x
image
DianaMaverick
ისტორია სიყვარულზე რომელიც დაგარწმუნებთ რომ ბედისწერა არსებობს!
image ჩვენი სიყვარულის ამბავი რეალურად გაცილებით უფრო ადრე დაიწყო ვიდრე მეთიუ და მე ერთმანეთს შევხვდებოდით.

როდესაც 18-ის ვიყავი და ერთ-ერთ პატარა რესტორანში მიმტანად ვმუშაობდი, გავიცანი ბიჭი რომელიც ჩემზე 10 წლით უფროსი იყო.ეს ის იყო ვინც მეთიუმდე მყავდა.3 წელი ვხვდებოდით ერთმანეთს და ბოლო 1 წელი ერთადაც კი ვცხოვრობდით.გადავედით ერთ პატარა სახლში რომელიც გრეისს და კუპერს ეკუთვნოდა და ჩვენი ურთიერთობა არასოდეს ყოფილა საშინელი.ის კარგი ბიჭი იყო, მე კარგი გოგო, და ჩვენ მართლა გვიყვარდა ერთმანეთი.

მაგრამ, მთელი ამ 3 წლის განმავლობაში რაღაც უკმაყოფილების გრძნობა მაწუხებდა შინაგანად და ეჭვი მტანჯავდა რომ ის არ იყო ჩემი შესაფერისი და ის ერთადერთი ვინც მე მჭირდებოდა.მიუხედავად მისი დიდი გულისა, მას ამბიცია აკლდა და ფინანსებსაც რიგიანად ვერ უძღვებოდა, გულწრფელად რომ ვთქვა არასაიმედო და არც თუ ისე დამოუკიდებელი პიროვნება იყო, მიუხედავად იმისა რომ ჭკვიანიც იყო და მიმზიდველიც, თუმცა, მაინც გავუგე მას.

მივხვდი რომ ის მისმა ოჯახმა ისე აღზარდა რომ არ იყო მზად ცხოვრებისეული პრობლემებისთვის, და არასწორმა გადაწყვეტილებებმა რომელიც მან ადრეულ ასაკში დაუშვა რაღაც წებოვან ჩარჩოში გაახვია და თითქოს ვერ ახერხებდა მისგან თავის დაღწევას.ამის უნარი არ შესწევდა...


წლები გადიოდა, მას კი ჩემი მოთხოვნილებების შესრულება სულ უფრო და უფრო უჭირდა.ურთიერთობა დაგვეძაბა.მეც შარიანი ვიყავი, ამას ეხლა ვხვდები.თუმცა პრობლემა ის იყო რომ მასში იმდენი რამე იყო რისი შეცვლაც მინდოდა...და გავაანალიზე რა რომ მე მას ვერასოდეს შევცვლიდი, ეს არც უნდა მექნა, სულ უფრო და უფრო მეძნელებოდა იმის გადაწყვეტა როგორ მოვქცეულიყავი, რა იყო სწორი და რა არასწორი მასთან ურთიერთობაში.ამაზე ფიქრით დღე და ღამე არ მეძინა, რადგან გულწრფელად მიყვარდა იგი და მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა, ამასთან, მარტოობა საშინლად მაშინებდა, მე კი მას დღითი-დღე ვკარგავდი.

ამ ურთიერთობის ფონზე, წავიკითხე წიგნი სახელად ''საიდუმლოება'' რომელმაც ბევრ რამეზე დამაფიქრა და თვალი ამიხილა, მართლა დავიჯერე რაც ამ წიგნში იყო გადმოცემული, მან შთამაგონა.მე გავაანალიზე რომ ჩემი ცხოვრება ისე არ მქონდა მოწყობილი რომ დაშვებული ყოფილიყო ყველაფერი ის რაც მე ასე ძალიან მსურდა.

არ შემიძლია ამ თემას არ შევეხო რადგანაც ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ მოდი უბრალოდ ვთქვათ რომ მე გავაცნობიერე რომ ბოლო-ბოლო უნდა გადამეწყვიტა როგორი მომავალი მინდოდა და დრო იყო ქმედითი ნაბიჯი გადამედგა სწორედ ასეთი მომავლისაკენ, არსებულ ურთიერთობაში დარჩენა კი ყველაზე მეტად მიშლიდა ამაში ხელს.მივხვდი რომ თუ იქ დავრჩებოდი სადაც ვიყავი, ცხოვრება ყოველთვის ბრძოლა და პრობლემებით სავსე იქნებოდა.

ასე რომ, ერთ დღესაც დავშორდით.ჩვენ საათობით ვილაპარაკეთ და ვტიროდით მაგრამ საბოლოოდ გადავწყვიტეთ რომ ერთად არაფერი გამოგვივიდოდა.მან გადაწყვიტა თვითონ წასულიყო სახლიდან და ძაღლებიც ჩემთვის დაეტოვებინა რადგან ის მხოლოდ თავისი ფინანსებით იქ ცხოვრებას ვერ შეძლებდა.

მე გულწრფელად ვაღიარებ დაშორებიდან 48 საათი უმძიმესი იყო მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე.გულამოსკვნილი ვტიროდი და ცრემლებს ვერ ვიკავებდი რომელიც სადღაც შიგნიდან მოდიოდა და მე კი მათი არსებობის შესახებ არც კი ვიცოდი.ადგილი შიშისა და უცაბედი გაცნობიერება იმისა რომ შენ სრულიად მარტო ხარ.ეს საშინელი შეგრძნება იყო...

