x
მეტი
  • 22.05.2024
  • სტატია:134821
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509183
როგორ მოვამზადოთ მდნარი ყველი - მარტივი რეცეპტი
image

მდნარი ყველი ბევრისთვის საყვარელი პროდუქტია. სწორად მომზადების შემთხვევაში კი გემრიელთან ერთად ძალიან სასარგებლოცაა. თუმცა, დღეს მაღაზიებში არსებული ფართო არჩევანის მიუხედავად, ძალიან ძნელია ნატურალურ ინგრედიენტებზე დამზადებული მდნარი ყველის პოვნა. ამიტომ გთავაზობთ ძალიან მარტივ რეცეპტს, რომლის საშუალებითაც თავისუფლად შეგიძლიათ თქვენი საყვარელი პროდუქტის სახლში მომზადება.


დაგვჭირდება:


ხაჭო 500 გ.

კვერცხი 1 ც.


ნაღების კარაქი 100 გ.

მარილი გემოვნებით

სოდა 0.5 ჩ.კ.

სურვილის მიხედვით ნებისმიერი სანელებელი თუ ხმელი მწვანილი.


imageimageimageimage
























imageimage



ყველა ინგრედიენტს ჩავდებთ ქვაბში და ავურევთ. დავდგამთ ორთქლის აბაზანაზე და განუწყვეტლივ ვურევთ 20 წთ., სანამ ყველაფერი არ გალღვება და არ შეერევა ერთმანეთს.


ამის შემდეგ გადმოვდგამთ ქვაბს, გადავიტანთ მასას ჯამში და დავაბლენდერებთ ერთგავროვანი კონსისტენციის მისაღებად. თუ სურვილი გვაქვს დავამატებთ სანელებლებს.


გადავიტანთ მასას ცხიმწასმულ ფორმაში. გადავაკრავთ პოლიეთილენის პარკს და დავაცდით სანამ ოთახის ტემპერატურამდე გაგრილდება. ამის შემდეგ შევდებთ მაცივარში მთელი ღამით.


image


1
1804
3-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1804
  
2014, 21 მარტი, 20:16
მმ უგემრიელესია
0 1 1