x
საქართველოში შიდსის მაჩვენებელი იზრდება

imageსაქართველოში შიდსს 36 წლის ქალი ემსხვერპლა. ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს შიდსის ცენტრში განუცხადეს. ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია ცინცაძე ამბობს, რომ გარდაცვალების მიზეზი ღრმა იმუნო დეფიციტის ფონზე განვითარებული შიდსის ასოცირებული დაავადება (პერიტონიტი) იყო.
ამასთან ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო -პრაქტიკული ცენტრი აივ ინფექციის ახალ შემთხვევებს აქვეყნებს.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ცენტრიდან აცნობეს, 27 აპრილის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია შიდსის ვირუსით ინფიცირების 3257 შემთხვევა, 2382 – მამაკაცი, 875 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი განუვითარდა 1 968 პაციენტს, 725 გარდაიცვალა. არვ მკურნალობას იტარებს 1180 პაციენტი, მათგან 36 – ბავშვია.
ცენტრის ინფორმაციით, აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (1144 შემთხვევა, მათგან 67 უცხოეთის მოქალაქეა, 2 დაუდგენელი), შემდეგ სამეგრელოში 478, (აქედან ზუგდიდი - 358), აჭარაში 401, (ბათუმი – 271), იმერეთში 419, (ქუთაისი 219) აფხაზეთში (249), კახეთში (140) ქვემო ქართლში (138), შიდა ქართლში (96), გურიაში (65), ფოთში (50), სამცხე-ჯავახეთში (38) და ა. შ.
„ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 2007 წელს გამოვლინდა 344 ახალი შემთხვევა; 2008 წელს - 351; 2009 წელს - 385;
2010 წელს - 455; 2011 წელს - 424 ახალი შემთხვევა“, - აცხადებენ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო -პრაქტიკული ცენტრში.

1
25
2-ს მოსწონს
ავტორი:ნონა
ნონა
25
  
0 1 1