და აი სწორედ ასეთ ადგილას ვიყავი როდესაც მეთიუ გავიცანი.მას მხოლოდ 2 დღის შემდეგ შევხვდი როცა მე და ჩემმა ყოფილმა ერთმანეთი გამოვიგლოვეთ და გავაცნობიერეთ რომ ყველაფერი დასრულდა.ეს შეიძლება ყოვლად შეუფერებელი და უდროო ყოფილიყო, ან პირიქით, ზუსტად რომ დრო იყო, გადავწყვიტე რომ ამისათვის შესანიშნავი პერიოდი მედგა.

მაგრამ მოდით 1 წუთით უკან დავბრუნდეთ.

ალბათ გახსოვთ როგორ ვმუშაობდი პატარა რესტორანში ხომ?ჰმმ.ბოლო 2 წელია გამოდის ჩემი მომავალი სიდედრ-სიმამრსაც კი ვემსახურებოდი ისე რომ არც კი ვიცოდი.მოდით მათ პირობითად მისტერ და მისის X დავარქვათ გარკვეული მიზეზების გამო.

ისინი უცნაური წყვილი იყო.მისის X ლამაზი, ქერა და მეგობრული იყო, მისტერ X კი წყნარი, გაწონასწორებული და ძნელად ამოსაკითხი პიროვნება.თუმცა მათ სიხარულით მოვემსახურებოდი ხოლმე და მართობდა კიდეც მისის X როდესაც აღნიშნავდა თუ რა მშვენიერი წყვილი ვიქნებოდით მე და მისი ვაჟი რომელიც როგორც გავიგე კალიფორნიაში ცხოვრობდა.მან თავისი ვაჟი სულ მცირე 3-ჯერ მაინც მიხსენა როცა შანსი ჩაუვარდებოდა ხოლმე, მაგრამ მე მხოლოდ ზრდილობიანად გავუღიმებდი და ვახსენებდი რომ შეყვარებული მყავდა.

მოგვიანებით, გავარკვიე რომ თურმე მისის X გაცილებით ხშირად საუბრობდა მე და მეთიუს ერთ დღეს შეხვედრაზე ვიდრე მე წარმომედგინა.მისტერ X ეხლა გამოტყდა რომ ამას ყოვედღე უსმენდა თითქმის რამდენი ამ რესტორანში მოვიდოდნენ ის და მისი მეუღლე, და მეთიუ, როცა ის ქალაქში იყო, სულ ამ რესტორანში მოდიოდა და ესმოდა ჩემს შესახებ, თუმცა რატომღაც, მე არასდროს ვმუშაობდი რამდენჯერაც მეთიუ მოსულა, და ჩვენი ბილიკიც არასოდეს გადაკვეთილა.

მაგრამ ერთ დღესაც, 2009 წლის 19 იანვარს ჩვენი გზები გადაიკვეთა.და კიდევ უფრო უცნაურია ის რომ იმ დღეს არც კი ვმუშაობდი, ჩვენი შეხვედრა კი რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ სრულიად შემთხვევითი იყო.

სულ ცოტა რაც მახსოვს, იმ დილით რომ გავიღვიძე მარტინ ლუთერ კინგის დღე იყო, უნივერსიტეტი არ მქონდა, და რომ ვფიქრობდი ჩემი ცხოვრება თავდაყირა მიემართებოდა.

შაბათი დღე იყო როდესაც შეყვარებულს დავშორდი, ორშაბათ დილით, მიუხედავად იმისა რომ ყოფილი არ მყავდა გამოგლოვილი და ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდით რომ დავშორდით, თავს მაინც იმედიანად ვგრძნობდი და მხიარული საუზმის სურვილიც კი მქონდა მეგობრებთან ერთად.

ერთ-ერთი ჩემი თანამშრომელი როგორც ძმა ისე იყო(არის) ჩემთვის;ჩვენ თითქმის ერთდროულად დაგვიქირავეს და 6 წელზე მეტი ერთად ვმუშაობდით, ამ ხნის განმავლობაში ერთმანეთს დავუახლოვდით და საუკეთესო მეგობრები გავხდით, ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს, ვსაუზმობდით და ერთმანეთის ცხოვრებაზე ვსაუბრობდით.ზევით აღნიშნულ ორშაბათამდე 1 კვირით ადრე მე და ის შევთანხმდით რომ ერთმანეთს შევხვდებოდით, თუმცა მოულოდნელი ზარი მივიღე და შემატყობინეს რომ სამსახურში უნდა გავსულიყავი რადგან ერთ-ერთი ოფიციანტი ცუდად გამხდარა და სახლში წასულა.მას იმ დროს ვერ ვხვდებოდი, თუმცა ეს საბედისწერო ნაბიჯი აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში.

სიმართლე რომ ითქვას, თუ მე შევხვდებოდი ჩემს მეგობარს საუზმეზე წინა, დაგეგმილ ორშაბათს, ან თუნდაც რესტორანში 1 წამიც რომ დამეგვიანებინა, მეთიუს ვერასდროს ვნახავდი და ჩემი ცხოვრება რადიკალურად განსხვავებული იქნებოდა ახლა.რა სასაცილოა, როგორ პატარა და უმნიშვნელო გადაწყვეტილებებს და ცვლილებას შეუძლია მთელი შენი ცხოვრების გეგმა და აზრი შეცვალოს...

ასე რომ, 2009 წლის 19 იანვარს, დილით, ავდექი, მივიღე შხაპი, ჩავიცვი, გავემზადე და 9 საათისკენ სასაუზმეთ გავეშურე მეგობართან შესახვედრად.როგორც ყოველთვის, რამოდენიმე წუთით მაგვიანდებოდა.

