x
image
მირანდა ანდრონიკაშვილი
რატომ ვიცინით და როდის გაიცინა პირველად ადამიანმა
image
სიცილი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ვიცინით

ხუმრობებზე, პატარა სისულეებზეც, ხშირად ისე ვიღიმით, რომ ამას ვერც კი ვაცნობიერებთ. ყველაზე ნაკლებად კი იმაზე ვფიქრობთ თუ ასე რატომ ვიქცევით...

ფილოსოფოსი და პროფესორი ჯონ მორელი (John Morreall) მიიჩნევს, რომ სიცილი ერთგვარი ჟესტი იყო, რომელსაც პირველყოფილი ადამიანები მაშინ იყენებდნენ, როდესაც ერთობლივად რაიმე საფრთხეს დაძლევდნენ;გადაურჩებოდნენ სიკვდილს, მოკლავდნენ ნადირს, დაამარცხებდნენ მტერს და ა.შ. იგი არ იყო რაიმე სასაცილო სიტუაციის ნაყოფი, უფრო მეტად ადამიანებს შორის ნდობას გამოხატავდა. მეცნიერებს სჯერათ, რომ სიცილის

ფუნქცია ადამიანთა დაახლოებაა. ანთროპოლოგები ამბობენ, რომ ძველად, თუკი ტომის ბელადი გაიცინებდა, ტომის თითოეულ წევრს მასთან ერთად უნდა გაეცინათ, რაც გამოხატავდა რანგით უფროსის პატივისცემასა და მის კეთილგანწყობას გარანტირებულს ხდიდა.


image

მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორი, რობერტ პროვინი (Robert Provine) 10 წლის მანძილზე სწავლობდა სიცილის გამომწვევ მიზეზებს. მან სტატისტიკურად დაამუშავა სიცილის გამომწვევი მიზეზები, რომელი სქესი უფრო მეტს იცინის და ასე შემდეგ. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

ქალები 30ჯერ უფრო მეტს იცინიან ვიდრე მამაკაცები. ასევე საინტერესოა, რომ ქალები უფრო მეტად დასცინიან მამაკაცებს, ვიდრე მამაკაცები ქალებს.

მცირეწლოვანი ბავშვები დღეში საშუალოდ 400ჯერ იცინიან, მოზარდები კი 15ჯერ.

სიცილი გადამდებია ამიტომაც ძალიან პოპულარული იყო სასაცილო

სატელევიზიო შოუებში ეგრეთწოდებული "sitcom", რაც ნიშნავს იმას რომ მსახიობების ხუმრობებზე ავტომატურად ისმოდა მაყურებლების სიცილის ხმა. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ სიცილს ეპიდემიური პროპორციები აქვს მას შემდეგ, რაც 1962 წელს ტანზანიაში ერთი საოცარი ამბავი მოხდა. სკოლის მოსწავლე გოგონებს აუტყდათ სიცილი, მასწავლებლებმა ვერაფრით გააჩერეს, უკონტროლო სიცილი სხვა კლასებსაც მოედო და ამის გამო სკოლაში სწავლა მთელი დღით ჩაიშალა.

დღის განმავლობაში 100ჯერ გაცინება, 15 წუთით ველოსიპედით ვარჯიშს უდრის. სიცილი ამცირებს ტკივილს და ამაღლებს იმუნიტეტს.

image

1
214
2-ს მოსწონს
ავტორი:მირანდა ანდრონიკაშვილი
მირანდა ანდრონიკაშვილი
214
  
იუმორის გრძნობა არ მოგიშალოს ღმერთმა,ეგაა რომ გვაძლებინებს....
0 1 1