x
მეტი
  • 28.05.2024
  • სტატია:134924
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509324
ნაყინის ტორტი
image


















ინგრედიენტები:


3 კვერცხი


45 გ. ფქვილი
45 გ. სიმინდის ფქვილი
100 გ. შაქარი

50 გ. შაქრის პუდრი

2 პაკეტი ვანილი
½ ჩ.კ. გამაფხვიერებელი
1000 მლ. სხვადასხვა ფერის ნაყინი
400 გ. 30%-იანი ნაღები.

გამომცხვარი ბეზე მოსართავად (სურვილის შემთხვევაში)


ბისკვიტის მომზადება:


კვერცხის ცილები ავთქვიფოთ ბეზეს კონსისტენციამდე. თანდათან დავამატოთ შაქარი და 1 პაკეტი ვანილი. ბოლოს შევურიოთ თითო-თითო კვერცხის გული. ხორბლის და სიმინდის ფქვილს შევურიოთ გამაფხვიერებელი, დავაცრათ კვერცხის მასას და ფრთხილად ავურიოთ. ცომი გადავიტანოთ 28 სმ. დიამეტრის მაღალ ყალიბში, რომელიც წინასწარ იქნება ცხიმწასმული და ფქვილმოყრილი. გამოვაცხოთ 25-30 წუთით 180 გრადუსზე.


მზა ბისკვიტი ბოლომდე გავაციოთ.


ბისკვიტზე კოვზით დავადოთ სხვადასხვა ფერის ნაყინის ბურთულები.


ავთქვიფოთ ნაღები. შევურიოთ შაქრის პუდრი და დარჩენილი ვანილი. ისევ კარგად ავთქვიფოთ. მიღებული კრემი გადავანაწილოთ ტორტზე.


ტორტი შეგვიძლია მოვრთოთ გამომცხვარი, დაქუცმაცებული ბეზეთი.


ამგვარი ტორტი აუცილებლად გაკეთებისთანავე უნდა მიირთვათ!




0
77
1-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0