x
image
პერსეპოლისი
5 წლის გოგონას საშუალებით გაცოცხლებული მსოფლიო შედევრები.

ამ სტატიაში გთავაზობთ, ერთ-ერთი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფოტოგრაფის, ბილ გეკასის შემოქმედებას, რომელმაც უდიდესი მოწონება დაიმსახურა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, რამაც, როგორც დღევანდელ მსოფლიოს შეეფერება, ასახვა სოციალურ ქსელებში ჰპოვა. მისი შემოქმედების ამსახველი სტატია დღეისთვის მხოლოდ „ფეისბუქის“ 20 000-მდე მომხმარებელმა გააზიარა. მნახველთა რაოდენობა კი რა თქმა უნდა, ამ რიცხვს ბევრად აჭარბებს. საქართველოში, როგორც აღმოჩნდა, ძალიან ცოტა, რამდენიმე ადამიანი თუ იცნობს მის შემოქმედებას.
ბილ გეკასი ცნობილი ავსტრალიელი ხელოვანი და ფოტოგრაფია, რომელიც ავსტრალიაში, ქალაქ მელბურნში დაიბადა და დღემდე ცხოვრობს. ის დღეისთვის მრავალი ჯილდოს მფლობელია, რომელიც ფოტო-პორტრეტებისათვის დამსახურებულად მიიღო. მისი შემოქმედების გენიალურობა, მისი ხელოვნებისა და მხატვრობაში კარგად გათვითცნობიერებიდან გამომდინარეობს. მის ნამუშევრებში განსაკუთრებით იგრძნობა მისი საყვარელი მხატვრების, ვერმეერისა და რემბრანტის გავლენა, რომელთა შედევრების შთაგონებითაც, მას თავში უნიკალური იდეა მოუვიდა, რაც წარმატებით განახორციელა თავისი 5 წლის შვილის დახმარებით. გოგონას დახმარებით ფოტოგრაფმა ცნობილი მხატვრების რამდენიმე შედევრი გააცოცხლა, ხოლო დანარჩენი ფოტოები მათი შემოქმედების მსგავსად შექმნა.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage



4
186
16-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
186
  
2014, 13 აპრილი, 8:58
მართლაც უზომოდ საინტერესო ფოტოები აქვს ბილ გეკას. ძალიან მომწეონნს მისი შემოქმედება.
2014, 13 აპრილი, 0:40
ამ ფოტოგრაფის სხვა ფოტოებიც ვნახე,ყველა ძალიან კარგია,მაგრამ ამ სტატიაში რახან არ ჯდებოდა,აღარ მივამატე. ეს ბოლო სურათიც ისე დავდე.
2014, 12 აპრილი, 23:29
რა საყვარელი პატარაა:)
2014, 12 აპრილი, 23:26
უნაკლო ბავშვია და სტატიაც ძალზე საინტერესო.
0 1 4