x
image
მირანდა ანდრონიკაშვილი
საიდუმლოებით მოცული გაუჩინარებული თვითმფრინავები
image
ხშირად ამბობენ, თვითმფრინავი ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტიაო. ეს მართლაც ასეა, თუმცა არსებობს რიგი იდუმალებით მოცული შემთხვევბი, რომლებიც საავიაციო ისტორიის გამოცანებად რჩება.

მალაიზიაური ავიახაზების გაუჩინარებულმა თვითმფრინავმა (Malaysian Airlines, Flight MH370) მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. იგი საავიაციო ისტორიაში უკვე ერთ-ერთ ამოუხსნელ შემთხვევად ითვლება.

რა ბედი ეწია თვითმფრინავსა და მის 239 მგზავრს მას შემდეგ, რაც კუალა ლუმპურის აეროპორტი დატოვა; ძებნაში 15მდე ქვეყანაა ჩართული, თვითმფრინავის შესაძლო ადგილსამოყოფელის არეალი კი საკმაოდ დიდია. თვითმფრინავი ტექნიკურად გამართული იყო, ტერორიზმის შემთხვევა არ დასტურდება. რატომ შეიცვალა თვითმფრინავმა ფრენისას მიმართულება გაურკვეველი რჩება.



ფრანგული ავიახაზები (Air France, Flight 447)_ 2009 წელს ფრანგული ავიახაზების თვითმფრინავი A330 რიო დეჟანეიროდან პარიზისაკენ მიემართებოდა.


მგზავრთა დიდ ნაწილს ევროპელი დამსვენებლები შეადგენდნენ, რომლებიც ბრაზილიური ვოიაჟიდან სახლებში ბრუნდებოდნენ. ფრენა საკმაოდ ხანგრძლივი უნდა ყოფილიყო, მას შემდეგ რაც ბორტგამცილებლები მგზავრებს სადილით გაუმასპინძლდნენ, მგზავრებმა თვითმფრინავში ფილმების ყურება დაიწყეს; თითქოს ყველაფერი ჩვეულებისმებრ მიდიოდა, თუმცა ატლანტის ოკეანანის თავზე, თვითმფრინავი რადარებიდან გაუჩინარდა.

5 დღიანი ძებნის შემდეგ თვითმფრინავის ნარჩენებს ოკეანეში მიაგნეს. 228 მგზავრი დაიღუპა. დღემდე გამოცანად რჩება რატომ უნდა ჩავარდნილიყო ოკეანეში ტექნიკურად გამართული თვითმფრინავი, გამოცდილი მფრინავებით.


ამელია ერჰარტი–

image


ეს კი ნამდვილი ლეგენდაა! ამელია ერჰარტი საკუთარი ორმაგძრავიან ი (Electra) თვითმფრინავით გაუჩინარდა. 1937 წელს მფრინავმა ამელია ერჰარტმა გადაწყვიტა დედამიწისთვის გადაეფრინა. თვითმფრინავის კვალი ვერ იპოვეს, რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი დაიხარჯა იმისათვის, რომ მიეგნოთ თვითმფრინავის ნარჩნებისთვის თუმცა უშედეგოდ. ერჰარტის საიდუმლოებებით მოცული მოგზაურობა ავიაციის ისოტრიის ყველაზე ამოუცნობი მოვლენაა.


Flying Tiger Line Flight739_ ამერიკის სამხედრომ გუამი 1962 წელს დატოვა და 90 სამხედრო მოსამსახურესთან ერთად ფილიპინებისაკენ მიემართებოდა, თუმცა დანიშნულების ადგილამდე არ ჩაუღწევია. მფრინავებს განგაშის სიგნალი არ გაუგზავნიათ, ხოლო ძებნაში ჩართულმა ასობით ადამიანმა კვალს ვერაფრით მიაგნო.


ბერმუდის სამკუთხედი– ბერმუდის სამკუთხედი კი უამრავ გამქრალ საჰაერო თუ საზღვაო ტრანსპორტს მალავს. ბერმუდის, იგივე ეშმაკის სამკუთხედი, ოკეანის საკმაოდ დიდ ნაწილს მოიცავს, ფლორიდის შტატსა და პუერტო რიკოს შორის. სწორედ აღნიშნულ ადგილას გაუჩინარდა 2 ბრიტანული თვითმფრინავი და 5 ამერიკული თვითმფრინავი. ასევე დაიკარგა მათ საძებრად გაგზავნილი თვითმფრინავებიც.


ამბობე, რომ ბერმუდის სამკუთხედის მსგავსი ზონები მრავლადაა დედამიწის სხვადასხვა წეტილში, თუმცა ამის შესახებ ჯერ ზუსტი ცნობები არ არის.

0
292
4-ს მოსწონს
ავტორი:მირანდა ანდრონიკაშვილი
მირანდა ანდრონიკაშვილი
292
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0