მივედი თუ არა ადგილზე, მანქანა დავაყენე და შევედი რესტორანში სადაც კრისი უკვე მელოდებოდა და ერთად მივუსხედით მაგიდას.30 წამიც არ იყო გასული და უცებ დავინახე რესტორნის კარი ფართოდ გაიღო და ჩემდა გასაკვირად მისის X შემოვიდა.ჩემი დანახვით აღფრთოვანებული ჩანდა და წამოიძახა: ''ჯენი, ვიცი ეს შეიძლება ცოტა უცნაურად ჟღერდეს, ისიც ვიცი რომ შეყვარებული გყავს მაგრამ ჩემი ბიჭი აქაა ქალაქში, ჩვენ მივემგზავრებოდით და გზაზე დაგინახე და შემოვედი, მინდა 2 წუთით გამოხვიდე და გაგაცნო.

მე მას ჩავეხუტე, გავუღიმე და ვუთხარი რომ ეს ესაა შეყვარებულს დავშორდი, ასე რომ პრობლემა არ იყო.(ვიფიქრე ამით მას გავამხიარულებდი.)

ჩემთან ბევრ ამაყ დედიკოებს უტრაბახიათ თავიანთ შვილზე აქამდე, და თუ ან როდესმე ბოლობოლო მათ ლამაზ პრინცთან შეხვედრაზე დავთანხმდებოდი, ყველაფერი ისეთი უხერხული იყო და უაზრო პიროვნებები აღმოჩნდებოდნენ.

ქალბატონი X წინ ფოიესკენ გამიძღვა და გავედით.მისი მანქანა რამოდენიმე ფუტით იყო დაშორებული და კარები ჯერ კიდევ ღია იყო საიდანაც სავარაუდოდ ის გადმოვიდა.მე მანქანაში შევიჭყიტე და აი, მისი საამაყო ვაჟიც.

მოვიტყუები თუ ვიტყვი რომ ანგელოზთა გუნდის გალობა შემომესმა, ან თუ ვიტყვი რომ ნათელი შუქი ანათებდა მის თავზე როგორც ზებუნებრივი ჩვენება ღმერთისგან, მაგრამ უდავოა აქ მყისიერი(ივანიშვილმა მასწავლა :D) მოწონება, მიზიდულობა იყო.მგზავრის მხრიდან იგი გადმოწვდა და ხელი გამომიწოდა ჩამოსართმევად: ''ჰეი, რა კარგია, როგორც იქნა გაგიცანი.''

მას ყველაზე ლამაზი ცისფერი თვალები ქონდა რაც კი ოდესმე მინახავს, შემდეგ რამოდენიმე წამით გაშტერებული ვიყავი რაც ჩემთვის არაა დამახასიათებელი, მაშინაც კი თუ მოწინააღმდეგე სქესი საშინლად მომეწონებოდა.

დაბნეული ვიყავი არ ვიცოდი რა მეთქვა, ბოლოს მოვიფიქრე და გავიღიმე:

-''ჩემთვისაც სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, ბევრი კარგი რამ მსმენია თქვენზე და მე უბრალოდ მიყვარს შენი დედიკო.''

ქალბატონმა X-მა შემდეგ აღნიშნა რომ მეთიუ კალიფორნიაში უნდა გამგზავრებულიყო მაგრამ 1-2 კვირაში უკან დაბრუნდებოდა.

-''იმედია ერთმანეთს რომ დაბრუნდება კიდევ ვნახავთ''-ვუპასუხე მე და ჩვენი დიალოგიც დასრულდა.

დამიძახა რა ჩემმა მეგობარმა, სადილზე დაბრუნებამდე გადავწყვიტე კიდევ შემეჭყიტა მანქანაში, დავხარე თავი და ვეუბნები:

-"მაპატიეთ ბატონო, რა თქვით რა მქვიაო? უკვე დამავიწყდა''-ხო, მე მას ბატონი დავუძახე.და წამოვიძახე რა ეს სიტყვა, თავი უხერხულად მეთვითონ ვიგრძენი. ''რაჯანდაბად დავუძახე ბატონი? რა იდიოტი ვარ!''-გავიფიქრე გულში.

მან უბრალოდ გაიღიმა და მიპასუხა:

- ''მეთიუ''

-''კარგი მადლობა, რა იცი, შეიძლება კიდევ შევხვდეთ.''- და გავუღიმე.

ისინი წავიდნენ და მეც რესტორანში დავბრუნდი სადაც კრისი მელოდებოდა.

ჩვენ შევუკვეთეთ საუზმე და რამოდენიმე წუთში მიმტანი მოვიდა მაგიდასთან და პატარა ფურცელი გადმომცა.

-''ის ბიჭი ახლახანს რომ ელაპარაკებოდით უკან დაბრუნდა და მთხოვა ეს გადმომეცა თქვენთვის, მან დაგინახათ მეგობართან ერთად რომ იყავით და არ უნდოდა თქვენი შეწუხება''.

თითქოს გული გამიჩერდა, მოუთმენლად გავშალე ფურცელი და წავიკითხე, მეთიუს თავისი სახელი და ტელეფონის ნომერი დაუწერია პატარა შეტყობინებით:

-''2 კვირაში დავბრუნდები, გამახარებ თუ მანამდე ნომერზე შემეხმიანები.''

სულ ვკანკალებდი, ვერ ავღწერ ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ვოცნებობდი.ჩემი ფიქრები სულ სხვაგან იყო მიმართული, მაკვირვებდა ის რომ თითქოს ნაწინასწარმეტყველევი იყო ჩვენი შეხვდრა ან ბედისწერა, ამავდროულად საშინლად ვგრძნობდი თავს რომ ესე ადვილად და მალევე გამახარა ამ ურთიერთობის დაწყებამ როცა ეს ეს იყო დავშორდი ჩემს ყოფილს.

ერთ-ერთი ჩემი თანამშრომელი, რომელიც დედასავით იყო ჩემთვის, ჩემს მაგიდასთან მოვიდა და დატოვებული წერილი ძალაუნებურად წაიკითხა.მას დაუნახავს რომ მეთიუ დაბრუნდა და შეუნიშნია თუ რა გრძნობით მიყურებდა მეთიუ როდესაც მე მეგობარს ვუყურებდი, გაიღიმა თავისი ჩვეული ღიმილით და მითხრა:

-''ჯენი, ეს ბედისწერაა!''

