x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508621
გიორგი ლიფონავა და სოფო სებისკვერაძე დაშორდნენ

imageრეჟისორ გიორგი ლიფონავასა და მსახიობ სოფო სებისკვერაძის რომანი დაახლოებით 5 წელიწადს ითვლიდა. წყვილი ოფიციალურად დაქორწინებული არ გახლდათ. გიორგი საყვარელ ქალბატონზე საუბრისგან ხშირად თავს იკავებდა. წყვილმა ერთმანეთი სერიალ "ჩიფსების თაობის" გადაღებების დროს გაიცნო და მალევე დაახლოვდნენ. წყვილის თავისუფალი ურთიერთობა დიდი ხნის მანძილზე იყო საზოგადოების განხილვის საგანი.
ცდილობდნენ ჭორებისთვის და დაუსრულებელი კრიტიკისათვის ყურადღება არ მიექციათ, მათთვის მთავარი საზოგადოებრივი აზრი კი არა ბედნიერება იყო. რეჟისორი მეორე ნახევარს, როგორც ეს ბევრს სჩვევია, ფილმებსა და სერიალებში მთავარი როლებით არ ანებივრებდა. ყველაზე პოპულარულ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" სოფო მხოლოდ რამდენიმე სერიაში გამოჩნდა, პატარა ეპიზოდური როლით. მსახიობი ირწმუნებოდა, რომ ეს ყველაფერი მათ პირად ცხოვრებაზე არანაირ ზეგავლენას არ ახდენდა, რეჟისორის გადასაწყვეტია რომელ მსახიობს გადაიღებსო. image

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წყვილი ერთმანეთს დაშორდა. სოფო ამტკიცებს, რომ უკვე რამდენიმე თვეა ცალ-ცალკე ცხოვრობენ, დაშორების მიზეზებზე კი არ საუბრობენ. მსახიობის მტკიცებით, ის და გიორგი ერთმანეთს ახლა უფრო ხშირად ხვდებიან და კარგი მეგობრებიც არიან. ასე რომ, ქართველი სექსსიმბოლო და ულამაზესი ქალბატონი სოფიო სებისკვერაძე უკვე მარტოა, სავარაუდოდ მამაკაცები აქტიურად შეეცდებიან მისი გულის მოგებას.imageimage

1
504
3-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
504
  
2014, 17 მარტი, 22:08
ვაა, არ ვიცოდი
0 1 1