x
image
თამუნა გეწაძე
"მე ქურდულ გარჩევებში მონაწილეობას არ ვიღებ"–ნანუკა ჟორჟოლიანი ვალერი გელაშვილს პასუხობს.

image


პარასკევს ინგა გრიგოლიას თოქ–შოუ "რეაქციაში" ვალერი გელაშვილმა მისი ცემის ფაქტი ერეკლე კოდუასთან დააკავშირა და განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მას ბრალს წაუყენებენ.ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალური ქსელის "Facebook".-ის საშუალებით პასუხს სცემს ვალერი გელაშვილს და შემდეგნაირ პოსტს აქვეყნებს :"მიმართვა ვალერი გელაშვილს!ბატონო ვალერ, პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ გულწრფელად ვწუხვარ თქვენი ცემის ფაქტის გამო, შემიძლია შვილები დავიფიცო, რომ ადამიანურად ვწუხვარ!მაგრამ არსებობს რამდენიმე მაგრამ....ამბობთ, რომ ვიღაცამ, ვიღაცას უთხრა, რომ თქვენს ცემას ელიავაზე მყოფი ერეკლე კოდუა უყურებდა, ავალებდა ვიღაცეებს და ამიტომ უნდა დაიჭირონ.ბატონო ვალერი, ეს იგივეა მე ვთქვა, რომ თქვენზე მითხრეს რომ წლები თანამშრომლობდით რუსული უშიშროების სამსახურთან, რაც ლიტვაში ცნობილია...რის გამოც იქ ვიზიტით მყოფ პრემიერ მინისტრს თქვენი სახელი და გვარი სიიდან ამოაღებინეს, მითხრეს, რომ ბავშვებს გადაუწვით ბაღი საკუთარი ბიზნესისთვის, მითხრეს, რომ დაჭერილი იყავით ბელორუსიაში ოქროს კბილებისა და ჩეკების გაყიდვისთვის.მჯდარხართ კიდეც რამდენიმე დღე. და კიდევ ერთ ამბავს მეუბნებიან თქვენი დედის მომვლელთან დაკავშირებით... დავიჯერო? ველოდები პასუხს!!!! კიდევ მითხრეს, რომ იარაღით დაუნდობლად სცემეთ ირაკლი ქართველიშვილი იქნებ მიპასუხოთ ეს მართალია?"

გუშინ კი ნანუკა ჟორჟოლიანის "facebook"–ის გვერდზე კვლავ გაჩნდა ახალი პოსტები. ნანუკა წერს:"ჟურნალისტმა მომწერა ვალერი გელაშვილმა სადაც უნდა შევხვდები ნანუკას და ვუპასუხებო:) ბატონო ვალერ, მე ქურდულ გარჩევებში მონაწილეობას არ ვიღებ:) და უთქვამს ნანუკა პიარს იკეთებს ჩემითო. უკომენტაროდ!:)"

0
157
3-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0