და ის ძალიან, ძალიან მართალი აღმოჩნდა...

ქალბატონი X და მეთიუ ორივე ადასტურებს რომ როდესაც მათ დატოვეს რესტორანი ჩვენი ხანმოკლე საუბრის შემდეგ, მეთიუ გამოუტყდა დედას რომ მე ის ერთადერთი ვიყავი და რომ ის ამაში დარწმუნებული იყო.და დედამისიც დაემოწმა რომ ეს მანაც იცოდა და ამას ყოველთვის გრძნობდა.დედამისს ჩემი შეყვარებულის შესახებაც უთქვამს მანქანაში, რომ მე ახლახან დავშორდი მას, ამის გაგონებაზე მეთიუს უკან მობრუნება განუცხადებია.ისინი დაბრუნდნენ, მან შეტყობინება პატარა ფურცელზე მიჯღაბნა და შემოვიდა ჩემს მოსაძებნად.

და მე უბრალოდ შემიძლია ვთქვა რომ დანარჩენი ისტორიაა, მაგრამ მხოლოდ ამის თქმა არ იქნება სამართლიანი.შემდეგ, რასაც გაგრძელებაში მოგიყვებით ნამდვილი მხიარულებაა.ვიმედოვნებ ბედისწერამ ზოგჯერ შეიძლება რამე ჩაგჩურჩულოს, მიგახვედროს...ჩვენს შემთხვევაში კი იღრიალა!

სამი დღე გავიდა ამ საბედისწერო გაცნობის შემდეგ, და შეტყობინება რომელიც ფურცელზე მან დამიწერა ჩემს საფულეში შემომრჩა ჩაკეცილი.მე ნამდვილად არ მივყვებოდი რომელიმე წესს რამდენი დღე უნდა გასულიყო სანამ ბიჭს დავურეკავდი ან რამე ამდაგვარი, უფრო მეტიც, საერთოდაც არ მსურდა დამერეკა მისთვის, მითუმეტეს ჩემი ყოფილი არც კი იყო ჯერ გადასული სახლიდან, თუმცა მქონდა რატომღაც სურვილი დამერეკა, მაგრამ თავს ვიკავებდი.ეს ხომ არასწორი საქციელი იქნებოდა ჩემი მხრიდან ესე მალე სხვა ადამიანზე დამეწყო ფიქრი.

შემდეგ, მეოთხე დღის შუადღეს, როგორც ყოველთვის სამსახურში წავედი და დახლთან მივედი თუ არა, ეგრევე ღია ლურჯი პატარა ფურცელი შევნიშნე, რომელიც ჩემს გვერდითა ფანჯარაზე იყო მიკრული.ჩამოვხსენი ფანჯრიდან და ვნახე რომ მასზე ისევ მეთიუ ეწერა და კვლავ თავისი ნომერი, მაგრამ ამჟამად ერთ-ერთი ოფიციანტის ხელნაწერით რომელმაც ტელეფონს უპასუხა.

მე მივურბრუნდი მენეჯერს და ვკითხე თუ რა ხდებოდა.

-''ამ ბიჭმა უკვე მომცა ნომერი, კიდევ რაღა საჭიროა?''-ვიკითხე გაკვირვებულმა.

ჩემმა მენეჯერმა გაბრაზებულმა მითხრა რომ მეთიუს დაურეკავს რესტორანში და მე ვუკითხივარ წინა დღით, და რადგანაც მე არ ვიყავი ნომერი გადმოსაცემად იმ ოფიციანტს დაუტოვა რომელმაც უპასუხა.

-''ეგ ბიჭი გაწუხებს? გინდა დაველაპარაკო?''-შემეკითხა ის.

მე გავუღიმე და ვუთხარი რომ ეს არ იყო საჭირო.თუმცა საიდუმლოდ, აღფრთოვვანებული ვიყავი მეთიუს ჯიუტობით.ის დაინტერესებული იყო ჩემით და ამას არ მალავდა, მე ეს მომწონდა.

იმ შუადღეს მას დავუმესიჯე და ბოდიში მოვუხადე რომ არ დავურეკე.ვუთხარი რომ მინდოდა დამერეკა, მაგრამ სულ რამოდენიმე დღე იყო რაც შეყვარებულს დავშორდი და უადგილო იქნებოდა ჩემგან ზარი ესე მალე.თუმცა დავპირდი იმ საღამოს დავურეკავდი სამსახურის დამთავრების შემდეგ.

პასუხი რომელიც მისგან მივიღე დაახლოებით ესე ჟღერდა:

- ''კარგი, ცოტა არ იყოს მომენატრე, კარგია რომ მე ოპტიმისტი ვრჩები, იმიტომ რომ თავიდან არც კი მოველოდი საერთოდ თუ შემეხმიანებოდი!''

მეთიუმ მოგვიანებით მითხრა რომ ის 4 დღე ყველაზე აუტანელი იყო მისთვის.ტელეფონი ღამეც კი თავთან ქონდა და თურმე ჩემს ზარს ელოდებოდა.როდესაც ჩემიდან ვერაფერი შეიტყო, რესტორანში მაშინ დაურეკია და მისი ნომერი დაუტოვებია, ყოველი შემთხვევისთვის, იქნებ ის ფურცელი დაკარგაო.მოთმინება არ არის ამ კაცის უდიდესი ღირსება, ეს ნამდვილად შემიძლია ვთქვა. :)

არ მინდა რამე გამოვტოვო, მაგრამ არც ის მინდა ძალიან გავაგრძელო და თავი მოგაბეზროთ.მოკლედ რომ ვთქვათ, იმ საღამოს დავურეკე მეთიუს და 1 საათიანი საუბრის შემდეგ დავასკვენი რომ ეს ის ადამიანი იყო რომელიც ერთ დღესაც ჩემი მეუღლე იქნებოდა.იმ საღამოსვე ჩემ საუკეთესო დაქალს დავურეკე და ჩვენზე ვუამბე, რომელიც ბუნებრივია, ცოტა ეჭვის თვალით შეხვდა ამ ყველაფერს.

