაკრების ღირსებას იცავს.

2
108
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
108
  
2014, 8 ივნისი, 17:00
ელცინი მაგარი იყო:D
0 1 2