x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
სოფო ნიჟარაძე საკუთარ პლასტიკურ ოპერაციებს უარყოფს

imageმომღერალი სოფო ნიჟარაძე მუდამ ყურადღების ცენტრშია. მის გარშემო ჭორების ქარ-ცეცხლი არ ცხრება. ბევრს საუბრობდნენ მომღერლის პლასტიკურ ოპერაციებზე. გასაკვირი არაფერია, რადგან წლების წინ სოფო ასე მომხიბვლელი და ეფექტური ნამდვილად არ გახლდათ. მომღერალმა განაცხადა, რომ არცერთი პლასტიკური ოპერაცია არ გაუკეთებია. წლების წინ, ბავშვობაში, ტრავმა მივიღე და ჩემი ცხვირი სხვადასხვა რაკურსიდან განსხვავებულად ჩანსო. სოფოს ცხვირის ოპერაციის გაკეთება, მართლაც სურს, მაგრამ ჯერ-ჯერობით ამისთვის ვერ მოიცალა. ერთხელ გაგონილს ორჯერ ნანახი ჯობიაო, ძველი ფოტოები კი თქვენზე ნამდვილად წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენს.

სოფომ ახალი ალბომი გამოუშვა. მომღერალი კარიერის გაგრძელებას ამერიკაში აპირებს. თვეების წინ აქტიურად საუბრობდნენ მის რომანზე მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც ამჟამად ამერიკაშია. საქართველო ხომ ჭორების ქვეყანაა. "სოფომ სააკაშვილს ჩააკითხა ამერიკაშიო"-ამტკიცებენ ბოროტი ხმები. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი მომღერალმა ამერიკულ შოუ-ბიზნესში თავის დამკვიდრება გადაწყვიტა. ის ამჟამად ბროდვეის მიუზიკლის აკადემიაში იღებს დამატებით კვალიფიკაციას. წლების მანძილზე რუსეთში მოღვაწეობდა, თუმცა ყველაფერზე უარი თქვა და 2008 წლის ომის შემდეგ სოფო სამშობლოში დაბრუნდა. არ დაბრუნებულა იმისთვის, რომ პატრიოტიზმის გამო ვინმეს შეექო ან გაეკიცხა, გააკეთა ის, რაც სწორად მიაჩნდა. დროის დაბრუნება, რომ შეეძლოს არაფერ შეცვლიდა.

ვუსურვოთ სოფოს წარმატებები და ბედნიერი მომავალი...imageimageimage
imageimageimageimageimage








0
177
2-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0