სიმართლე რომ ვთქვათ, ჩვენ სიტუაციას მეგობრებიც და ოჯახიც ეჭვისთვალით უყურებდნენ რაც გასაგებიცაა, ყველაფერი ისე უცბად მოხდა..

მეთიუ ჩემზე 7 წლით უფროსი იყო, წარმატებული კარიერა ქონდა სადაზღვევო და ფინანსურ მომსახურეობებში, ქალაქგარეთ ცხოვრობდა და მაინც ჩემზე იყო დამოკიდებული და სულ ყურადღებას მაქცევდა.ზოგი არ ენდობოდა მას, თუმცა იყო მომენტი როდესაც მეც მაწვალებდა ხოლმე ეჭვები, ყველაფერო ხომ ელვის სისწრაფით მოხდა.

მთელი კვირა, ჩემი პირველი დარეკვის შემდეგ, ჩვენ ყოველ ღამე საათობით ვსაუბრობდით ტელეფონზე.აღმოვაჩინე რომ ისიც როგორც მე წიგნი ''საიდუმლოება''-ს დიდი ფანი ყოფილა და ის ამ წიგნის პრინციპებით ცხოვრობდა.ნუთუ უბრალოდ დამთხვევაა? მე ვფიქრობ რომ არა..

მან ასევე მითხრა რომ მისი ჩამოსვლა ტეხასში რამოდენიმე დღით ადრე დაიგეგმა ასე რომ შეგვეძლო უფრო ბევრი დრო გაგვეტარებინა ერთად და ჩვენი პირველი შეხვედრაც მალევე დაიგეგმა.მახსოვს მისი მესიჯი, რამოდენიმე საათით ადრე სანამ ტეხასში ჩამოფრინდებოდა სადაც ამბობდა რომ ერთი სული ქონდა გულში ჩავეკარი.მე ცოტა შეშფოთებული ვიყავი ამით, რომ ჩვენ ჯერ პირველი შეხვედრაც არ გვქონია და მე ის უკვე მიყვარდა.მომწონდა რომ ვინმეს ისე ვსურდი რომ ამას არც მალავდა და ფრთხილიც იყო და მისაღებად იქცეოდა.მეთიუ ხომ იმ უიშვიათეს ადამიანებს მიეკუთვნება რომელიც ყოველთვის გულწრფელია და ყოველთვის უყოყმანოდ ამბობს რაც უნდა.

ასე რომ როგორც იქნა გვქონდა ჩვენი პირველი პაემანი.მე პატარა შავი კაბა მეცვა, ქუსლებზე და ღია ფერის მწვანე სვიტერი, მას ჯინსი და ღილებიანი შავი პერანგი.სტარბაქსთან (სტარბაქსი - ყავის და ყავის-სახლების ცნობილი ბრენდი) შევხვდით ერთმანეთს, ისე გადავეხვიეთ ერთმანეთს თითქოს წლების ნაცნობობა გვაკავშირებდა, მანქანისკენ გამიძღვა რომელიც მამამისგან ითხოვა და ნამდვილი ჯენტლმენივით კარები გამიღო.დავიძარით რა, CD ფლეიერიც ჩაირთო, ჩემი საყვარელი სიმღერები, ერთი-ერთმანეთზე მიყოლებით შეუჩერებლივ ჟღერდა.მე ვთხოვე მას ეღიარებინა რომ ჩემი ფეისბუქი დაათვალიერა და ჩემი დაფოსტილი სიმღერებიდან შექმნა ნაკრები, რაც მან უარყო..ის ან იტყუებოდა, ან სიმღერაშიც ერთნაირი გემოვნება გვქონია.როგორც არ უნდა ყოფილიყო, ეს ძალიან მაგარი იყო!

და ამ საღამოს შემდეგ დაიწყო ჩვენი შეხვედრები.ჩვენ ერთად რამოდენიმეჯერ ვისადილეთ, ვიყავით კინოში, ვისეირნეთ ბუნებაში და ცხოველთა სამყაროს რანჩოც მოვინახულეთ სან ანტონიო-ში, მისი დაბადების დღე მის მშობლებთან და ბებია-ბაბუასთან გავატარეთ და შემდეგ გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს რადგან ის კალიფორნიაში ბრუნდებოდა.

ვფიქრობ ჩვენი მესამე შეხვედრა იყო როდესაც ვიგრძენი რომ მიყვარდა.ჩვენ მიწის ქვეშ, გამოქვაბულში გრილ ადგილას ვიყავით და ვუსმენდით გიდს რომელიც სტალაქტიდებსა და სტალაგმიტებზე საუბრობდა, ამ დროს კი მეთიუ უკნიდან მომეპარა და ხელები მომხვია და ესე ვიდექით ჩახუტებულები.არ ვიცი ვერ გადმოვცემ მაგრამ ეს რაღაც ზებუნებრივი შეგრძნება იყო..

რამოდენიმე დღის შემდეგ მისი კალიფორნიაში გამგზავრებიდან, ვალენტინობაზე მნიშვნელოვანი საჩუქარი მივიღე როდესაც სამსახურში ვიყავი, საჩუქარი რომელიც ყველაზე საოცარი და რომანტიული იქნებოდა.

