x
image
ვიზა კოხაძე
50 მილიონ დოლარად შეფასებული ვილა სუპერ მოდელმა ჟიზელ ბიუნდჰენმა 40 მილიონად გაყიდა
image
48 წლის ამერიკელმა რეპერმა და პროდიუსერმა "Dr. Dre"

ცნობილი სუპერ მოდელის ჟიზელ ბიუნდჰენისა და მისი მეუღლის - ამერიკელი ფეხბურთელის ტომ ბრედისაგან 50 მილიონ დოლარად ღირებული ვილა 40 მილიონად შეიძინა.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის "Los Angeles Times".

ვილა მდებარეობს ლოს ანჟელესის ცენტრში, რომელსაც წყვილი წლების მანძილზე გემოვნებით აწყობდა, მაგრამ რეპერმა და პროდიუსერმა შეძლო და ცოლ - ქმარს ფასი დააკლებინა. ისინი 40 მილიონზე შეთანხმდნენ.სახლის მიმდებარე ტერიტორია 1.6 ათას კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული. როგორც ამერიკული წყარო გვამცნობს, სახლის საფუძველი გონივრულად არის დაგეგმილი, სადაც ტრანსცენდენტური მასშტაბის სამუშაოებია ჩატარებული.სახლს აქვს ყველაფერი კომფორტული დასვენებისთვის.ვილა შედგება 5 საძინებლისგან, 9 საპირფარეშოსა და 9 აბაზანისგან, 7 ბუხრისგან, უზარმაზარი სპორტული დარბაზისგან. აქვეა დიდი საცურაო აუზი, ბიბლიოთეკა, დაფარული ტერასა, ავტოფარეხი.

თავად ეგრეთ წოდებული " სასახლე" აგებულია ფრანგული სტილით.


წყაროს ინფორმაციით, წყვილმა სახლი 2008 წელს შეიძინა 11, 75 მილიონ დოლარად და ხუთი წლის განმავლობაში მათ უამრავი თანხა დახარჯეს კეთილმოწყობისთვის.

ხანგრძლივი სატენდერო ფასებით ვაჭრობის შემდეგ რეპერმა თავისი ოცნება აისრულა.

imageimage

1
228
8-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
228
  
2014, 8 ივნისი, 20:55
ამხელა ჯაბახანა რაღაცეები არ მიყვარს....
0 1 1