x
მეტი
  • 22.05.2024
  • სტატია:134802
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509169
სასარგებლო და მარტივი დესერტი ბავშვებისთვის... და დიდებისთვის
image
მოგეხსენებათ, ხაჭო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია. სამწუხაროდ ყველა ბავშვს არ უყვარს მისი მირთმევა, ამიტომ დედიკოები სხვადასხვა ხერხს მიმართავენ, რათა ბავშვს რაციონში მცირე დოზით მაინც "შეაპარონ" ეს პროდუქტი. ამჯერად შემოგთავაზებთ უმარტივეს დესერტს, რომელიც, იმედია პატარებს მოეწონებათ. რაც მთავარია, ხაჭო მასში არ არის გამომცხვარი ან შემწვარი სახით და, აქედან გამომდინარე, სრულიად აქვს თავისი დადებით თვისებები შენარჩუნებული.


დაგვჭირდება:


100 გ. ყურძენი (უკურკო)

100 გ. მოხალული თხილი, ნიგოზი ან მიწისთხილი


500 გ. ვანილიანი ტკბილი ხაჭო


imageimageimageimage


ხაჭო წინასწარ 15 წუთით შევდოთ საყინულეში. წვრილად დავჭრათ თხილი ან ნიგოზი. ცივი ხაჭოსგან გავაკეთოთ პატარა ბურთულები. მათ შუაგულში მოვათავსოთ ყურძენი და ისევ დავამრგვალოთ. ბურთულები ამოვავლოთ თხილში და ცოტა ხნით კიდევ შევდოთ მაცივარში.


სასარგებლო დესერტი მზადაა.

3
306
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
306
  
2014, 18 მარტი, 21:31
"სოფლის ნობათისას" არა უშავს..მხოლოდ არაჟანში თუ შევურევ, ეგრე შემიძლია ვჭამო.
2014, 18 მარტი, 21:16
მართლა? მე კი ძალიან მიყვარს:) თუმცა ყველა წარმოების არ მომწონს.
2014, 18 მარტი, 19:47
ნამდვილად სასარგებლოა ხაჭო, მაგრამ როგორ არ მიყვარს:(
0 1 3