საჩუქარი რომ გამეხსნა რესტორნის დახურვამდე მოცდა მომიწია მაგრამ მერწმუნეთ მთელი დღე ამ საჩუქარზე ვფიქრობდი.როგორც იქნა ბოლო კლიენტი გავუშვი და მაგიდას მივუჯექი სადაც ვარდები, ყვითელ მანილის კონვერტი და 1 ყუთში გახვეული საჩუქარი იყო რომელიც სადედამთილომ გადმომცა მეთიუსგან, სანამ გაემგზავრებოდა მანამდე დაუტოვებია ეს ყველაფერი.

პატარა ბარათზე მიკრული ნიშნული მიმითითებდა რომ პირველი ყუთში გახვეული საჩუქარი უნდა გამეხსნა.

იმისათვის რომ გაიგო იმის მნიშვნელობა თუ რა მოდის შემდეგ, ამისათვის საჭიროა ჯერ გაცნობოთ თუ რა ძალიან ვარ ნიუ იორკით შეპყრობილი.მთელი ამ კვირის განმავლობაში მე და მეთიუს ბევრჯერ გვისაუბრია ნიუ იორკზე, რომ მისი ნახვა ჩემი ოცნებაა.ასე რომ გავხსენი შეფუთული საჩუქარი და აღმოვაჩინე ნიუ იორკის გასაოცარი სურათი პატარა რომანტიკული სიტყვებით რომელიც მეთიუს მიუწერია:

image

რათქმა უნდა ამან ძალიან გამახარა მაგრამ ის რაც მანილის კონვერტში იდო ნამდვილი შოკი აღმოჩნდა!

image

მეთიუს ჩემთვის მოსაწვევი გაუფორმებია ლამაზი ცენტრალურ პარკში არსებული ხიდის სურათის ფონზე და ეწერა:

(ჩემი სახელი)

თქვენ გულითადად ხართ მოწვეული

''სინათლის ქალაქში''

ორშაბათს, 9 მარტს, 2009 წელს

რიცა კარლტონ ნიუ იორკში, ცენტრალური მოედანი

მოხიბვლა დაიწყება დაუყონებლივ 8 (p.m.) საათზე

რომანი დაიწყება პირველსავე დანახვაზე

სიყვარული გასტანს მთელი ცხოვრება

მასპინძელი: მეთიუ(გვარი)

მისაღები ფასი:თქვენი კომპანიის გაწევა,

თქვენი ღიმილი და თქვენი მიმზიდველობა.

გთხოვთ პასუხი შემატყობინოთ არა უგვიანეს

2009 წლის 16 თებერვლამდე.

ბოდიშს გიხდით თუ შეგაყოვნეთ.
კოცნა ერთადერთი ფორმაა რომელსაც

ჯილდოს სახით მივიღებ. (ამჟამად:)


ჰმმ, დიახ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ყველა გოგოს ოცნება სრულდება!!!

მეთიუს აგრეთვე ყალბი ავიაკომპანიის სარეგისტრაციო ბილეთი შეუქმნია სადაც ადგილის ნომრის ნაცვლად ეწერა: ''თქვენი კაცის გვერდით!'' ფრენის დადასტურების ნომრეკი კი ჩვენი პირველი 2 შეხვედრის თარიღებს ემთხვეოდა.

ვიცი, ეს ნამდვილი სიგიჟე იყო!

მე ამას იმიტომ ვამბობ რომ მინდა გითხრათ, კაცები არც თუ ისე მიუხვედრელები არიან როდესაც საქმე რომანს ეხება!(როცა უნდათ ხვდებიან, როცა არ უნდათ არა. :@)

ალბათ არცაა საჭირო ავღნიშნო რომ რაღა თქმა უნდა დავთანხმდი მოწვევას და ეს მოგზაურობა ნიუ იორკში ჩემ მომავალ ქმართან ერთად ყველაზე გასაოცარი და დაუვიწყარი აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში.

რიცა კარლტონის სასტუმრომ ხომ გამაგიჟა, ის საოცარი იყო, ნებისმიერ სასტუმროს შევადარებ რაც კი ვიცი და ახლოსაც კი ვერცერთი მოვა.

მეთიუ იქ მომუშავე ერთ-ერთ პერსონალს დაელაპარაკა და დაარწმუნა რომ ჩვენთვის სტანდარტული პატარა ოთახის მაგივრად 2 ოთახით თავისი 2 დიდი სააბაზანოთი გვესარგებლა ზედმეტი ხარჯების გარეშე(კეთილშობილი აღმოჩნდა ის პერსონალი, რას იტყვით, არა?).ჩვენი ოთახის ფანჯრიდან, რომელიც მეშვიდე(ჩემი ბედნიერი რიცხვი) სართულზე იყო, შესანიშნავი ხედი იშლებოდა და მთელ ცენტრალურ პარკს გადაჰყურებდა.

ამ ფანჯარაზე ბევრი ცრემლიანი წუთები გავატარე, მაინტერესებდა როდის გავიღვიძებდი ამ ულამაზესი სიზმრიდან.

მადლობა ღმერთს, ეს არასოდეს მომხდარა!

ნიუ იორკში ყოფნის დროს მეთიუმ ჩვენთვის ფილმი ''ინტუიცია'' (Serendipity) მოიტანა და ერთად ვუყურეთ, და ფილმის ყურების შემდეგ ჩვენს მყუდრო ოთახში მეთიუმ კვლავ გამაკვირვა და ლანჩზე დამპატიზა რესტორან ''ინტუიცია 3''-ში, შესაფერისია არა? აი ჩვენც ამ რესტორანში ყოფნის დროს:

image

ნიუ იორკში მოგზაურობის შემდეგ ჩვენ კვლავ ჩვეული ურთიერთობა გავაგრძელეთ, ერთმანეთს დაახლოებით თვეში ერთხელ ვნახულობდით, ხან ის ჩამოფრინდებოდა სან ანტონიოში სადაც მე ვცხოვრობ, ხან მე გავემგზავრებოდი კალიფორნიაში.

იმავე წლის ივნისში ჩვენ კვლავ გავემგზავრეთ, ოღონდ ამჟამად ჰავაიში, იმ დროისათვის სულ რაღაც 4 თვე ნახევარი იყო რაც ურთიერთობა გვქონდა მაგრამ მე ვგრძნობდი რომ ხელის თხოვნა გარდაუვალი იყო.

ჰავაიში ტურის დროს მეთიუმ კვლავ გამაკვირვა, ლიმუზინით ჩვენი სასტუმროდან მოშორებით გავისეირნეთ სადაც ზღვის ნაპირზე საგულდაგულოდ გაწყობილი პატარა მაგიდა იყო.მაგიდას ქათქათა თეთრი სუფრა ეფარა და ალაგ ალაგ სანთლებით იყო გაფორმებული, ნაპირებზე კი ახალი ყვავილებით სავსე ვაზები იდო რომლებიც გასაოცარ სურნელებას გამოსცემდნენ.

ჩვენ პირადი შეფ-მზარეული გვემსახურებოდა რომელმაც ყველაზე გემრიელი კერძი მოგვიმზადა რაც კი ოდესმე გამისინჯავს, რაღაც ჰავაური შემწვარი თევზისმაგვარი, არ ვიცი ზუსტად მაგრამ რაც იყო ვერაფერი შეედრებოდა, უგემრიელესი იყო.

თუმცა, სიტუაცია ისე არ წარიმართა როგორც მეთიუ გეგმავდა.

ეხლა ამის გახსენებაზე გვეცინება, მაგრამ ჩვენი პატარა რომანტიული სადილის მაგიდა პირდაპირ ერთ-ერთ სასტუმროსა და დიდ უშნო კორპუსს შორის იყო და მთელი კორპუსის ბალკონები ჩვენ გადმოგვცქეროდა და ჩვენს სპექტაკლს უყურებდა.

ყველა სიკეთესთან ერთად იქვე 15 ფუტის დაშორებით საშხაპე იყო სადაც ზღვიდან ამოსული ტურისტები იღებდნენ შხაპს, ამ ყველაფრის ყურება ძალიან უხერხული იყო.

ბოლოს მეთიუ იმდენად გაბრაზდა და უკმაყოფილო იყო შექმნილი სიტუაციით რომ დესერტიც კი აღარ მოინდომა მიგვერთვა და ჩემი ხელის თხოვნაც გადაიდო.სადილი დასრულდა, მე კი შეშფოთებული ვიყავი, ვიცოდი ასეთ შეუფერებელ გარემოში მეთიუ ხელს არ მთხოვდა მაგრამ დარწმუნებული არაფერში ვიყავი.

ბოლოს გადაწყდა უკან დავბრუნებულიყავით ჩვენი ლიმუზინით, და სხვათაშორის, ლიმუზინი 1980წლის სტილში იყო და სალონი მწვანე ფერში იყო გაწყობილი.

როდესაც ჩვენ კურორტს დავუბრუნდით, მეთიუმ შემომთავაზა მზის ჩასვლამდე გარეთ გაგვესეირნა. -''ჰმმ, გაგვესეირნა?რატომაც არა!''-გავიფიქრე გულში.

მივუყვებოდით რა რბილი ქვიშის სანაპიროს, ბოლოს მივადექით პატარა მდელოს სადაც მწვანე ხელოვნური ბალახი ეგო პირდაპირ ქვიშაზე და მეთიუ შეჩერდა...გული გამიჩერდა...და წამში მეთიუ მუხლებზე დადგა, მეუბნებოდა თუ რა ძლიერ ვუიყვარდი, რომ ჩემს გარეშე ცხოვრება აღარ შეეძლო და რომ ჩემთან უნდოდა მთელი დარჩენილი ცხოვრება გაეტარებინა და ასე შემდეგ, სამწუხაროდ ზუსტად აღარ მახსოვს რეები მითხრა იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ მე ამას მოველოდი, ჯერ კიდევ ერთგვარ შოკში ვიყავი სიხარულით, ან შეიძლება ეს მოელვარე ქვის ბრალი იყო რომელმაც მე შემომანათა როდესაც მეთიუმ ცოლობა შემომთავაზა.უბრალოდ ვამბობ!

რაღა კითხვა უნდა ჩემი პასუხი თანხმობა იყო და რაო, როგორ ამთავრებენ ზღაპარს? და იყვნენ ბედნიერები მთელი ცხოვრება.

image

ვაიმე, როგორ მენატრება ეს ზაგარი

მაგრამ, სიმართლე რომ ვაღიარო, ყველაფერი არც ესე ადვილი ყოფილა.ქორწინებამდე მთელი წელი ესე ერთმანეთისგან შორს ცხოვრება ნამდვილი ტანჯვა იყო ჩემთვის, ხოლო როდესაც ვიქორწინეთ და ერთ სახლში გადავედით საცხოვრებლად, ერთად ცხოვრება უნდა გვესწავლა რაც არც ისე იოლია-მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, როდესაც ნამდვილად და უანგაროდ გიყვართ ეს ყველაფერს აადვილებს...ყველა პრობლემას დაძლევ და ყველა გასნაცდელს გადაიტან!

და მე გისურვებთ, თითოეულ თქვენგანს, თუ ჯერ კიდევ არ გიპოვნიათ იგი, ისეთ სიყვარულის ისტორიას როგორიც ჩვენია-არა იმიტომ რომ ჩვენი ურთიერთობა სრულყოფილია და უნაკლო(იმიტომ რომ არ არის-გულწრფელად), არამედ იმიტომ რომ ჩვენ ვისწავლეთ როგორ გვყვარებოდა ერთმანეთი ყველაფრის მიუხედავად, მიუხედავად ჩვენი ნაკლოვანებებისა, მიუხედავად ჩვენი პატარა კამათისა და ხასიათის სხვადასხვაობისა, და ბოლოს, მიუხედავად სიურპრიზებით სავსე გაურკვეველი მომავლისა.

ქორწინებიდან 1 წლის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე.ცხოვრება მშვენიერია-ხანდახან ტრაგიკული, ხანდახან სევდიანი და ტკივილიც ახლავს, მაგრამ ამასთანავე ყოველთვის სიყვარულით სავსე!

ეხლა კი დაგიტოვებთ რაღაცას რომელიც 2 წლის წინ, როდესაც მეთიუსგან ვალენტინობის დღეს საჩუქრები მივიღე მაშინ დავწერე:

მე ვისწავლე საკუთარი გულის მოსმენა.მე ვისწავლე რომ თუ შენ არასოდეს დაუთმობ ადგილს უკეთეს მომავალს, და თუ არ გაარკვევ რა კვეთს შენ გზას ბედნიერებისკენ, რა გეღობება, მაშინ შენ თავს დააბრალე, შენ თვითონვე უშლი ხელს ბედნიერ მომავალს.ამ ცხოვრებაში საკუთარ თავს ვერ იპოვნი, არამედ მას ქმნი, ასეა სიყვარულშიც, შენ არ პოულობ სიყვარულს, არამედ შენ მას გზას უქმნი და ელოდები როდის მოვა შენთან.

P.S. The Secret-უნდა წავიკითხო, გავიგო ერთი რა წიგნია ესეთი..ასევე არის ამავე სახელწოიდებით ფილმი და თუ გაინტერესებთ აი ლინკი: http://myhit.ge/index.php?FID=1&id=10809&LQ

და ასევე ფილმი რომელიც მეთიუმ და ჯენიმ ერთად ნახეს: http://myhit.ge/index.php?FID=1&id=2897&LQ

ჯენის ასევე დაწერილი აქვს გაგრძელება ქორწინებიდან 3 წელი, თუ მოგეწონათ და გაინტერესებთ იმასაც მოგაწვდით.

image

მადლობთ ვინც წაიკითხეთ, იმედია თქვენი ცხოვრება შევცვალე თუ არა მინიმუმ რაღაცაზე მაინც დაგაფიქრეთ რაც თქვენს ცხოვრებას უკეტესობისკენ შეცვლის. :) ♥

9
490
2-ს მოსწონს
ავტორი:DianaMaverick
DianaMaverick
490
  
2014, 3 აპრილი, 17:06
კარგი მასჰინ,ისე დავტოვოტ როგორცაა.
2014, 3 აპრილი, 6:00
ეხ,თქვენ,ვერ გამიგეთ...ახსნა კი მეზარება...
2014, 1 აპრილი, 19:27
ნუ ხო,ესეც არ არის წიგნს წავიკითხავ და ყველაფერი ამეწყობათქო,უბრალოდ ინტერესი მაგიჩნდა,და რაც შეეხება ბედნიერებას,ჩვენ სხვანაირი მენტალიტეტი გვაქვს,სხვანაირი კულტურა...ზოგჯერ ესენი არ გვაძლევენ იმის საშვალებას ვიყოთ ბედნიერი,სინდისი გაქვს და ყველაფერს ვერ აკეთებ,თუმცა თუ გულით შევეცდებით და რაღაც-რაღაცეებს გამოვასწორებთ საქართველოშიც შეგვეძლება ბედნიერები ვიყოთ...
2014, 1 აპრილი, 6:16
ეს კი არა,რომეო გახდა ბანალური...მე ბედისწერა მაინტერესებს.რატომ შემიძლია ვიცხოვრო კარგად სხვაგან და არა აქ....
2014, 1 აპრილი, 6:06
მე ვცხოვრობდი 10 წელი საზღვარგარეთ.მინიშნებებით,ბედისწერის პატარ-პატარა გზავნილებით.როცა რაღაც ცუდად მიდიოდა,ვფიქრობდი,მიზეზს ვპოულობდი,ვცვლიდი არჩევანს,სიტუაციას,მერე ღმერთიც ვიღაცას-რაღაცას მომახმარდა...საქართველოში სხვა კანონები მოქმედებს,გაიყინა ჩემი ინტუიცია,საითაც გავიქეცი,იქით წავიქეცი....აქ არ გამოდის,გავდივარ თუ არა საზღვარზე,ისევ იხსნება გზები...ისევ მოდის ნიშნები,ისევ ბრუნდება იღბალი და ბედის მწერალიც ჩემს მხარესაა,ოღონდ რატომ ვერ ვხვდები.მეშინია უცხოეთში? აქ ძინავთ ეს წიგნზე,წავიკითხავო...დაახლოებით ვიცი რაზეა საუბარი,ეგ აქ არ ჭრის.....
2014, 31 მარტი, 22:18
ბოლოს დასკვნა მომეწონა.
2014, 31 მარტი, 21:56
ბანალური შეიძლება იყო, მაგრამ საქმე სხვა რაღაცაშია,დღესდღეობით ბიჭი რომც გიჟდებოდეს გოგოზე ამდენს არ გააკეთებს,არ ვუყვარვარო და ვსო,არ აქვთ შებრძოლების უნარი თუ სურვილი,აქეთ უნდა შეაბა ეხლა ისეთები არიან. :/
2014, 31 მარტი, 21:48
კარგი იყო.თუმცა ბევრი რამე ბანალურიც იყო ამ ისტორიაში
0 1 9